იგავები 8:1—36
8 სიბრძნე ღაღადებს,
გამჭრიახობა ხმას იმაღლებს.+
2 იგი გზის გასწვრივ შემაღლებულ ადგილებზე+და გზების შესაყართანაა.
3 ქალაქის კარიბჭეებთანდა მის შესასვლელებთან იძახის:+
4 „თქვენ გიხმობთ, ხალხო,ხმას ვიმაღლებ, რომ ყველას გაგაგონოთ.
5 გამოუცდელებო, გაიგეთ, რა არის წინდახედულობა;+უგუნურებო, შეიძინეთ გონიერება!
6 მომისმინეთ! ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი,ჩემი ბაგე სიმართლეს ამბობს.
7 ჩემი პირი მშვიდად აუწყებს ჭეშმარიტებასდა ჩემს ბაგეებს სძულს ბოროტება.
8 რასაც ვამბობ, ყველაფერი სიმართლეა.
ჩემი სიტყვები სწორი და მართებულია.
9 ეს სიტყვები გასაგებია გამჭრიახთათვისდა მისაღებია ცოდნის შემძენთათვის.
10 ჩემი დარიგება ვერცხლს გერჩივნოთდა ცოდნა — ხალას ოქროს,+
11 ვინაიდან სიბრძნე მარჯანს სჯობია;მას ვერაფერი შეედრება.
12 მე, სიბრძნე, წინდახედულობასთან ერთად ვმკვიდრობ;მივაკვლიე ჭკუასა და ცოდნას.+
13 იეჰოვას მოშიშებს სძულთ ბოროტება.+
მძულს პატივმოყვარეობა, სიამაყე,+ სიავე და უკუღმართი ბაგე.+
14 ჩემს ხელთაა რჩევა, სიბრძნე,+გონიერება+ და ძალა.+
15 ჩემით მეფობენ მეფეებიდა ჩემით ადგენენ სამართალს მმართველები.+
16 ჩემით მართავენ მთავრებიდა ჩემით აღასრულებენ სამართალს დიდებულები.
17 მიყვარს ის, ვისაც ვუყვარვარ,და ვინც მეძებს, მპოულობს.+
18 ჩემთანაა სიმდიდრე და დიდება,მარადიული მემკვიდრეობა და სიმართლე.
19 ჩემი ნაყოფი ოქროზე, ხალას ოქროზეც კი უკეთესია;ჩემი ძღვენი საუკეთესო ვერცხლს სჯობია.+
20 სიმართლის ბილიკზე დავდივარ,სამართლიანობის გზას მივუყვები.
21 ჩემს მოყვარულებს მდიდარ მემკვიდრეობას ვაძლევდა ბეღლებს ვუვსებ.
22 იეჰოვამ თავდაპირველად მე შემქმნა*,+მის უძველეს საქმეთა შორის პირველი მე ვარ.+
23 უხსოვარი დროიდან ვარსებობ,+დასაწყისიდანვე, იმ დროიდან, ვიდრე დედამიწა შეიქმნებოდა.+
24 როცა გავჩნდი, არც ღრმა წყლები არსებობდა+და არც წყალუხვი წყაროები.
25 მაშინ დავიბადე, როცა მთებიდა გორები ჯერ არ იყო გაჩენილი,
26 როცა ჯერ არც დედამიწა იყო შექმნილი,არც მინდვრები და არც მიწის მტვერი.
27 მე იქ ვიყავი, როცა ცას ქმნიდა,+როცა წყალსა და ცას შორის ზღვარს ავლებდა,+
28 როცა მაღლა ღრუბლებს აფუძნებდადა ღრმა წყლებს ქმნიდა,
29 როცა ზღვას წესს უდგენდა,რათა წყალი მის ბრძანებას დამორჩილებოდა,+როცა დედამიწას საფუძველს უყრიდა.
30 მაშინ მე მის გვერდით ვიყავი როგორც ოსტატი.+
ყოველდღე ხარობდა ჩემით+და მეც მუდამ ვხარობდი მის წინაშე.+
31 შევხაროდი დედამიწას, კაცთა სამკვიდროს;კაცთა მოდგმა მახარებდა.
32 შვილებო, მომისმინეთ!ბედნიერნი არიან ჩემი გზებით მავალნი.
33 მოუსმინეთ დარიგებას+ და დაბრძენდით;ნურასოდეს წაუყრუებთ მას.
34 ბედნიერია, ვინც მისმენს,ვინც ყოველდღე ადრიანად მოდის ჩემს კართანდა ზღურბლთან მელოდება.
35 ვინც მე მიპოვის, სიცოცხლეს პოვებს+და იეჰოვას კეთილგანწყობას მიიღებს,
36 ხოლო ვინც არად ჩამაგდებს, თავის თავს ავნებს.ვისაც ვძულვარ, სიკვდილი უყვარს“.+
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „წარმომშვა“.