ზაქარია 3:1—10

  • მეოთხე ხილვა: მღვდელმთავრისთვის ტანსაცმლის გამოცვლა (1—10).

    • სატანა მღვდელმთავარ იეჰოშუას ხელს უშლის (1).

    • „წარგიდგენთ ჩემს მსახურს — ყლორტს“ (8).

3  მან მახილვინა იეჰოვას ანგელოზის წინ მდგომი მღვდელმთავარი იეჰოშუა+ და სატანა,+ რომელიც მარჯვნივ ედგა, ხელი რომ შეეშალა მისთვის.  იეჰოვას ანგელოზმა სატანას უთხრა: „იეჰოვამ შეგრისხოს, სატანავ!+ შეგრისხოს იეჰოვამ, რომელმაც იერუსალიმი ამოირჩია!+ ეს ხომ ცეცხლიდან გამოღებული კუნძია?!“  იეჰოშუას ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა და ანგელოზის წინ იდგა.  ანგელოზმა მის წინ მდგომთ მიმართა: „გახადეთ მას ჭუჭყიანი ტანსაცმელი!“ მას კი უთხრა: „აი, მოგაცილე დანაშაული და მშვენიერი სამოსით შეიმოსები“.+  ვთქვი, სუფთა თავსაბურავი დაახურეთ-მეთქი.+ მათაც დაახურეს მას სუფთა თავსაბურავი და შემოსეს სამოსით. იეჰოვას ანგელოზიც იქვე იდგა.  იეჰოვას ანგელოზმა იეჰოშუას უთხრა:  «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „თუ ივლი ჩემი გზით და შეასრულებ შენს ვალდებულებას ჩემ წინაშე, მაშინ შენ გაასამართლებ ჩემს ხალხს+ და მოუვლი ჩემს ეზოებს; მოგცემ უფლებას, რომ მათთან ერთად იდგე აქ.  მღვდელმთავარო იეჰოშუა, ისმინეთ შენ და შენ წინ მსხდომმა შენმა მოძმეებმა; ეს კაცები ნიშანი არიან იმისა, თუ რა მოხდება მომავალში; აი, წარგიდგენთ ჩემს მსახურს+ — ყლორტს!+  შეხედე ქვას, იეჰოშუას წინ რომ დავდე! შვიდი თვალია ამ ქვაზე. აი, ამოვკვეთ მასზე წარწერას, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და ერთ დღეში წარვხოცავ ამ მიწის დანაშაულს.+ 10  იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — თითოეული თავის მეზობელს ვაზისა და ლეღვის ქვეშ მიიწვევს“».+

სქოლიოები