იგავები 27:1—27
27 ნუ იტრაბახებ ხვალინდელი დღით,რადგან არ იცი, რას მოგიტანს ის.+
2 სხვამ გაქოს და არა შენმა პირმა,უცხომ — და არა საკუთარმა ბაგემ.+
3 მძიმეა ქვა და ბევრს იწონის ქვიშა,მაგრამ სულელისგან გაღიზიანება ორივეზე მძიმეა.+
4 რისხვა სისასტიკეა, ბრაზი წამლეკავია,მაგრამ შურთან* ვერცერთი ვერ მოვა.+
5 ფარულ სიყვარულს აშკარა შეგონება სჯობია.+
6 მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია,+მტერი კი კოცნით აგავსებს*.
7 მაძღარი ფიჭიან თაფლზეც კი უარს ამბობს,ხოლო მშიერისთვის მწარეც კი ტკბილია.
8 სახლიდან გაქცეული კაციბუდიდან აფრენილი ჩიტივითაა.
9 ზეთი და საკმეველიც ახალისებს გულსდა გულწრფელი რჩევის მომცემი კარგი მეგობარიც.+
10 ნურც შენს მეგობარს დაივიწყებ და ნურც მამაშენის მეგობარს.გაჭირვების დროს ძმასთან ნუ წახვალ;მეზობელი შორს მცხოვრებ ძმას სჯობია.+
11 შვილო, ბრძნულად მოიქეცი და გული გამიხარე,+რათა პასუხი გავცე ჩემს დამცინავს.+
12 წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება,+გამოუცდელი კი ჯიქურ მიდის და სასჯელს იტეხს თავს.
13 აიღე მისი სამოსელი, ვინც უცხოს თავდებად დაუდგება;გირაო იმ შემთხვევაშიც გამოართვი მას, თუ თავდებად უცხოელ ქალს დაუდგება.+
14 თუ კაცი დილაადრიან ხმამაღლა დალოცავს თავის მოძმეს,ეს წყევლაში ჩაეთვლება.
15 რაღა მჟონავი სახურავი წვიმიან დღეს და რაღა ანჩხლი ცოლი;+
16 ვინც მას შეაკავებს, ქარსაც შეაკავებსდა მარჯვენა ხელით ზეთსაც დაიჭერს.
17 რკინა რკინით ილესება,კაცი კი კაცს ლესავს.+
18 ვინც ლეღვის ხეს უვლის, მის ნაყოფს შეჭამს;+ვინც თავისი ბატონის კეთილდღეობაზე ზრუნავს, პატივდებული იქნება.+
19 როგორც წყალი ირეკლავს სახეს,ისე ირეკლავს ერთის გული მეორისას.
20 სამარე* და ხრწნის ადგილი გაუმაძღარია;+ადამიანის თვალიც ვერ ძღება.
21 სადნობი ჭურჭელი ვერცხლისთვისაა, ქურა — ოქროსთვის,+ქება კი ადამიანის — გამოსაცდელად.
22 უგუნური ქვასანაყითაც რომ ნაყოდა დანაყილ ბურღულს დაამსგავსო,უგუნურება მაინც არ მოსცილდება.
23 კარგად უნდა იცნობდე შენს ფარას
და კარგად უნდა ზრუნავდე შენს ცხვარზე,+
24 რადგან სიმდიდრე არ არის მარადიული,+და არც გვირგვინი გადადის თაობიდან თაობაში უსასრულოდ.
25 ბალახი ხმება და ახალი ამოდის;მთაზე ბალახეულობა ითიბება.
26 ვერძები ტანსაცმლისთვისაა,ვაცები კი — მინდვრის საფასურისთვის.
27 საკმარისად გექნება თხის რძე საზრდოდ,შენი სახლეულობის გამოსაკვებად და შენი მოახლეების სარჩენად.
სქოლიოები
^ ან „ეჭვთან“.
^ ან შესაძლოა: „მტრის კოცნა არაგულწრფელია“, „მტრის კოცნა ნაძალადევია“.
^ ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).