ეფესოელების მიმართ 3:1—21
3 ამიტომ მე, პავლე, პატიმარი+ ვარ ქრისტე იესოსა და თქვენ გამო, უცხოტომელებო.
2 თქვენ გსმენიათ, რომ ღვთის წყალობის მმართველობა+ მომენდო თქვენ სასიკეთოდ,
3 რომ წმინდა საიდუმლო გამიცხადა ღმერთმა, რის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ.
4 ამგვარად, როცა ამას წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ვწვდები წმინდა საიდუმლოს+ ქრისტეს შესახებ.
5 წინა თაობებისთვის ღმერთს ისე არ გაუმჟღავნებია ეს საიდუმლო, როგორც ახლა გაუმჟღავნდათ სულით მის წმინდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს,+ კერძოდ ის,
6 რომ უცხოტომელები, რომლებიც სასიხარულო ცნობის მეშვეობით ქრისტე იესოს მოწაფეები არიან, გახდებოდნენ თანამემკვიდრეები, ერთი სხეულის ნაწილები+ და ჩვენთან ერთად დანაპირების მოზიარეები.
7 ღვთის განუზომელი სიკეთის წყალობით ამ საიდუმლოს მსახური გავხდი. მისი ძალის მოქმედების შედეგად მივიღე ეს ძღვენი.+
8 ჩემდამი, ყველა წმინდაზე უმცირესისადმი,+ გამოავლინა ღმერთმა ეს წყალობა,+ რათა უცხოტომელებისთვის მეხარებინა ქრისტეს განუზომელი სიმდიდრის შესახებ
9 და მეჩვენებინა ყველასთვის, თუ როგორ სრულდება წმინდა საიდუმლო,+ რომელსაც დიდი ხნის მანძილზე არ ამჟღავნებდა ღმერთი, ყოველივეს შემოქმედი.
10 ამის მიზანი ის იყო, რომ ახლა კრების მეშვეობით+ ეუწყოს ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე ზეციერ მთავრობებსა და ხელისუფლებებს.+
11 ეს იმ მარადიულ განზრახვას შეესაბამება, რომელიც ღმერთმა ქრისტესთან, ჩვენს უფალ იესოსთან მიმართებით განიზრახა,+
12 რომლის მეშვეობითაც გაბედულად ვსაუბრობთ+ და რომლის რწმენითაც გულდაჯერებულნი მივმართავთ ღმერთს.
13 ასე რომ, გთხოვთ, ნუ შეშინდებით, გასაჭირში რომ აღმოვჩნდი თქვენ გამო, რადგან ეს დიდებას მოგიტანთ.+
14 ამიტომ მუხლს ვიყრი მამის წინაშე,
15 რომელსაც ყოველი ოჯახი ზეცაში თუ დედამიწაზე უნდა უმადლოდეს თავის არსებობას*.
16 ვლოცულობ, რომ მან, ვინც განუზომელ დიდებას ფლობს, შინაგანად გაგაძლიეროთ+ თავისი სულის ძალით
17 და თქვენი რწმენის წყალობით ქრისტე დამკვიდრდეს თქვენს გულში სიყვარულით.+ მტკიცედ გაიდგით ფესვი+ და მყარ საძირკველზე დაფუძნდით,+
18 რათა ყველა წმინდასთან ერთად ბოლომდე ჩასწვდეთ სიგანეს, სიგრძეს, სიმაღლესა და სიღრმეს,
19 და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული,+ რაც ცოდნას აღემატება, რათა აღივსოთ ღვთისგან მომდინარე სისავსით.
20 ახლა მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით+ შეუძლია იმაზე გაცილებით მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის,+
21 დიდება კრებისა და ქრისტე იესოს მეშვეობით ყველა თაობაში მარადიულად! ამინ!
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „თავის სახელს“.