ესაია 63:1—19

  • იეჰოვა შურს იძიებს ერებზე (1—6).

  • იეჰოვას ურყევი სიყვარული (7—14).

  • სინანულის ლოცვა (15—19).

63  ვინ არის ეს, ედომიდან+ რომ მოდის,ბოცრიდან+ — ხასხასა* ტანსაცმლით,დიდებული სამოსით შემოსილი,ძლევამოსილი რომ მოაბიჯებს? „ეს მე ვარ, სიმართლით მეტყველი,ძლიერი მხსნელი!“   რამ გაგიწითლა ტანსაცმელი?!რატომ მიგიგავს სამოსი საწნახელში მწნეხელისას?!+   „მე თვითონ ვწნეხდი საწნახელში და კაცთაგან არავინ იყო ჩემთან. ჩემი რისხვით ვწნეხდიდა ჩემი მრისხანებით ვთელავდი მათ.+ ტანისამოსზე მათი სისხლი მომესხურადა მთელი სამოსი დამილაქავდა.   გულში მაქვს შურისძიების დღე+და დადგა ჩემ მიერ გამოსყიდულთა წელიწადი.   ვიყურებოდი, მაგრამ არავინ იყო შემწე;გავიკვირვე, რომ არავინ ამომიდგა მხარში. ჩემივე მკლავით გავიმარჯვე+და ჩემივე მრისხანება ამომიდგა მხარში.   ჩემი რისხვით გავთელე ხალხები,ჩემი მრისხანებით დავათვრე ისინი+და მიწაზე დავღვარე მათი სისხლი“.   გავაცხადებ იეჰოვას სიყვარულის* საქმეებს,იეჰოვას სახოტბო საქმეებს,იმ ყოველივეს, რაც იეჰოვამ გააკეთა ჩვენთვის,+იმ უამრავი სიკეთის გამო,რაც წყალობითა და ურყევი სიყვარულით* მოიმოქმედა ისრაელისთვის.   თქვა მან: „ეს ნამდვილად ჩემი ხალხია, ჩემი ძეები, რომლებიც არ მიორგულებენ“.+ ამიტომაც გახდა იგი მათი მხსნელი.+   მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო,+ მისმა მაცნემ იხსნა ისინი.+ სიყვარულითა და თანაგრძნობით გამოისყიდა,+აიყვანა და დაატარებდა მათ ძველ დროში.+ 10  ისინი კი ეურჩნენ+ და დაამწუხრეს მისი წმინდა სული.+ ამიტომ მტრად ექცა მათ+და ებრძოდა.+ 11  გაიხსენეს ძველი დრო,მისი მსახური მოსეს დრო: „სად არის ის, ვინც ზღვიდან+ გამოიყვანა ისინი თავისი ფარის მწყემსებთან ერთად?+ სად არის ის, ვინც მასზე თავისი წმინდა სული დაავანა,+ 12  ვინც მოსეს მარჯვენა თავისი დიდებული მკლავით წარმართა,+ვინც გაყო წყალი მათ წინ,+რათა მარადიული სახელი დაემკვიდრებინა,+ 13  ვინც ისე გაატარა ისინი ზვირთებში,რომ არ წაფორხილებულან,როგორც ცხენი არ წაფორხილდება უდაბნოში? 14  როგორც პირუტყვი ეშვება ველზე მოსასვენებლად,ასევე დაასვენა ისინი იეჰოვას სულმა“.+ ასე მიუძღოდი შენს ხალხს,რომ დიდებული სახელი დაგემკვიდრებინა.+ 15  გადმოიხედე ზეციდან,შენი სიწმინდისა და სიდიადის ამაღლებული სამყოფლიდან! სად არის შენი მოშურნეობა და ძლევამოსილება,შენი თანაგრძნობა+ და წყალობა?+ რატომ მიმატოვე?! 16  შენ ჩვენი მამა ხარ!+აბრაამმაც რომ არ გვაღიაროსდა ისრაელმაც არ გვცნოს,შენ, იეჰოვა, მაინც ჩვენი მამა იქნები! ოდითგანვე „ჩვენი გამომსყიდველი“ გეწოდება.+ 17  რატომ გადაგვახვევინე, იეჰოვა, შენი გზიდან? რატომ გაგვიქვავე გული, რომ აღარ გვეშინოდეს შენი?+ დაბრუნდი შენი მსახურების გულისთვის,შენი კუთვნილი ტომების გულისთვის!+ 18  სულ ცოტა ხნით ფლობდა მას შენი წმინდა ხალხი; ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გათელეს შენი წმინდა ადგილი.+ 19  დიდი ხანია, ისე ვართ, თითქოს არასდროს ყოფილიყავი ჩვენი მეფე,თითქოს არასდროს ვწოდებულიყავით შენი სახელით.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ალისფერი“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).