ზაქარია 11:1—17

  • რა შედეგები მოჰყვება ღვთის ჭეშმარიტი მწყემსის უარყოფას (1—17).

    • „მწყემსეთ დასაკლავად განწირული ფარა“ (4).

    • ორი ჯოხი: ნეტარება და კავშირი (7).

    • მწყემსის გასამრჯელო: 30 ვერცხლი (12).

    • ფულის ჩაყრა საგანძურში (13).

11  «გააღე კარები, ლიბანო,რომ ცეცხლმა შთანთქას შენი კედრები!   იტირე, ღვიავ, დაეცა კედარი,განადგურებულია დიდებული ხეები! იტირეთ, ბაშანის მუხებო,განადგურებულია უღრანი ტყე!   ყური დაუგდეთ მწყემსების მოთქმას!ბოლო მოეღო მათ სიდიადეს. ყური დაუგდეთ ლომების ღრიალს!მოისპო ბუჩქნარი იორდანის გასწვრივ.  აი, რას ამბობს იეჰოვა, ჩემი ღმერთი: „მწყემსეთ დასაკლავად განწირული ფარა,+  რომელსაც მყიდველები ხოცავენ,+ თუმცა პასუხს არავინ სთხოვს; მათი გამყიდველები+ კი ამბობენ, დიდება იეჰოვას, გავმდიდრდებითო. მათი მწყემსები არ იბრალებენ მათ.+  აღარც მე შევიბრალებ ამ მიწის მკვიდრთ, — ამბობს იეჰოვა. — მოძმეებს ერთმანეთს დავაჩაგვრინებ, მათ კი მეფე დაჩაგრავს; ააოხრებენ ისინი მიწას; არავის არ დავიხსნი“».  დაჩაგრულო ცხვრებო, მე გმწყემსავდით თქვენ სასიკეთოდ, დასაკლავად განწირულო ფარავ.+ ავიღე ორი ჯოხი, ერთს „ნეტარება“ ვუწოდე, მეორეს — „კავშირი“,+ და მწყემსვას შევუდექი.  ერთ თვეში სამი მწყემსი დავითხოვე, რადგან ვეღარ ავიტანე ისინი და მათაც შევძულდი.  ვთქვი, აღარ დაგმწყემსავთ-მეთქი. მომაკვდავი მოკვდეს, დასაღუპავი დაიღუპოს, დანარჩენებმა კი ერთმანეთის ხორცი ჭამონ-მეთქი. 10  ავიღე ჩემი ჯოხი — „ნეტარება“,+ ნატეხებად ვაქციე და ამით დავარღვიე ჩემს ხალხთან დადებული შეთანხმება. 11  იმ დღეს დაირღვა ეს შეთანხმება; ფარის დაჩაგრულმა ცხვრებმა, მე რომ შემომყურებდნენ, გაიგეს, რომ ეს იეჰოვას სიტყვა იყო. 12  მათ ვუთხარი, თუ სწორად მიგაჩნიათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არადა, ნუ მომცემთ-მეთქი. მათაც მომცეს გასამრჯელოდ 30 ვერცხლი.+ 13  შემდეგ იეჰოვამ მითხრა: „ჩაყარე საგანძურში. აი, თურმე რამდენი ვღირებულვარ!“+ მეც ავიღე 30 ვერცხლი და ჩავყარე იეჰოვას ტაძრის საგანძურში.+ 14  მერე ნატეხებად ვაქციე ჩემი მეორე ჯოხიც — „კავშირი“,+ და ამით დასრულდა იუდასა და ისრაელის ძმობა.+ 15  იეჰოვამ მითხრა: „აიღე უმაქნისი მწყემსის აღჭურვილობა.+ 16  აი, დადგება მწყემსი ამ მიწაზე. ის არ იზრუნებს ცხვარზე, რომელიც იღუპება;+ არ მოძებნის ბატკნებს, არ განკურნავს დაშავებულს,+ არ გამოკვებავს ფეხზე მდგომს, მსუქნის ხორცს შეჭამს+ და ცხვარს ჩლიქებს დააგლეჯს.+ 17  ვაი ჩემს უვარგის მწყემსს,+ ფარის მიმტოვებელს!+ მახვილი მოუღებს ბოლოს მის მკლავსა და მის მარჯვენა თვალს. მკლავი გაუხმებადა მარჯვენა თვალით დაბრმავდება“.

სქოლიოები