იგავები 5:1—23

  • მოერიდე უზნეო ქალებს (1—14).

  • გაიხარე შენს ცოლთან (15—23).

5  შვილო, დაუკვირდი ჩემს სიბრძნეს და ყურადღებით მომისმინე, რომ გაიგო, რა არის გამჭრიახობა,+   რომ გაუფრთხილდე ჭკუასდა ყოველთვის ჭეშმარიტება ილაპარაკო.+   გახრწნილი ქალის* ბაგე თაფლივით ტკბილია+და მისი ენა მაცდურია,+   მაგრამ ბოლოს იგი აბზინდასავით მწარდება+და ორლესული მახვილივით ბასრი ხდება.+   მისი ფეხი სიკვდილისკენ მიემართება და მისი ნაბიჯები სამარისკენ* მიდის.   არ ფიქრობს სიცოცხლის გზაზე, აქეთ-იქით დადის, გზა-კვალი აქვს არეული.   მაშ, მისმინეთ, შვილებო,და ნუ გადახვალთ ჩემს სიტყვას.   თავი შორს დაიჭირე მისგანდა მისი სახლის შესასვლელს+ ნუ გაეკარები,   სახელი რომ არ გაგიტყდეს+და სიმწარე არ მოიმკა,+ 10  უცხოს რომ არ შეალიო შენი ძალ-ღონე+და შენი ნაშრომი სხვის სახლში არ დარჩეს, 11  თორემ კვნესას მოჰყვები სიცოცხლის ბოლოს,როცა მთელი სხეული დაგიუძლურდება.+ 12  მაშინ იტყვი: „როგორ მძულდა დარიგება! როგორ ეზიზღებოდა ჩემს გულს შეგონება! 13  ჩემს მასწავლებლებს არ ვუსმენდიდა ჩემს აღმზრდელებს ყურს არ ვუგდებდი. 14  კინაღამ გავნადგურდი კრებულის თვალწინ“.+ 15  წყალი შენი ჭიდან და შენი წყაროდან სვი.+ 16  რატომ უნდა იდინოს შენმა წყაროს წყალმა გარეთ,შენი წყლის ნაკადებმა — მოედნებზე?!+ 17  მხოლოდ შენთვის გქონდეს,უცხოებს ნუ დაალევინებ.+ 18  კურთხეული იყოს შენი წყაროდა გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან,+ 19  საყვარელ ფურირემთან და მშვენიერ ნიამორთან.+ ყოველთვის მისი მკერდი გათრობდეს და მუდამ მისი სიყვარული გატყვევებდეს.+ 20  რატომ უნდა გხიბლავდეს, შვილო, გახრწნილი* ქალიდა რატომ უნდა ეხუტებოდე მკერდზე უზნეო* ქალს?!+ 21  კაცის გზები ხომ იეჰოვას თვალწინაადა ის აკვირდება მის ბილიკებს.+ 22  ბოროტს თავისივე დანაშაული გააბამს მახეშიდა თავისივე ცოდვის საბელებით შეიბოჭება.+ 23  მოკვდება, რადგან უკუაგდო დარიგება,გზა-კვალი აერევა, რადგან მეტისმეტად უგუნურად მოიქცა.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „უცხო“.
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „უცხო“.
სიტყვასიტყვით — „უცხოელ“.