იგავები 17:1—28

  • ნუ გადაუხდი სიკეთეს ბოროტებით (13).

  • „სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას“ (14).

  • „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები“ (17).

  • „მხიარული გული მკურნალივითაა“ (22).

  • „მცოდნე კაცი თავის სიტყვებს უკვირდება“ (27).

17  ხმელი პური და სიმშვიდე სჯობია+შესაწირავით სავსე სახლსა და დავას.+   გამჭრიახი მსახური თავისი ბატონის სამარცხვინოდ მოქმედ ძეზე იბატონებსდა მის ძმებთან ერთად მიიღებს წილს მემკვიდრეობიდან.   სადნობი ჭურჭელი ვერცხლისთვისაა, ქურა — ოქროსთვის,+იეჰოვა კი გულების შემმოწმებელია.+   ბოროტი კაცი საზიანო ლაპარაკს უგდებს ყურს,მზაკვარი — ბოროტ ენას.+   ღარიბის დამცინავი მის შემოქმედს შეურაცხყოფს,+და ვისაც სხვისი უბედურება ახარებს, დაუსჯელი არ დარჩება.+   მოხუცებულთა გვირგვინი შვილიშვილები არიანდა შვილების სიამაყე — მამები.   უგუნურისგან სიმართლის ლაპარაკს არ ელიან,+ დიდებულისგან სიცრუის ლაპარაკს ხომ — მით უმეტეს!+   ძღვენი ძვირფასი ქვასავით არის მისი მფლობელისთვის;+სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ხელი ემართება.+   ვინც სიყვარულს ესწრაფვის, ცოდვას პატიობს,+ხოლო ვინც რაიმეზე გაუთავებლად ლაპარაკობს,მეგობრებს ერთმანეთს აშორებს.+ 10  გონიერზე გაკიცხვა უფრო მოქმედებს,+ვიდრე სულელზე — ასი დარტყმა.+ 11  ბოროტი მხოლოდ ურჩობისკენ ისწრაფვის,მის დასასჯელად სასტიკი მაცნე გაიგზავნება.+ 12  ჯობია, ბელებწართმეულ დათვს გადაეყარო,ვიდრე სულელსა და მის უგუნურებას.+ 13  ვინც სხვას სიკეთეს ბოროტებით გადაუხდის,მის სახლს ბოროტება არ მოშორდება.+ 14  ჩხუბის დასაწყისი წყლის გადმოსკდომას ჰგავს;სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას.+ 15  სძულს იეჰოვას ის, ვინც ბოროტს ამართლებსდა ისიც, ვინც მართალს ბოროტად წარმოაჩენს.+ 16  რაში არგია სულელს, სიბრძნის შეძენის საშუალება რომ აქვს?!ჭკუა არა აქვს მის შესაძენად!+ 17  ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები;+ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა.+ 18  უგუნური სხვას თანხმობის ნიშნად ხელს ართმევსდა მოძმის თანდასწრებით თავდებად უდგება.+ 19  უთანხმოების მოყვარულს ცოდვა უყვარს.+ ვინც სახლს მაღალ ჭიშკარს უკეთებს, დასაღუპავად იმეტებს თავს.+ 20  მზაკვარი გულის კაცს ხელი არ მოემართება;+ცბიერად მოლაპარაკეს უბედურება ეწევა. 21  სულელი შვილი მამის დარდია;უგუნური შვილის მამა ვერ გაიხარებს.+ 22  მხიარული გული მკურნალივითაა,+მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.+ 23  ბოროტი ჩუმად იღებს ქრთამს,სამართალი რომ გაამრუდოს.+ 24  გამჭრიახს სიბრძნე თვალწინ აქვს,სულელი კი თვალებს დედამიწის კიდით კიდემდე აცეცებს.+ 25  სულელი ვაჟი მამის ჯავრიადა დედის ტკივილი.+ 26  არ არის კარგი მართლის დასჯა;პატივდებულის გაროზგვა უმართლობაა. 27  მცოდნე კაცი თავის სიტყვებს უკვირდება;+გამჭრიახი სიმშვიდეს ინარჩუნებს.+ 28  თუ დუმს, სულელიც კი ბრძენად ჩაითვლება,ხოლო პირმოკუმული — გამჭრიახად.

სქოლიოები