ზაქარია 12:1—14

  • იეჰოვა დაიცავს იუდასა და იერუსალიმს (1—9).

    • იერუსალიმი მძიმე ქვად იქცევა (3).

  • განგმირულის დატირება (10—14).

12  განაჩენი: „იეჰოვას სიტყვა ისრაელის შესახებ, — ამბობს იეჰოვა, —ის, ვინც ცა გადაჭიმა,+ვინც დედამიწას საძირკველი ჩაუყარა+და კაცს სული ჩაუდგა.  იერუსალიმს თასად ვაქცევ, რომელიც გარშემო მცხოვრებ ხალხებს ბარბაცს დააწყებინებს. ალყაში მოაქცევენ იუდას და იერუსალიმს.+  იმ დღეს მძიმე ქვად ვაქცევ იერუსალიმს ყველა ხალხისთვის. ვინც კი მას ასწევს, მძიმედ დაშავდება.+ მის წინააღმდეგ შეიკრიბება დედამიწის ყველა ხალხი.+  იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — დავაფრთხობ ცხენებს და ჭკუიდან შევშლი მხედრებს; თვალს დავიჭერ იუდაზე და სიბრმავეს მოვგვრი ხალხთა ცხენებს.  იუდას თავკაცები გულში იტყვიან, ჩვენი ძალა იერუსალიმის მკვიდრნი არიან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას შეწევნითო.+  იმ დღეს იუდას თავკაცებს დავამსგავსებ კოცონს ხეთა შორის და ცეცხლმოკიდებულ ჩირაღდანს ძნებს შორის,+ და ისინი შთანთქავენ ირგვლივ მცხოვრებ ერებს, მარჯვნივაც და მარცხნივაც;+ იერუსალიმის მკვიდრნი კვლავ დასახლდებიან თავ-თავიანთ ადგილებზე იერუსალიმში.+  პირველად იეჰოვა იუდას კარვებს გადაარჩენს, რათა დავითის შთამომავალთა და იერუსალიმის მკვიდრთა მშვენებამ იუდასას არ გადააჭარბოს.  იმ დღეს ყოველი მხრიდან დაიცავს იეჰოვა იერუსალიმის მკვიდრთ;+ იმ დღეს მათ შორის ყველაზე სუსტიც კი დავითივით იქნება, დავითის შთამომავლობა კი — ღმერთივით, იეჰოვას ანგელოზივით, წინ რომ მიუძღვით.+  იმ დღეს გავანადგურებ ყველა ერს, რომლებიც იერუსალიმზე გამოილაშქრებენ.+ 10  გადმოვღვრი დავითის შთამომავლებზე და იერუსალიმის მკვიდრებზე წყალობისა და ვედრების სულს; შეხედავენ მას, ვინც განგმირეს,+ დაიტირებენ მას, როგორც ერთადერთ ვაჟს დასტირიან, მწარედ იგლოვებენ მას, როგორც პირმშოს გლოვობენ. 11  იმ დღეს დიდი მოთქმა იქნება იერუსალიმში, როგორიც ჰადადრიმონში იყო, მეგიდოს ველზე.+ 12  მთელი მიწა გლოვას მოჰყვება, თითოეული ოჯახი — ცალ-ცალკე; ცალკე დავითის საგვარეულო, ცალკე მათი ქალები, ცალკე ნათანის+ საგვარეულო, ცალკე მათი ქალები, 13  ცალკე ლევის+ საგვარეულო, ცალკე მათი ქალები, ცალკე შიმელთა+ საგვარეულო, ცალკე მათი ქალები 14  და დანარჩენი საგვარეულოები, ცალკე თითოეული ოჯახი და ცალკე მათი ქალები“.

სქოლიოები