იგავები 13:1—25

  • „ვინც რჩევას ეძებს, ბრძენია“ (10).

  • „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“ (12).

  • ერთგული დესპანი მკურნალივითაა (17).

  • „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (20).

  • დარიგება სიყვარულის მაჩვენებელია (24).

13  ბრძენი შვილი ისმენს მამის დარიგებას,+ამპარტავანი კი არ იღებს შეგონებას.+   კაცი თავისი ბაგის ნაყოფით სიკეთეს მოიმკის,+ვერაგებს კი გული ძალადობისკენ მიუწევთ.   ვინც თავის ბაგეს დარაჯობს, საკუთარ სიცოცხლეს იცავს,+ხოლო ვინც არ ალაგმავს თავის ენას, დაიღუპება.+   ზარმაცს უნდა, მაგრამ არა აქვს,+მუყაითს კი ყველაფერი უხვად აქვს.+   მართალს სძულს სიცრუე,+ბოროტი კი თავისი საქციელით თავს ირცხვენს და სახელს იტეხს.   უმწიკვლოდ* მავალს სიმართლე იცავს,+ცოდვილს კი ბოროტების ჩადენა დასცემს.   ზოგს თავი მდიდრად მოაქვს, მაგრამ არაფერი აბადია;+ზოგი კი თავს უქონლად ასაღებს, მაგრამ დიდი სიმდიდრის პატრონია.   მდიდარი სიმდიდრით სიცოცხლეს გამოისყიდის,+ხოლო ღარიბს დამუქრებითაც არავინ ემუქრება.+   მართალთა სინათლე კაშკაშებს,+ბოროტთა ლამპარი კი ჩაქრება.+ 10  კადნიერება დავას იწვევს,+ვინც რჩევას ეძებს*, ბრძენია.+ 11  ერთბაშად მოპოვებული სიმდიდრე განიავდება,+ხოლო ვინც ნელ-ნელა აგროვებს, უფრო და უფრო მეტი სიმდიდრე ექნება. 12  ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს,+ასრულებული საწადელი კი სიცოცხლის ხეა.+ 13  დარიგების უგულებელმყოფელს სასჯელი არ ასცდება,+კანონის მოშიში კი დაჯილდოვდება.+ 14  ბრძენის მოძღვრება სიცოცხლის წყაროა+და სიკვდილის მახისგან დაიხსნის კაცს. 15  გამჭრიახნი კეთილგანწყობას მოიპოვებენ,ვერაგთა გზა კი ტკივილითაა სავსე. 16  წინდახედული ცოდნით იმოქმედებს,+უგუნური კი თავის სისულელეს გამოამჟღავნებს.+ 17  ბოროტი მაცნე ხიფათს გადაეყრება,+ერთგული დესპანი კი მკურნალივითაა.+ 18  ვინც დარიგებას ყურად არ იღებს, გაღარიბდება და დამცირდება,ხოლო ვინც შეგონებას მიიღებს, განდიდდება.+ 19  საწადელის ასრულება სიხარულის მომგვრელია,+უგუნურს კი ბოროტი გზიდან მობრუნება არ უნდა.+ 20  ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება,+უგუნურებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება.+ 21  ცოდვილებს უბედურება არ მოსცილდებათ,+მართლებს კი კეთილდღეობა არ მოაკლდებათ.+ 22  კარგი კაცი შვილიშვილებსაც კი დაუტოვებს მემკვიდრეობას,ცოდვილთა სიმდიდრე კი მართლებს დარჩებათ.+ 23  ღარიბს მოხნული მიწა უხვ მოსავალს მისცემს,უსამართლობის გამო კი შეიძლება დაიღუპოს ის. 24  ვისაც შვილი გასაჯოხად არ ემეტება, სძულს იგი,+ხოლო ვისაც უყვარს შვილი, მთელი გულით* არიგებს მას.+ 25  მართალი დანაყრდება,+ბოროტს კი კუჭი ცარიელი ექნება.+

სქოლიოები

სხვაგვარად — „მოთათბირე“.
ან შესაძლოა: „მყისვე“.