იგავები 9:1—18
9 სიბრძნემ სახლი აიშენადა შვიდი სვეტი აღმართა.
2 ხორცი მოამზადა,ღვინო შეაზავადა სუფრაც გაშალა.
3 გაგზავნა მოახლეები,რომ ქალაქის შემაღლებული ადგილებიდან დაეძახათ:+
4 „გამოუცდელებო, აქეთ გადმოუხვიეთ!“
მან უგუნურებს უთხრა:
5 „მოდით, ჭამეთ ჩემი პურიდა დალიეთ ჩემი შეზავებული ღვინო!
6 შეიძინეთ გამოცდილება და იცოცხლებთ;+მიჰყევით გონიერთა გზას“.+
7 ვინც დამცინავს შენიშვნას მისცემს, დამცირდება,+ვინც ბოროტს შეაგონებს, თავის თავს ავნებს.
8 ნუ შეაგონებ დამცინავს, თორემ შეგიძულებს;+
შეაგონე ბრძენი და შეგიყვარებს.+
9 დაარიგე ბრძენი და უფრო დაბრძენდება;+
ასწავლე მართალს და მეტი ეცოდინება.
10 იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა;+უწმინდესის+ შესახებ ცოდნა გონიერებას იძლევა.
11 მე გაგიმრავლებ დღეებს+და სიცოცხლის წლებს შეგმატებ.
12 თუ დაბრძენდები, შენ სასიკეთოდ დაბრძენდები;თუ დამცინავი იქნები, თავადვე დაზარალდები.
13 სულელი ქალი ხმაურიანია,+
უვიცია და არაფერი გაეგება.
14 დამჯდარა თავისი სახლის შესასვლელთან,ქალაქის შემაღლებულ ადგილზე,+
15 და ეძახის ამვლელ-ჩამვლელებს,თავიანთ გზაზე მიმავალთ:
16 „გამოუცდელებო, აქეთ გადმოუხვიეთ!“
უგუნურებს+ ეუბნება:
17 „მოპარული წყალი ტკბილიადა ჩუმად ნაჭამი პური — გემრიელი“.+
18 მაგრამ ის კი არ იციან, რომ მისი სახლი მკვდართა სამყოფელიადა რომ მისი სტუმრები სამარის* სიღრმეში განისვენებენ.+
სქოლიოები
^ ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).