ესაია 65:1—25
65 „თავი მოვაძებნინე მათ, ვინც არ მკითხულობდა,თავი ვაპოვნინე მათ, ვინც არ მეძებდა.+
ხალხს, რომელიც ჩემს სახელს არ უხმობდა, ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი!+
2 მთელი დღე გაწვდილი მაქვს ხელი ჯიუტი ხალხისკენ,+მათკენ, ვინც ცუდ გზას ადგას+და თავის ნებაზე დადის,+
3 ხალხისკენ, რომელიც აშკარად შეურაცხმყოფს,+ბაღებში სწირავს მსხვერპლს+ და აგურებზე აბოლებს შესაწირავს;
4 სამარხებს შორის სხედან,+სამალავში* ათევენ ღამეს,ღორის ხორცს ჭამენ+და სიბილწეთა ნახარში უსხიათ ჭურჭელში.+
5 ამბობენ: გამეცალე, არ მომეკარო,რადგან შენზე წმინდა ვარო*!
ისინი კვამლი არიან ჩემს ნესტოებში, ცეცხლი, მთელი დღე რომ გიზგიზებს.
6 აი, დაწერილია ეს ყველაფერი ჩემ წინაშე.არ დავდუმდები,საზღაურს მივაგებ,+სრულად მივუზღავ,
7 მათი და მათი მამა-პაპის დანაშაულისთვისაც,+ — ამბობს იეჰოვა. —
რაკი მთებზე სწირავენ შესაწირავსდა გორებზე შეურაცხმყოფენ,+ჯერ მათ მივუზღავ სრულ საზღაურს“.
8 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„ვიდრე მტევანში იპოვება წვენი ღვინის დასაყენებლად,ამბობენ, არ მოსპო, არისო მასში რაღაც კარგი;
მეც ასე მოვიქცევი ჩემი მსახურების გულისთვის,ყველას ერთიანად არ გავანადგურებ.+
9 იაკობიდან გამოვიყვან შთამომავლობასდა იუდადან — ჩემი მთების მემკვიდრეს,+ჩემი რჩეულები დაეუფლებიან ჩემს მიწასდა ჩემი მსახურები დამკვიდრდებიან იქ.+
10 შარონი+ ცხვრების საძოვრად იქცევადა აქორის ველი+ — საქონლის მოსასვენებელ ადგილადჩემი ხალხისთვის, რომელიც მეძებს.
11 თქვენ კი ზურგი აქციეთ იეჰოვას,+დაივიწყეთ ჩემი წმინდა მთა,+იღბლის ღმერთს უშლით სუფრასდა ბედისწერის ღმერთს შეზავებული ღვინით უვსებთ სასმისს.
12 მახვილისთვის გაგწირავთ+და ყოველი თქვენგანი დაიჩოქებთ დასაკლავად,+რადგან გიხმობდით და არ მპასუხობდით,გელაპარაკებოდით და არ მისმენდით,+ბოროტებას სჩადიოდით ჩემს თვალშიდა იმას ირჩევდით, რაც არ მომწონდა“.+
13 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა:
„აი, ჩემი მსახურები შეჭამენ, თქვენ კი იშიმშილებთ!+
ჩემი მსახურები დალევენ,+ თქვენ კი წყურვილით დაიხოცებით!
ჩემი მსახურები გაიხარებენ,+ თქვენ კი შერცხვებით!+
14 აი, ჩემი მსახურები სიხარულით შესძახებენ გულმხიარულნი,თქვენ კი აყვირდებით გულისტკივილის გამოდა იღრიალებთ სულგამწარებულნი!
15 თქვენ შემდეგ დარჩება სახელი, რომელსაც ჩემი რჩეულნი წყევლაში ახსენებენ,სათითაოდ მოგიღებთ ბოლოს უზენაესი უფალი იეჰოვა,თავის მსახურებს კი სხვა სახელს უწოდებს.+
16 ამგვარად, ყოველი, ვინც კურთხევას ეძიებს დედამიწაზე,ერთგული ღვთის მიერ იქნება კურთხეული.ყოველი, ვინც დაიფიცებს დედამიწაზე,ერთგულ ღმერთს დაიფიცებს,+
რადგან დავიწყებას მიეცემა წინანდელი გასაჭირიდა დაფარული იქნება ჩემს თვალთაგან.+
17 აი, ვქმნი ახალ ცასა და ახალ დედამიწას;+წინათ მომხდარი აღარავის გაახსენდებადა გულსაც არავის დაუმძიმებს.+
18 ამიტომ იმხიარულეთ და მარადიულად გაიხარეთ იმით, რასაც ვქმნი,
რადგან აი, ვქმნი იერუსალიმს გასახარადდა მის ხალხს — სამხიარულოდ!+
19 გავიხარებ იერუსალიმით და ვიმხიარულებ ჩემი ხალხით,+აღარ გაისმება იქ მოთქმისა და გლოვა-გოდების ხმა.+
20 მეტად აღარ იქნება იქ ჩვილი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლებს,არც მოხუცებული, რომელიც ვერ გაასრულებს თავის დღეებს;
კაცი, ასი წლისაც რომ მოკვდეს, ყმაწვილად ჩაითვლებადა ცოდვილი, ასი წლისაც რომ იყოს, წყევლას ვერსად წაუვა*.
21 ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში,+ჩაყრიან ვაზს და შეჭამენ მის ნაყოფს.+
22 არ ააშენებენ იმისთვის, რომ სხვამ იცხოვროს,და არც იმისთვის დარგავენ, რომ სხვამ შეჭამოს.
ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება+და თავად მოიხმარენ სრულად თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები.
23 ტყუილუბრალოდ არ გაირჯებიან+და არც უბედურებისთვის გააჩენენ შვილებს,რადგან იეჰოვასგან კურთხეული შთამომავლები არიან ისინიც+და მათი მოდგმაც.+
24 ვიდრე მომიხმობენ, ვუპასუხებ,და ვიდრე სათქმელს დაასრულებენ, შევისმენ.
25 მგელი და ბატკანი ერთად შეჭამენდა ლომი ხარივით შეჭამს ჩალას,+გველს საჭმელად მტვერი ექნება;
არაფერს დააზიანებენ და არაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე“,+ — ამბობს იეჰოვა.
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „საყარაულო ქოხში“.
^ ან შესაძლოა: „რადგან შენზე გადმოვაო ჩემი სიწმინდე“.
^ ან შესაძლოა: „დაწყევლილად ჩაითვლება ის, ვინც ას წელს ვერ მიაღწევს“.