ესაია 55:1—13
55 მოდით, მწყურვალნო,+ მოდით წყალთან!+
უფულოებო, მოდით, აიღეთ და ჭამეთ!
მოდით, უფულოდ და უსასყიდლოდ აიღეთ+ ღვინო და რძე!+
2 რატომ იხდით ფულს იმაში, რაც პური არ არის,და რატომ ხარჯავთ ოფლით ნაშოვნს იმაში, რაც არ აძღებს?!
ყური დამიგდეთ და ჭამეთ კარგი საჭმელი,+რომ ისიამოვნოთ ნოყიერი საზრდოთი!+
3 ყური მომაპყარით და მოდით ჩემთან!+
მისმინეთ და იცოცხლებთ,და მეც დაგიდებთ მარადიულ შეთანხმებას+დავითისთვის აღთქმული ურყევი სიყვარულის* გამო, რადგან სანდოა ეს აღთქმა.+
4 აი, მოწმედ+ მივეცი იგი ერებს,წინამძღოლად+ და მეთაურად+ დავუყენე ხალხებს.
5 აი, მოუხმობ ხალხს, რომელსაც არ იცნობ,და შენკენ გამოიქცევიან ხალხიდან ისინი, ვინც არ გიცნობენ,იეჰოვას, შენი ღვთის, ისრაელის წმინდის გულისთვის,+რადგან ის განგადიდებს.+
6 ეძებეთ იეჰოვა, სანამ შეიძლება მისი პოვნა!+
მოუხმეთ მას, სანამ ახლოსაა!+
7 მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა,+ბოროტმოქმედმა — თავისი ზრახვები.დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს,+ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია.+
8 „თქვენი აზრები ჩემი აზრები არ არის,+არც თქვენი გზებია ჩემი გზები, — ამბობს იეჰოვა. —
9 როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღლა,ისე ჩემი გზებია მაღლა თქვენს გზებზედა ჩემი აზრები — თქვენს აზრებზე.+
10 როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდანდა უკან არ ბრუნდება, ვიდრე არ გაჟღენთს მიწას, არ წარმოაქმნევინებს და არ აღმოაცენებინებს ნაყოფს,რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს,
11 ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც.+უშედეგოდ არ დამიბრუნდება,+შეასრულებს იმას, რაც მსურს,+და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე.
12 სიხარულით წამოხვალთ,+მშვიდობით დაბრუნდებით,+
მთები და გორები გაიხარებენ და მხიარულად შესძახებენ თქვენ წინაშე,+მინდვრის ხეები ტაშს შემოჰკრავენ.+
13 ეკალბარდების ნაცვლად ღვია ამოვა,+მსუსხავი ჭინჭრის ნაცვლად — მირტი.
ეს სახელს გაუთქვამს იეჰოვას+და იქნება მარადიულ ნიშნად!“
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).