ზაქარია 8:1—23

  • იეჰოვა სიონს მშვიდობითა და სიმართლით აკურთხებს (1—23).

    • იერუსალიმი — ჭეშმარიტების ქალაქი (3).

    • „სიმართლე ელაპარაკეთ ერთმანეთს“ (16).

    • მარხვა დღესასწაულად იქცევა (18, 19).

    • „მოდი ... ვემსახუროთო ... იეჰოვას“ (21).

    • ათი კაცი ეჭიდება იუდეველის კალთას (23).

8  კვლავ მეუწყა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, სიტყვა:  «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „თავგამოდებით დავიცავ სიონს,+ განვრისხდები და თავგამოდებით დავიცავ“.  აი, რას ამბობს იეჰოვა: „დავბრუნდები სიონში+ და დავმკვიდრდები იერუსალიმში;+ იერუსალიმს ჭეშმარიტების ქალაქი დაერქმევა+ და ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, მთას — წმინდა მთა“.+  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „კვლავაც ისხდებიან იერუსალიმის მოედნებზე ხნიერი კაცები და ქალები, თითოეული თავისი ჯოხით ხელში, ვინაიდან დღეგრძელნი იქნებიან.+  კვლავაც აივსება ქალაქის მოედნები მოთამაშე გოგო-ბიჭებით“.+  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ეს შეუძლებელიც რომ ჩანდეს ამ ხალხის დარჩენილი ნაწილისთვის, განა ჩემთვისაც შეუძლებელი იქნება?!“ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დავიხსნი ჩემს ხალხს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან;+  მოვიყვან და იერუსალიმში დავასახლებ;+ ჩემი ხალხი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები,+ რომელიც ჭეშმარიტებითა და სიმართლით მოქმედებს“.  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „გამაგრდით ყველანი,+ ვინც წინასწარმეტყველთა სიტყვებს ისმენთ,+ იმ სიტყვებს, რომლებიც იმ დღეს წარმოთქვეს, როცა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ტაძარს საძირკველი ჩაეყარა. 10  იმ დროს გასამრჯელო არც კაცს ჰქონია და არც პირუტყვს.+ მოწინააღმდეგეთა გამო არც წასვლა-მოსვლა იყო უსაფრთხო, რადგან ხალხს ერთმანეთს ვასევდი. 11  მაგრამ ამ ხალხის დარჩენილ ნაწილს ისე აღარ მოვეპყრობი, როგორც უწინ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 12  მშვიდობის თესლს დათესავენ; ვაზი ნაყოფს მისცემს მათ,+ მიწა — მოსავალს და ცა — ნამს. მივცემ ამ ხალხის დარჩენილ ნაწილს ამ ყოველივეს.+ 13  იუდა და ისრაელო, უწინ ხომ ხალხები წყევლისას გახსენებდნენ,+ ახლა დაგიხსნით და კურთხევად გაქცევთ.+ ნუ შეგეშინდებათ,+ გამაგრდით!“+ 14  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „თქვენთვის უბედურების დატეხა მქონდა განზრახული, რადგან თქვენმა მამა-პაპამ განმარისხა, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და არც მინანია,+ 15  ახლა კი სიკეთის კეთება მაქვს განზრახული იერუსალიმისა და იუდასთვის.+ ნუ შეშინდებით!“+ 16  აი, რა უნდა გააკეთოთ: „სიმართლე ელაპარაკეთ ერთმანეთს,+ სამართალი აღასრულეთ თქვენს კარიბჭეებთან, რათა სიმართლემ და მშვიდობამ დაისადგუროს;+ 17  სიავეს ნუ განიზრახავთ გულში ერთმანეთის მიმართ+ და ცრუდ ნუ დაიფიცებთ,+ რადგან მძულს ეს ყოველივე“,+ — ამბობს იეჰოვა». 18  კვლავ მეუწყა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, სიტყვა: 19  «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მე-4,+ მე-5,+ მე-7+ და მე-10+ თვის მარხვა სასიხარულო, დაუვიწყარ მოვლენად, დღესასწაულად იქცევა იუდასთვის;+ ასე რომ, გიყვარდეთ სიმართლე და მშვიდობა“. 20  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მოვლენ ხალხები და მრავალი ქალაქის მკვიდრნი. 21  ერთი ქალაქის მკვიდრნი მეორე ქალაქის მკვიდრებთან მივლენ და ეტყვიან: მოდი წავიდეთ, გული მოვულბოთ იეჰოვას და ვემსახუროთო ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას, ჩვენ მივდივართო.+ 22  მრავალი ხალხი და ძლიერი ერები მოვლენ იერუსალიმში, რომ ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას, ემსახურონ+ და გული მოულბონ იეჰოვას“. 23  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „იმ დროს ყველა ენაზე მოლაპარაკე ხალხიდან ათი კაცი+ მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ,+ რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არისო ღმერთი“».+

სქოლიოები