იაკობის წერილი 2:1—26

  • მიკერძოება ცოდვაა (1—13).

    • სიყვარული — აღმატებული კანონი (8).

  • რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია (14—26).

    • „დემონებსაც სწამთ და კანკალებენ“ (19).

    • აბრაამს იეჰოვას მეგობარი ეწოდა (23).

2  ჩემო ძმებო, თუ მიკერძოებულნი ხართ, განა გწამთ ჩვენი დიდებული უფალი იესო ქრისტე?+  თუ თქვენთან კრებაში შემოდის ოქროსბეჭდებიანი, მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი და შემოდის ღარიბიც, ჭუჭყიანი ტანსაცმლით,  თქვენ კი მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილს პატივისცემით ეპყრობით და ეუბნებით, აი აქ, კარგ ადგილზე, დაბრძანდით, ღარიბს კი ეუბნებით, ფეხზე იდექი ან ჩემს ფეხსადგამთან დაჯექიო,+  ასე ხომ ერთმანეთს ფენებად ყოფთ+ და ისეთი მოსამართლეები გამოდიხართ, უსამართლო გადაწყვეტილებებს რომ იღებენ?!+  მომისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო! განა ქვეყნიერების თვალში ღარიბები არ ამოირჩია ღმერთმა, რომ ყოფილიყვნენ რწმენით მდიდრები+ და სამეფოს მემკვიდრეები, რომელსაც ის თავის მოყვარულებს დაჰპირდა?!+  თქვენ კი შეურაცხყოფთ ღარიბებს. განა მდიდრები არ გჩაგრავენ+ და მიგათრევენ სასამართლოებში?!  განა ისინი არ გმობენ იმ დიდებულ სახელს, რომლითაც იწოდებით?!  თუ აღმატებულ კანონს* ისე ასრულებთ, როგორც დაწერილია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“, კარგია,+  მაგრამ, თუ ისევ მიკერძოებულნი ხართ,+ სცოდავთ; კანონი გამხელთ დანაშაულში.+ 10  თუ მთელი კანონის დამცველი ერთ-ერთ მცნებას არღვევს, ყველაფერში დამნაშავე გამოდის.+ 11  მან, ვინც თქვა: „არ იმრუშო“,+ ისიც თქვა, რომ „არ მოკლა“,+ და, თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, კანონს არღვევ. 12  მაშ, ისე ილაპარაკეთ და მოიქეცით, როგორც იმ ხალხს შეჰფერის, რომელიც თავისუფალი ხალხის კანონით გასამართლდება.+ 13  ვინც გულმოწყალე არ არის, გულმოწყალების გარეშე გასამართლდება.+ გულმოწყალება იმარჯვებს გასამართლებაზე. 14  ჩემო ძმებო, თუ ვინმე ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ მის რწმენას საქმეები არ ახლავს, რა აზრი აქვს ასეთ რწმენას?+ განა იხსნის მას?!+ 15  თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, 16  რომელიმე თქვენგანი კი ეუბნება, აბა მშვიდობით, თავი არ მოიმშიო და არ შეიციოო, მაგრამ არაფრით ეხმარება, რა აზრი აქვს ამის თქმას?!+ 17  რწმენაც ასეა, თუ საქმეები არ ახლავს თან, მკვდარია.+ 18  ვიღაცამ შეიძლება გითხრათ: „შენ რწმენა გაქვს, მე კი — საქმეები. მაჩვენე შენი რწმენა საქმეების გარეშე, მე კი საქმეებით გაჩვენებ ჩემს რწმენას“. 19  ხომ გწამთ, რომ ღმერთი ერთია? კარგია. თუმცა ეს დემონებსაც სწამთ და კანკალებენ.+ 20  უგუნურნო, ნუთუ არ გესმით, რომ რწმენა საქმეების გარეშე ფუჭია?! 21  განა მამაჩვენი აბრაამი საქმეებით არ იქნა მიჩნეული მართლად, როცა თავის ძეს, ისაკს, სამსხვერპლოზე სწირავდა?!+ 22  როგორც ხედავთ, აბრაამის რწმენას თან ახლდა საქმეები და მისი რწმენა მისმა საქმეებმა სრულყო.+ 23  ამით შესრულდა დაწერილი: „აბრაამი ერწმუნა იეჰოვას* და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“,+ და მას იეჰოვას* მეგობარი ეწოდა.+ 24  როგორც ხედავთ, ადამიანი საქმეებით იქნება მართლად მიჩნეული და არა მხოლოდ რწმენით. 25  განა მეძავი რახაბიც საქმეებით არ იქნა მართლად მიჩნეული, როცა გულთბილად მიიღო მაცნეები და მერე სხვა გზით გაუშვა?!+ 26  ასე რომ, როგორც სხეულია მკვდარი სულის* გარეშე,+ ისე რწმენაა მკვდარი საქმეების გარეშე.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „სამეფო კანონს“.
ბერძნ. „პნევმა“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).