იგავები 15:1—33
15 მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს,+მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს.+
2 ბრძენის ენა ცოდნას სასიკეთოდ იყენებს,+სულელის პირი კი უგუნურებას აფრქვევს.
3 იეჰოვას თვალები ყველაფერს ხედავს;კეთილსაც აკვირდება და ბოროტსაც.+
4 მშვიდად მოლაპარაკე ენა სიცოცხლის ხეა,+უკუღმართი ლაპარაკი კი დამანგრეველია.
5 უგუნური არაფრად აგდებს მამის დარიგებას,+წინდახედული კი ყურად იღებს შეგონებას.+
6 მართლის სახლში დიდძალი განძია,ბოროტის მონახვეჭს კი მისთვის უბედურება მოაქვს.+
7 ბრძენის ბაგე სიბრძნეს აუწყებს,+სულელის გულს კი ეს არ შეუძლია.+
8 ბოროტთა მსხვერპლი სძულს იეჰოვას,+მართალთა ლოცვა კი სიამოვნებს.+
9 ბოროტის გზა ეზიზღება იეჰოვას,+მართალი კი უყვარს მას.+
10 სწორი გზიდან გადასულს სასჯელი მკაცრი ეჩვენება;+შეგონების მოძულე მოკვდება.+
11 იეჰოვას თვალთაგან სამარე* და ხრწნის ადგილი დაფარული არაა,+
ადამიანთა გულები ხომ — მით უმეტეს!+
12 დამცინავს არ უყვარს ის, ვინც შეაგონებს;+
ის ბრძენს არ დაეკითხება.+
13 გულის სიხარული სახეზეც აისახება,გულისტკივილი კი სულს ამწუხრებს.+
14 გონიერი ცოდნას ეძებს,+უგუნურის პირი კი სისულელით საზრდოობს.+
15 დაჩაგრულისთვის ყოველი დღე მწარეა,+გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს.+
16 ჯობია, ცოტა გქონდეს და იეჰოვასი გეშინოდეს,+ვიდრე დიდძალ სიმდიდრეს ფლობდე და სადარდებელი გქონდეს.+
17 ბოსტნეულის კერძი და სიყვარული სჯობია+ნასუქ ხარსა და სიძულვილს.+
18 ფიცხი კაცი შუღლს აღვივებს,+მშვიდი კაცი კი დავას აცხრობს.+
19 ზარმაცის გზა ეკლის ღობესავითაა,+ხოლო მართალთა ბილიკი მოსწორებულია.+
20 ბრძენი ვაჟი მამას ახარებს,+სულელი კი დედას აბუჩად იგდებს.+
21 უგუნურს უგუნურება ახარებს,+გამჭრიახი კი სწორი გზით მიდის.+
22 თათბირის* გარეშე გეგმები ჩაიშლება;სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა.+
23 კაცი ხარობს, როცა სწორ პასუხს იძლევა;+რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!+
24 გამჭრიახი სიცოცხლის ბილიკს მაღლა აჰყავს,+რათა სამარეში ჩასვლისგან დაიცვას იგი.+
25 იეჰოვა პატივმოყვარეთა სახლს დაამხობს,+ქვრივის მიჯნას კი დაიცავს.+
26 იეჰოვას ბოროტთა ზრახვები სძულს,+სასიამოვნო სიტყვები კი მოსაწონია მისთვის.+
27 ვინც ქონებას უპატიოსნო გზით იძენს, ოჯახს უბედურებას ატეხს,+ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.+
28 მართალი პასუხის გაცემამდე დაფიქრდება,+ბოროტის პირიდან კი სიავე იფრქვევა.
29 იეჰოვა შორსაა ბოროტისგან,მართლის ლოცვას კი ისმენს.+
30 მბრწყინავი თვალები გულს ახარებს;კარგი ამბავი ძვლებს ამაგრებს.+
31 სასიცოცხლო შეგონების მომსმენიბრძენთა შორის მკვიდრობს.+
32 ვინც დარიგებას ყურად არ იღებს, საკუთარ სიცოცხლეს არად აგდებს,+შეგონების მომსმენი კი გონიერებას იძენს.+
33 იეჰოვას შიში სიბრძნეს უნერგავს კაცს;+თავმდაბლობა წინ უძღვის დიდებას.+
სქოლიოები
^ ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სხვაგვარად — „გულახდილი საუბრის“.