იერემია 10:1—25
10 მოისმინეთ, ისრაელებო, იეჰოვას სიტყვა, რომელიც მან თქვენ გასაგონად წარმოთქვა.
2 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„ნუ გადმოიღებთ სხვა ხალხთა ჩვეულებებს;+ნუ შეგაშინებთ ციური ნიშნებიიმის გამო, რომ მათ ეშინიათ.+
3 ხალხთა წეს-ჩვეულებები არაფრის მომტანია.
ტყეში ჭრიან ხეს,რომელსაც ხელოსანი საჭრისით ამუშავებს.+
4 შემდეგ მას ოქრო-ვერცხლით ამკობენ,+ჩაქუჩით ლურსმნებს აჭედებენ, რომ არ წაიქცეს.+
5 კიტრის ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას ჰგვანან; ვერ ლაპარაკობენ.+სხვები დაატარებენ, რადგან თავად ნაბიჯსაც ვერ დგამენ.+
ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერც ზიანს მოგაყენებენდა ვერც სიკეთეს გაგიკეთებენ“.+
6 შენი სადარი არავინაა, იეჰოვა!+
დიდებული ხარ, დიდებული და ძლევამოსილია შენი სახელი!
7 ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეფეო!+ შენ იმსახურებ ამას!ხალხთა ბრძენკაცებს შორის და მათ სამეფოებშიარავინაა შენი სადარი!+
8 სხვა ყველა უგუნური და სულელია;+
ხემ როგორ უნდა დაგარიგოს?!+
9 თარშიშიდან+ ვერცხლის ფირფიტები ჩამოაქვთ, უფაზიდან კი — ოქრო,ხელოსნისა და მჭედლის ნახელავი;
მათი სამოსი ლურჯი ძაფისა და იისფერი მატყლის ძაფისგანაა დამზადებული.
ოსტატთა ნახელავია ყველა.
10 ღმერთი მხოლოდ იეჰოვაა!
ისაა ცოცხალი ღმერთი+ და მარადიული მეფე!+
მის რისხვაზე აზანზარდება დედამიწა,+მის წყრომას ვერ გაუძლებენ ერები.
11 გადაეცი მათ: „ღმერთები, რომელთაც ცა და დედამიწა არ შეუქმნიათ,აღიგვებიან მიწის პირიდან და ამოიძირკვებიან ცისქვეშეთიდან“*.+
12 მან თავისი ძალით შექმნა დედამიწა,სიბრძნით დააფუძნა ნაყოფიერი მიწა+და გონიერებით გადაჭიმა ცა.+
13 მისი ხმის გაგონებაზებობოქრობენ წყლები ზეცაში;+მას ღრუბლები ამოჰყავს დედამიწის კიდეებიდან,+
ელვას უხმობს საწვიმრადდა ქარი გამოჰყავს საცავებიდან.+
14 ყველანი უგუნურად იქცევიან, უცოდინარები არიან.
ყველა მჭედელი შერცხვება ქანდაკებების გამო,+რადგან ცრუა მათი ჩამოსხმული ქანდაკებები,სული არ უდგათ;+
15 უსარგებლონი არიან და დასაცინნი.+
როცა მათი განკითხვის დღე დადგება, განადგურდებიან.
16 იაკობის ღმერთი* კი ასეთი არ არის.მან შექმნა ყოველივე,ისრაელი მისი საკუთრება, მისი კვერთხია.+
ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი.+
17 აიღე მიწიდან შენი ბარგი,ალყაში მოქცეულო ქალო!
18 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„ახლა მოვისვრი ამ მიწიდან მის მკვიდრთ+და უბედურებას დავატეხ“.
19 ვაი ჩემს თავს, დაქცეული ვარ!+
მოუშუშებელია ჩემი ჭრილობა.
ვთქვი: „ნამდვილად ესაა ჩემი ავადმყოფობა, ჩემი ხვედრი.
20 გაცამტვერდა ჩემი კარავი, დაწყდა მისი თოკები;+
მიმატოვეს ჩემმა ვაჟებმა, აღარ არიან ჩემთან.+
აღარავინაა კარვის გამშლელი, კარვის ქსოვილების გამჭიმავი.
21 სულელურად მოქმედებდნენ მწყემსები,+არაფერს ეკითხებოდნენ იეჰოვას;+
ამიტომაც იქცეოდნენ უგუნურადდა ამიტომაც დაეფანტათ სამწყსო“.+
22 ისმინეთ ცნობა!
დიდი გრუხუნი მოდის ჩრდილოეთიდან,+რომ გააპარტახოს იუდას ქალაქები და ტურების ბუნაგად აქციოს.+
23 ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა;
კაცს საკუთარი ცხოვრების წარმართვა არ შეუძლია.+
24 გამომასწორე, იეჰოვა, შენი სამართლითდა არა რისხვით,+ არარაობად რომ არ ვიქცე.+
25 გადმოღვარე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არაფრად გაგდებენ,+და ერებზე, რომლებიც შენს სახელს არ უხმობენ.
მათ შთანთქეს იაკობი,+შთანთქეს და შემუსრეს;+
გააპარტახეს მისი სამკვიდრო.+