იერემია 14:1—22

  • გვალვა, შიმშილი და მახვილი (1—12).

  • ცრუწინასწარმეტყველთა განაჩენი (13—18).

  • იერემია აღიარებს თავისი ხალხის ცოდვებს (19—22).

14  ეუწყა იერემიას იეჰოვას სიტყვა გვალვის შესახებ:+  გლოვობს იუდა,+ დაეცა მისი კარიბჭეები, მწუხარებისგან პირქვე დაემხვნენ;მოთქვამს იერუსალიმი.   ბატონები მსახურებს წყალზე გზავნიან. ისინიც მიდიან აუზებთან, მაგრამ იქ წყალი არ ხვდებათ, ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან. შერცხვენილნი და იმედგაცრუებულნი არიან,თავშებურულნი დადიან.   დამსკდარია მიწადა წვიმა არ მოდის ქვეყანაში,+ამიტომ შეშფოთებულნი არიან მიწათმოქმედნი და თავებს იბურავენ.   ფურირემიც კი ტოვებს თავის ნაშიერს,რადგან აღარ არის ბალახი.   გარეული ვირები გახრიოკებულ გორებზე დგანან და ტურებივით ხარბად ისუნთქავენ ჰაერს,თვალები დაბინდვიათ, რადგან ვერ ბალახობენ.+   ჩვენი დანაშაული კი გვამხელს,იეჰოვა, მაგრამ შენი სახელის გულისთვის იმოქმედე.+ სულ მუდამ გღალატობთ,+ გცოდავთ!   ისრაელის იმედო და მხსნელო+ გასაჭირის დროს,რატომ დაემსგავსე უცხოელს,ღამის გასათევად გაჩერებულ მგზავრს?   რატომ დაემსგავსე გაოგნებულ კაცს,ძლიერ კაცს, რომელსაც შველა არ შეუძლია? შენ ხომ ჩვენ შორის ხარ, იეჰოვა,+და შენი სახელით ვიწოდებით!+ ნუ მიგვატოვებ! 10  აი, რას ამბობს იეჰოვა ამ ხალხზე: „უყვართ ხეტიალი,+ ერთ ადგილზე არ ჩერდებიან;+ ამიტომაც არ მოსწონს იეჰოვას ისინი.+ არ დაივიწყებს მათ დანაშაულს და პასუხს მოსთხოვს“.+ 11  შემდეგ იეჰოვამ მითხრა: „არ ილოცო ამ ხალხის საკეთილდღეოდ!+ 12  როცა მარხულობენ, არ ვისმენ მათ მუდარას+ და, როცა მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი და მარცვლეული შესაწირავი მოაქვთ, არ მსიამოვნებს;+ მახვილით, შიმშილითა და ჭირით მოვუღებ ბოლოს“.+ 13  მე მივუგე: „უზენაესო უფალო, იეჰოვა! წინასწარმეტყველები ეუბნებიან, არ იხილავთ მახვილს, არ იშიმშილებთ, და ნამდვილ მშვიდობას ამ ადგილზე ღმერთი მოგცემთო“.+ 14  მაშინ იეჰოვამ მითხრა: «წინასწარმეტყველები ჩემი სახელით სიცრუეს წინასწარმეტყველებენ;+ მე არ გამომიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია და არც დავლაპარაკებივარ.+ ცრუ ხილვებს, მკითხაობას და თავიანთი მზაკვარი გულის ზრახვებს წინასწარმეტყველებას არქმევენ.+ 15  ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა: „წინასწარმეტყველებს, რომლებიც ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ, თუმცა მე არ გამიგზავნია, და რომლებიც ამბობენ, არც მახვილი იქნება ამ მიწაზე და არც შიმშილიო, მახვილითა და შიმშილით მოეღებათ ბოლო.+ 16  ის ხალხი კი, რომელსაც უწინასწარმეტყველებენ, შიმშილითა და მახვილით გაწყდება და იერუსალიმის ქუჩებში ეყრება; არავინ დამარხავს მათ,+ მათ ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს. თავს დავატეხ უბედურებას, რასაც იმსახურებენ კიდეც“.+ 17  უთხარი მათ:„დღე და ღამე ვიტირებ და თვალზე ცრემლი არ შემაშრება,+შემუსრული და განადგურებულია ჩემი ხალხის ასული,+მძიმეა მისი ჭრილობა. 18  მინდორში რომ გავდივარ,მახვილით დახოცილებს ვხედავ!+ ქალაქში რომ შევდივარ,შიმშილით დასნეულებულებს ვხედავ!+ წინასწარმეტყველიცა და მღვდელიც უცხო ქვეყნისკენ მიეხეტებიან“».+ 19  ნუთუ საბოლოოდ უარყავი იუდა?! ნუთუ შეიძულე სიონი?!+ რატომ დაგვკარი ისე, რომ ვეღარ ვიკურნებით?!+ მშვიდობის იმედი გვქონდა, მაგრამ უბედურება გვეწია;განკურნებას ველოდით, მაგრამ თავზარი დაგვეცა!+ 20  ვაღიარებთ, იეჰოვა, ჩვენს ბოროტებასდა ჩვენი მამა-პაპის დანაშაულს, შეგცოდეთ.+ 21  ზურგს ნუ შეგვაქცევ შენი სახელის გულისთვის,+ნუ მოიძულებ შენს დიდებულ ტახტს. გახსოვდეს ჩვენთან დადებული შეთანხმება, ნუ დაარღვევ მას.+ 22  რომელი ერის უსარგებლო კერპი იძლევა წვიმას?!განა ცა თავისით იძლევა შხაპუნა წვიმას?! განა შენ არ აკეთებ ამას, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო?!+ შენი იმედი გვაქვს,რადგან მხოლოდ შენა ხარ ამ ყოველივეს მბოძებელი.

სქოლიოები