ესთერი 10:1—3

  • მორდოქაის დიდება (1—3).

10  მეფე ახაშვეროშმა მონური სამუშაო დააკისრა თავის სამეფოში მცხოვრებ ყველა ხალხს, მათ შორის კუნძულებზე მცხოვრებთ.  მისი სიდიადისა და ძლევამოსილების ამბავი, აგრეთვე დაწვრილებითი ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ განადიდა მეფემ+ მორდოქაი,+ მიდიისა და სპარსეთის+ მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.+  იუდეველი მორდოქაი პირველი კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, დიდად განდიდებული და დაფასებული თავისი მრავალრიცხოვანი მოძმეების, იუდეველების მიერ. ის თავისი ხალხის საკეთილდღეოდ და მათ შთამომავალთა სამშვიდობოდ იღვწოდა.

სქოლიოები