იგავები 11:1—31
11 იეჰოვას სძულს მატყუარა სასწორი,ზუსტი საწონი კი მოსაწონია მისთვის.+
2 კადნიერს დამცირება არ ასცდება,+მოკრძალებული კი ბრძენია.+
3 მართალს თავისი სიმართლე* წაუძღვება,+ვერაგს კი თავისივე უკუღმართობა დაღუპავს.+
4 რისხვის დღეს სიმდიდრე კაცს ვერას არგებს,+სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.+
5 ერთგულს სიმართლე გზას მოუსწორებს,ბოროტს კი თავისივე ბოროტება დაღუპავს.+
6 მართალს სიმართლე გადაარჩენს,+ვერაგი კი თავისივე სურვილების მახეში გაებმება.+
7 როცა ბოროტი კვდება, მისი იმედი ქრება;მისი მოლოდინი არ მართლდება, რადგან საკუთარ ძალაზეა დაიმედებული.+
8 მართალი გასაჭირში არ დარჩება,მის ნაცვლად გასაჭირში ბოროტი ჩავარდება.+
9 განდგომილი თავისი ბაგით ღუპავს მოძმეს,მართალს კი ცოდნა გადაარჩენს.+
10 მართალთა კარგი საქმეებით ქალაქი ხარობს,ბოროტთა დაღუპვას კი მხიარული შეძახილი მოჰყვება.+
11 მართალთა კურთხევით ქალაქი განდიდებულია,+ბოროტთა ბაგე კი ანგრევს მას.+
12 უგუნური მოძმეს აბუჩად იგდებს, გამჭრიახი კაცი კი დუმს.+
13 ცილისმწამებელი დადის და საიდუმლოს ამხელს,+სანდო კაცი კი ინახავს.
14 ბრძნული რჩევის გარეშე ხალხი იღუპება,მრჩეველთა სიმრავლეს კი ხსნა მოაქვს.+
15 ვინც უცხოს თავდებად დაუდგება, ხიფათს გადაეყრება,+ხოლო ვინც ხელის ჩამორთმევას არ ჩქარობს, უსაფრთხოდ იქნება.
16 სათნო ქალი დიდებას იხვეჭს,+სასტიკი კაცი კი — სიმდიდრეს.
17 კეთილი* კაცი თავის თავს რგებს,+სასტიკი კი — ვნებს.+
18 ბოროტს თავისი გასამრჯელო არ შეერგება,+სიმართლის მთესველი კი ჯილდოვდება.+
19 ვინც სიმართლეს ეჭიდება, სიცოცხლის გზას მიუყვება,+ხოლო ვინც ბოროტებისკენ ისწრაფვის, სიკვდილის გზას ადგას.
20 მზაკვარი გულის კაცი სძულს იეჰოვას,+უმწიკვლოდ* მავალს კი იწონებს იგი.+
21 იცოდე: ბოროტი დაუსჯელი არ დარჩება,+მართლის შთამომავალი კი გადარჩება.
22 რაღა ოქროს რგოლი ღორის დინგზედა რაღა ლამაზი, მაგრამ უჭკუო ქალი.
23 მართლის სურვილი სიკეთეს მოიტანს,+ბოროტის ჩანაფიქრი კი — რისხვას.
24 ვინც ხელგაშლილია, მეტი მიეცემა,+ხოლო ვინც სიკეთეს უკავებს სხვას, გაღარიბდება.+
25 ხელგაშლილს არაფერი მოაკლდება;+ვინც სხვას არწყულებს, თავადაც დარწყულდება.+
26 ვინც მარცვლეულს არ მიჰყიდის სხვას, ხალხი დასწყევლის მას,ხოლო ვინც მიჰყიდის, ხალხი დალოცავს მას.
27 ვინც სხვისთვის სიკეთის გაკეთებას ცდილობს, კეთილგანწყობას მოიპოვებს,+ხოლო ვინც ბოროტებას იზრახავს, ბოროტება ეწევა.+
28 სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა,+მართალი კი ფოთოლხშირი ხესავით იქნება.+
29 ვინც თავის ოჯახს აუბედურებს, არაფერი შერჩება;+უგუნური ბრძენის მსახური იქნება.
30 მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა;+ვინც ხალხს* იძენს, ბრძენია.+
31 თუკი დედამიწაზე მართალს მიეზღვება საზღაური,მით უმეტეს — ბოროტსა და ცოდვილს!+
სქოლიოები
^ იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „სულებს“; ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).