ზაქარია 10:1—12
10 „სთხოვეთ იეჰოვას, აწვიმოს გაზაფხულზე,
როცა წვიმების დრო დგება.იეჰოვაა საწვიმარი ღრუბლების შემქმნელი,ის, ვინც ადამიანებს კოკისპირულ წვიმას უგზავნის+
და მცენარეებს აღმოუცენებს მინდორში.
2 თერაფიმები* სიცრუეს ლაპარაკობენ,მკითხავები ცრუ ხილვებს ხედავენ,
ფუჭ სიზმრებზე ლაპარაკობენდა ამაოდ ცდილობენ ნუგეშისცემას.
ამიტომ ფარასავით იხეტიალებს ხალხი;
გაწამდებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.
3 განრისხებული ვარ მწყემსებზე,პასუხს ვაგებინებ მჩაგვრელ წინამძღოლებს,რადგან მოხედა ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, თავის ფარას,+ იუდას,და თავის დიდებულ საბრძოლო რაშად აქცია.
4 მისგან გამოდის თავკაცი,მისგანვე გამოდის მმართველი და მხარდამჭერი;
მისგან გამოდის საბრძოლო მშვილდი,მისგან გამოდის ყოველი ზედამხედველი, ყველანი მისგან გამოდიან.
5 მეომრებივით იქნებიან,ქუჩის ტალახს რომ ზელენ ბრძოლისას.
ჩაებმებიან ბრძოლაში, რადგან იეჰოვაა მათთან,+და შერცხვებიან მხედრები.+
6 ავამაღლებ იუდას და ვიხსნი იოსების მოდგმას;+საკუთარ მიწა-წყალზე დავაბრუნებ და შევიწყალებ.+
ისე იქნებიან, თითქოს არასოდეს მიმეტოვებინოს.+მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი, მე ვუპასუხებ მათ.
7 ეფრემელები ძლიერი მეომრებივით იქნებიან,გაუხალისდებათ გული, თითქოს ღვინო დაელიოთ.+
იხილავენ ამას მათი ვაჟები და გაიხარებენ;იეჰოვათი გაიხარებს მათი გული.+
8 დავუსტვენ მათ და შევკრებ;გამოვისყიდი,+ გამრავლდებიანდა მუდამ მრავალნი იქნებიან.
9 თესლივით მიმოვფანტავ მათ ხალხებში,თუმცა შორს მყოფთაც კი ვემახსოვრები;ძალას განიახლებენ ისინიც, მათი ვაჟებიც, და ერთად დაბრუნდებიან.
10 დავაბრუნებ მათ ეგვიპტიდან,გამოვკრებ ასურეთიდან.+გალაადსა+ და ლიბანში მივიყვან,მაგრამ იქაც ვერ დაეტევიან.+
11 გადავუვლი ზღვას და უბედურებას მოვუვლენ.დავკრავ ზღვის ტალღებს;+ამოშრება ნილოსის სიღრმეები.
ბოლო მოეღება ასურეთის სიამაყეს დაკვერთხი წაერთმევა ეგვიპტეს.+
12 მე, იეჰოვა, აღვაზევებ მათ+და ივლიან ჩემი სახელით,+ — ამბობს იეჰოვა“.
სქოლიოები
^ იგულისხმება ოჯახის ღმერთები, კერპები.