ზაქარია 7:1—14

  • იეჰოვა განსჯის მოჩვენებით მარხვას (1—14).

    • „განა ჩემთვის მარხულობდით?!“ (5).

    • ერთმანეთს სამართლიანად, კეთილად და გულმოწყალებით მოექეცით (9).

7  დარიოსის მეფობის მე-4 წელს, მე-9 თვის, ქისლევის, მე-4 დღეს, იეჰოვას სიტყვა ეუწყა ზაქარიას.+  გაგზავნეს ბეთელის მკვიდრებმა შარეცერი, რეგემ-მელექი და მისი ხალხი, რომ გული მოელბოთ იეჰოვასთვის  და ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ტაძრის მღვდლებისა და წინასწარმეტყველებისთვის ეკითხათ: „კიდევ უნდა ვიგლოვოთ და ვიმარხულოთ მე-5 თვეს,+ რასაც მრავალი წელი ისედაც ვაკეთებთ?“  კვლავ მეუწყა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, სიტყვა:  «გადაეცი ამ მიწის მკვიდრთ და მღვდლებს: „როცა 70 წლის მანძილზე+ მე-5 და მე-7 თვეს+ მარხულობდით და მოთქვამდით, განა ჩემთვის მარხულობდით?!  როცა ჭამდით და სვამდით, განა ისევ თქვენთვის არ ჭამდით და სვამდით?!  განა ყურად არ უნდა გეღოთ იეჰოვას სიტყვა, რასაც წინასწარმეტყველთა მეშვეობით გიცხადებდათ,+ როცა იერუსალიმი და მისი მიმდებარე ქალაქები ჯერ კიდევ დასახლებული იყო და იქ მშვიდობა სუფევდა, როცა ნეგებიცა და შეფელაც დასახლებული იყო?!“»  კვლავ ეუწყა ზაქარიას იეჰოვას სიტყვა:  «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „სამართლიანად გაასამართლეთ+ და სიყვარული*+ და გულმოწყალება გამოიჩინეთ ერთმანეთისადმი; 10  ნურაფერს გამოსძალავთ ქვრივ-ობლებს,+ ხიზნებსა+ და ღარიბებს;+ სიავეს ნუ განიზრახავთ გულში ერთმანეთის მიმართ“.+ 11  ისინი ყურს არ მიგდებდნენ;+ გაჯიუტდნენ, ზურგი შემაქციეს+ და ყური დაიხშეს, რომ არ მოესმინათ ჩემთვის.+ 12  გული ალმასივით*+ გაუხდათ, დაარღვიეს კანონი და ის სიტყვები, რომლებიც ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, თავისი სულით წინასწარმეტყველთა მეშვეობით გადასცა;+ ამიტომ ძლიერ განრისხდა ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.+ 13  მე რომ ვუხმობდი, ისინი არ მისმენდნენ,+ ამიტომ არც მე ვუსმენდი, როცა მიხმობდნენ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 14  როგორც ქარიშხალი ფანტავს, ისე მიმოვფანტე ისინი უცნობ ერებში;+ გაპარტახდა მათი მიწა, კაციშვილს აღარ გაუვლია იქ და აღარც არავინ დაბრუნებულა უკან.+ სანუკვარი მიწა საზარელ მიწად აქციეს».

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „მაგარ ქვასავით“.