ესაია 48:1—22
48 ისმინეთ, იაკობის შთამომავლებო,თქვენ, ისრაელის სახელს რომ ატარებთ+და იუდას შთამომავლები რომ ხართ,ღვთის სახელს, იეჰოვას, რომ იფიცებთ+და ისრაელის ღმერთს რომ უხმობთ,მაგრამ არა ჭეშმარიტებითა და სიმართლით!+
2 თავს წმინდა ქალაქის მკვიდრებს უწოდებენ+და ისრაელის ღმერთის მხარდაჭერის იმედი აქვთ,+რომლის სახელიც ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა.
3 „დიდი ხნით ადრე გამცნეთ უწინდელი;
ჩემი პირიდან გამოვიდა,მე გავაცხადე ის.+
მოულოდნელად ავმოქმედდი და შესრულდა ეს ყველაფერი.+
4 ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ,რომ კისერი რკინისა გაქვს და შუბლი — სპილენძის,+
5 ამიტომ დიდი ხნით ადრე გითხარი ეს;
სანამ ეს მოხდებოდა, გაგაგებინე,რომ არ გეთქვა, ჩემმა კერპმა გააკეთა ეს,ჩემმა გამოთლილმა და ჩამოსხმულმა კერპებმა ბრძანესო ეს.
6 შენ მოისმინე და ნახე ეს ყველაფერი;
ნუთუ არ ილაპარაკებ ამაზე?!+
ახალ რამეს გიცხადებ ახლა,+აქამდე შენთვის უცნობსა და საიდუმლოდ შენახულს.
7 დიდი ხნის წინ კი არა, ახლა იქმნება ის,რის შესახებაც დღემდე არაფერი გსმენია,რომ არ გეთქვა, ეს ხომ ვიცოდიო.
8 არ გსმენია+ და არ იცი,ოდითგან დახშული გქონდა ყური.
ვიცი, რა ვერაგიც ხარ,+დაბადებიდანვე შემცოდველი გერქვა.+
9 მაგრამ ჩემი სახელის გამო დავიოკებ რისხვას,+ჩემი დიდების გულისთვის შევიკავებ თავსდა არ მოგსპობ.+
10 აი, განგწმინდე, მაგრამ არა ვერცხლივით,+
გაჭირვების ღუმელში გამოგცადე*.+
11 ჩემი გულისთვის, ჩემი გულისთვის ვიმოქმედებ;+როგორ შევაბღალვინო ვინმეს თავი?!+
ჩემს დიდებას არ გავუყოფ სხვას.
12 მისმინე, იაკობ, და შენ, ისრაელო, ჩემ მიერ მოხმობილო!
მე იგივე ვარ;+ პირველიც მე ვარ და უკანასკნელიც.+
13 ჩემი ხელით ჩავუყარე საძირკველი დედამიწას+და საკუთარი მარჯვენით გადავჭიმე ზეცა;+
როცა ვუხმობ მათ, ერთად დგებიან ისინი.
14 ერთად შეგროვდით და ისმინეთ!
რომელმა მათგანმა გამოაცხადა ეს?
იეჰოვამ შეიყვარა ის.+
რასაც მოისურვებს, იმას დამართებს ბაბილონს,+მკლავს მოუღერებს ქალდეველებს.+
15 მე ვთქვი, მე მოვუხმე მას,+
მე მოვიყვანე ის და ხელი მოემართება თავის გზაზე.+
16 მომიახლოვდით და მოისმინეთ ეს!
დასაწყისიდანვე არაფერი მითქვამს ფარულად.+
როცა ეს მოხდა, იქ ვიყავი“.
უზენაესმა უფალმა იეჰოვამ გამომგზავნა თავის სულთან ერთად.
17 აი, რას ამბობს იეჰოვა, შენი გამომსყიდველი, ისრაელის წმინდა:+
„მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ,შენ სასიკეთოდ გასწავლი+და მიგიძღვი იმ გზაზე, რომლითაც უნდა იარო!+
18 ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები!+
მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა+და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით.+
19 შენი მოდგმა ქვიშასავით იქნებოდადა შენი შთამომავლები — მისი მარცვლებივით.+
არ მოისპობოდა და არ განადგურდებოდა მათი სახელი ჩემ წინაშე“.
20 გამოდით ბაბილონიდან!+
გაექეცით ქალდეველებს!
სიხარულით გამოაცხადეთ, აუწყეთ ეს!+
ხმა მიაწვდინეთ დედამიწის კიდით კიდემდე!+
თქვით: „იეჰოვამ გამოისყიდა თავისი მსახური იაკობი.+
21 არ მოსწყურებიათ, როცა უდაბურ ადგილებში დაატარებდა.+
კლდიდან წყალი გადმოუდინა,კლდე გააპო და წყალი გადმოაჩქეფა“.+
22 „არ არის მშვიდობა ბოროტთათვის“, — ამბობს იეჰოვა.+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „აგარჩიე“.