იგავები 1:1—33

  • იგავების მიზანი (1—7).

  • ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობის საშიშროება (8—19).

  • „სიბრძნე ქუჩაში გაიძახის“ (20—33).

1  ეს არის ისრაელის მეფის,+ დავითის ძის,+ სოლომონის, იგავები+  დასაბრძენებლად+ და დასარიგებლად*,რათა ჩასწვდე ბრძნულ გამონათქვამებს,   მიიღო დარიგება,+ რომლისგანაცაა გამჭრიახობა,სიმართლე,+ განსჯის უნარი+ და პატიოსნება*,   რათა გამოუცდელები წინდახედულები+ გახდნენ,ახალგაზრდებს კი ცოდნა და ჭკუა მიეცეთ.+   ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის;+გონიერი ბრძნული რჩევით იხელმძღვანელებს,+   რათა ჩასწვდეს იგავსა თუ თავსატეხს,ბრძენთა სიტყვებსა თუ გამოცანებს.+   იეჰოვას შიში ცოდნის სათავეა.+ მხოლოდ უგუნურებს სძულთ სიბრძნე და დარიგება.+   მოისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება+და დედაშენის რჩევას ნუ წაუყრუებ,+   რადგან მათი რჩევა-დარიგება მშვენიერი გვირგვინია შენს თავზე+და ლამაზი ყელსაბამი — შენს ყელზე.+ 10  შვილო, თუ ცოდვილები შენს შეცდენას შეეცდებიან, ნუ აჰყვები.+ 11  თუ გეტყვიან, წამო, ჩავუსაფრდეთ ვინმეს და სისხლი დავღვაროთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთ, 12  ცოცხლად ჩავყლაპოთ, როგორც სამარე* ყლაპავს,მთლიანად, როგორც საფლავი შთანთქავს, 13  ხელში ჩავიგდოთ მისი ძვირფასეულობა,ნაძარცვით ავივსოთ სახლები, 14  შემოგვიერთდი და მოპარული თანაბრად გავიყოთო, 15  შვილო, ნუ გაჰყვები მათ. მოარიდე ფეხი მათ სავალს.+ 16  ბოროტების ჩასადენად გარბიან;ერთი სული აქვთ, სისხლი დაღვარონ.+ 17  არავინ შლის ფრინველთა თვალწინ ბადეს. 18  ამიტომაც უსაფრდებიან მსხვერპლს სისხლის დასაღვრელად;უდარაჯდებიან მათ. 19  ასეთია მათი გზა, ვინც ქონებას უპატიოსნოდ იხვეჭს,მისი მომხვეჭნი ვერ იცოცხლებენ.+ 20  სიბრძნე+ ქუჩაში გაიძახის,+ მოედნებზე იმაღლებს ხმას.+ 21  ხალხმრავალი ქუჩების თავში გაიძახის, ქალაქის კარიბჭეებთან ამბობს:+ 22  „გამოუცდელებო, როდემდე უნდა იყოთ გამოუცდელნი?! დამცინავებო, როდემდე უნდა გსიამოვნებდეთ დაცინვა?! სულელებო, როდემდე უნდა გძულდეთ ცოდნა?!+ 23  მიიღეთ ჩემი შეგონება+ და გადმოვღვრი ჩემს სულს თქვენზე;მაშინ ჩასწვდებით ჩემს სიტყვებს.+ 24  მე გეძახდით, მაგრამ თქვენ არ მისმენდით;ხელს გიწვდიდით, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდით.+ 25  ჩემს რჩევებს მუდამ უგულებელყოფდითდა ჩემს შეგონებას არ იღებდით. 26  მეც გავიცინებ, როცა უბედურება დაგატყდებათ;დაგცინებთ, როცა შეგემთხვევათ ის, რისიც გეშინიათ,+ 27  როცა ქარიშხალივით დაგატყდებათ ის, რაც გაშინებთ,როცა გრიგალივით მოვარდება თქვენი უბედურება,როცა მწუხარებისა და გასაჭირის ჟამი დაგიდგებათ. 28  მაშინ დამიძახებენ, მაგრამ ხმას არ გავცემ.ძებნას დამიწყებენ, მაგრამ ვერ მიპოვიან,+ 29  რადგან ცოდნა შეიძულეს+და იეჰოვას შიში არ ინდომეს.+ 30  ყური არ ათხოვეს ჩემს რჩევასდა ჩემი შეგონება არად ჩააგდეს. 31  ამიტომ თავიანთი გზის ნაყოფს იგემებენ+და თავიანთივე რჩევებით ამოიყორავენ მუცელს. 32  გამოუცდელებს სიჯიუტე დაღუპავსდა სულელებს თვითკმაყოფილება მოსპობს. 33  მაგრამ ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს,+და უბედურების შიში არ შეაწუხებს“.+

სქოლიოები

„დარიგებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა აგრეთვე ნიშნავს „აღზრდას“, „დასჯას“, „შეგონებას“, „დარიგებას“.
სხვაგვარად — „სამართლიანობა“.
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).