იგავები 22:1—29

  • „კარგი სახელი დიდძალ სიმდიდრეს სჯობია“ (1).

  • პატარაობიდანვე აღზრდილი შვილი მთელი ცხოვრება სწორი გზით ივლის (6).

  • „ზარმაცი ამბობს, გარეთ ლომიაო“ (13).

  • აღზრდა უგუნურებას გამოდევნის (15).

  • საქმის მცოდნე კაცი მეფეთა წინაშე წარდგება (29).

22  კარგი სახელი დიდძალ სიმდიდრეს სჯობია;+უმჯობესია, პატივს გცემდნენ, ვიდრე ოქრო-ვერცხლი გქონდეს.   მდიდარსა და ღარიბს საერთო ის აქვთ, რომ ორივეს შემოქმედი იეჰოვაა.+   წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება,გამოუცდელი კი ჯიქურ მიდის და სასჯელს იტეხს თავს.   თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშსსიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს.+   უკუღმართი კაცის გზაზე ეკლები და მახეებია,ვინც თავის სიცოცხლეს აფასებს, ახლოსაც არ ეკარება მას.+   ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს,+და ის სიბერეშიც კი არ გადავა ამ გზიდან.+   მდიდარი ღარიბებზე ბატონობს;მოვალე მევალის მონაა.+   უმართლობის მთესველი უბედურებას მოიმკის+და მისი რისხვის ჯოხი გადატყდება.+   ხელგაშლილი კურთხეული იქნება,რადგან ღარიბს თავის საჭმელს უნაწილებს.+ 10  გააძევე დამცინავიდა შეწყდება კამათი;დავა ჩაცხრება და შეურაცხყოფას ბოლო მოეღება. 11  სუფთა გულისა და მადლიანი სიტყვის პატრონსმეფე დაუმეგობრდება.+ 12  იეჰოვას თვალები ცოდნას მფარველობს,ვერაგთა სიტყვებს კი აქარწყლებს.+ 13  ზარმაცი ამბობს, გარეთ ლომია, შუა მოედანზე მომკლავსო!+ 14  გახრწნილი* ქალის პირი ღრმა ორმოა;+ იეჰოვას მიერ შერისხული შიგ ჩავარდება. 15  ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს;+აღზრდისას ჯოხით გამოდევნი მას.+ 16  ვინც სიმდიდრის მოსახვეჭად საწყლებს რაიმეს სძალავს+და ვინც მდიდრებს საჩუქრებს აძლევს,გაღარიბდება. 17  ყური დაუგდე ბრძენს და მოისმინე მისი საუბარი,+რათა მთელი გულით მიიღო ჩემგან ცოდნა;+ 18  სიამოვნებას მოგგვრის, თუ გაითავისებ მას;+არასოდეს მოსცილდეს ის შენს ბაგეს.+ 19  იეჰოვაზე რომ დაამყარო იმედი,ცოდნას გაძლევ დღეს. 20  ხომ მოგწერედა მოგეცი ცოდნა და რჩევა, 21  რომ დამენახვებინა ამ სიტყვების ჭეშმარიტება და სანდოობა,წასულიყავი და გემცნო ჭეშმარიტება შენი გამომგზავნელისთვის?! 22  ნუ გაძარცვავ ღარიბს იმის გამო, რომ ღარიბია;+ნუ დაჩაგრავ საწყალს კარიბჭესთან,+ 23  ვინაიდან თვით იეჰოვა დაიცავს მათ+და სიცოცხლეს მოუსწრაფებს მათ მძარცველებს. 24  ფიცხ კაცთან ნუ იმეგობრებ,ნუ დაიჭერ საქმეს მასთან, ვინც ადვილად რისხდება, 25  რათა მისი გზით არ დაიწყო სიარულიდა ეს მახედ არ გექცეს.+ 26  ნუ იქნები მათ შორის, ვინც შეთანხმების ნიშნად კაცს ხელს ართმევს,და სესხის აღებისას სხვას თავდებად უდგება.+ 27  თუ გადახდის თავი არ გექნება,წაგართმევენ საწოლს, რომელზეც წევხარ. 28  ნუ გადასწევ მიჯნას,რომელიც შენმა მამა-პაპამ დიდი ხნის წინათ დაადგინა.+ 29  გინახავს თავისი საქმის მცოდნე კაცი? მეფეთა წინაშე წარდგება იგი+და არა უბრალო ხალხის წინაშე!

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „უცხო“.