იგავები 31:1—31

  • მეფე ლემუელის სიტყვები (1—31).

    • „ვინ იპოვის კარგ ცოლს?“ (10).

    • გამრჯე და მუყაითი ცოლი (17).

    • სიკეთის კანონია მის ენაზე (26).

    • ვაჟები და ქმარი აქებენ მას (28).

    • მომხიბვლელობა და სილამაზე წარმავალია (30).

31  მეფე ლემუელის სიტყვები — მნიშვნელოვანი ცნობა, დედამისის დარიგება:+   აი, რას გეტყვი, ჩემო შვილო,ჩემო მუცლის ნაყოფო,ჩემო აღთქმის ძეო:+   ნუ შეალევ ძალ-ღონეს ქალებს+და ნურც იმ გზით ივლი, მეფეებს რომ ღუპავს.+   არ შეჰფერით მეფეებს, ლემუელ,არ შეჰფერით მეფეებს ღვინის სმა;არც მმართველებს შეჰფერით იმის თქმა, სად არის მათრობელი სასმელიო.+   თორემ დალევენ და დაივიწყებენ იმას, რაც დადგენილია,და გაჭირვებულებს სამართალს არ გაუჩენენ.   დაალევინეთ მათრობელი სასმელი მომაკვდავთ+და ღვინო — სულგამწარებულთ.+   დალიონ და დაივიწყონ თავიანთი სიღარიბე,ნუღარ ემახსოვრებათ თავიანთი გასაჭირი.   გამოექომაგე, ვისაც თავის დაცვა არ შეუძლია;გამოესარჩლე, ვინც სიკვდილის პირასაა.+   გახსენი ბაგე და სამართლიანად განსაჯე;დაიცავი ღარიბები და საწყლები.+ א [ალეფ] 10  ვინ იპოვის კარგ ცოლს?+ მარჯანზე ბევრად ძვირფასია იგი. ב [ბეთ] 11  ქმარი მთელი გულით ენდობა მას;ქმარს არაფერი აკლია. ג [გიმელ] 12  იგი მთელი ცხოვრება ყოველივე კარგით აჯილდოებს ქმარს,ცუდს არაფერს უკეთებს. ד [დელეთ] 13  იძენს შალსა და სელს;გარჯა სიამოვნებას ჰგვრის.+ ה [ჰე] 14  სავაჭრო ხომალდივით+შორიდან მოაქვს საკვები. ו [ვავ] 15  ჯერ კიდევ ღამიანად დგება,ოჯახისთვის საჭმელს ამზადებსდა მოახლეებს თავ-თავიანთ ულუფას აძლევს.+ ז [ზაინ] 16  ათვალიერებს მინდორს და ყიდულობს;ვენახს იმით აშენებს, რაც თავისი ხელით მოუპოვებია. ח [ხეთ] 17  მზად არის მძიმე შრომისთვის+და მკლავებს იმაგრებს. ט [ტეთ] 18  ვაჭრობით სარგებელს ნახულობს;ღამით მისი ლამპარი არ ქრება. י [ჲოდ] 19  სართავი ჯარასკენ იწვდის ხელსდა თითისტარს იღებს.+ כ [ქაფ] 20  ხელს უწვდის დაჩაგრულსდა ღარიბს ხელს უმართავს.+ ל [ლამედ] 21  თოვლი არ აშინებს,რადგან მთელი სახლეულობა თბილი ტანსაცმლით ჰყავს შემოსილი. מ [მემ] 22  თავად ამზადებს ლოგინის გადასაფარებლებს. მისი სამოსი სელისა და შალისაა. נ [ნუნ] 23  მის ქმარს კარგად იცნობენ ქალაქის კარიბჭეებთან,+სადაც ის სხვა უხუცესებთან ერთად ზის. ס [სამეხ] 24  ის სელის ტანსაცმელს ამზადებს და ყიდის;ქამრებით ამარაგებს ვაჭრებს. ע [აინ] 25  ძალა და სიდიადე მოსავსდა მომავლის არ ეშინია. פ [ფე] 26  მის ბაგეზე სიბრძნეა+და მის ენაზე — სიკეთის* კანონი. צ [ცადე] 27  თვალყურს ადევნებს თავისი ოჯახის საქმიანობასდა სიზარმაცის პურს არ ჭამს.+ ק [კოფ] 28  ფეხზე დგებიან მისი ვაჟები და ეუბნებიან, ბედნიერი ხარო,დგება მისი ქმარი და აქებს მას: ר [რეშ] 29  „მრავალმა ქალმა გამოიჩინა სიმარჯვე,მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე“. ש [შინ] 30  მომხიბვლელობა მაცდურია, სილამაზე — წარმავალი,+იეჰოვას მოშიში ქალი კი ქებას დაიმსახურებს.+ ת [თავ] 31  დაუფასეთ მას შრომა;+მისმა საქმეებმა შეასხან მას ხოტბა ქალაქის კარიბჭეებთან.+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).