იერემია 15:1—21

  • იეჰოვა არ შეცვლის თავის განაჩენს (1—9).

  • იერემიას საწუხარი (10).

  • იეჰოვას პასუხი (11—14).

  • იერემიას ლოცვა (15—18).

    • ღვთის სიტყვის ჭამით განცდილი სიამოვნება (16).

  • იერემიას იეჰოვა აძლიერებს (19—21).

15  იეჰოვამ მითხრა: «მოსეც და სამუელიც რომ დამიდგნენ წინ,+ მაინც არ შევიწყალებ ამ ხალხს. გამშორდნენ, წავიდნენ!  თუ გკითხავენ, სად წავიდეთო, უპასუხე, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „სასიკვდილო ჭირისთვის განწირულნი —სასიკვდილო ჭირისკენ! მახვილისთვის განწირულნი — მახვილისკენ!+ შიმშილისთვის განწირულნი — შიმშილისკენ! ტყვეობისთვის განწირულნი — ტყვეობისკენ!“+  ოთხ უბედურებას მოვუვლენ,+ — ამბობს იეჰოვა, — მახვილს — დასახოცად, ძაღლებს — წასათრევად, ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს — დასაჯიჯგნად და გასანადგურებლად.+  მათ დანახვაზე დედამიწის ყველა სამეფოს თავზარი დაეცემა+ იმის გამო, რაც იუდას მეფე მენაშემ, ხიზკიას ძემ, იერუსალიმში ჩაიდინა.+   ვინ შეგიბრალებს, იერუსალიმო?ვინ თანაგიგრძნობსდა ვინ გაჩერდება შენ მოსაკითხად?   მიმატოვე, — ამბობს იეჰოვა,+ — ზურგი მაქციე*.+ შენკენ გამოვიწვდი ხელს და მოგსპობ.+ დავიღალე შენი შებრალებით.   ფიწლით გავანიავებ მათ ამ ქვეყნის ქალაქებში; შვილებს დავუხოცავ;+ გავანადგურებ ჩემს ხალხს,რადგან არ უნდათ თავიანთი გზიდან მობრუნება.+   ზღვის ქვიშაზე მრავალრიცხოვანნი გახდებიან მათი ქვრივები. ამაოხრებელს მოვუვლენ შუადღისით დედებსაც და ჭაბუკებსაც. უეცრად შიშის ზარს დავცემ მათ და შფოთს ავუტეხ.   დაუძლურებულია შვიდი შვილის მშობელი დედა,სულს ღაფავს. ჯერ კიდევ დღისით ჩაესვენა მისი მზე;შერცხვენილი და დამდაბლებულია იგი. მათგან გადარჩენილებსმტერს მახვილით გავანადგურებინებ“, — ამბობს იეჰოვა».+ 10  ვაიმე, დედაჩემო, რომ გამაჩინე,+კაცი, რომელიც მთელ დედამიწას ეკამათება და ედავება. არც არაფერი გამისესხებია და არც არაფერი მისესხია,მაგრამ ყველანი მე მწყევლიან. 11  იეჰოვა ამბობს: „მე დაგეხმარები.მტერთან გამოგესარჩლები უბედურების დროს,ძნელბედობის ჟამს. 12  განა შეძლებს ვინმე რკინის,ჩრდილოეთის რკინის, და სპილენძის დამტვრევას?! 13  შენს დოვლათსა და განძს უსასყიდლოდ წავაღებინებ,მთელ შენს მიწაზე ჩადენილი ცოდვების გამო ყველაფერს დავატაცებინებ.+ 14  შენს მტრებს გავატანდა შენთვის უცნობ ქვეყანაში წაიღებენ.+ ჩემი რისხვის ცეცხლი ანთია,თქვენ წინააღმდეგაა აგიზგიზებული“.+ 15  შენ იცი, იეჰოვა, ჩემი გასაჭირი,გამიხსენე და მომხედე. შური იძიე ჩემს მდევნელებზე.+ ნუ დამღუპავ იმის გამო, რომ ადვილად არ რისხდები; მე ხომ შენ გამო ვიტან ამ შეურაცხყოფას?!+ 16  მოვიდა ჩემამდე შენი სიტყვა და შევჭამე;+შენმა სიტყვამ გამამხიარულა და გამახარა,რადგან შენი სახელით ვიწოდები, იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო! 17  ლაზღანდარებს შორის არ ვზივარ და არ ვერთობი.+ შენი მითითებით რომ ვმოქმედებ, მარტო ვზივარ,რადგან რისხვით ამავსე.+ 18  რატომ არ მიყუჩდება ტკივილი და რატომ არ მიშუშდება ჭრილობა? უკურნებელია ჩემი ჭრილობა. ნუთუ მატყუარა წყაროდ უნდა მექცე,წყაროდ, რომელსაც ვერ დაენდობი?! 19  ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა: „თუ დამიბრუნდები, მიგიღებ,და ჩემ წინაშე დადგები. თუ გამოაცალკევებ ძვირფასს უფასურისგან,ჩემი ბაგე გახდები. ისინი დაგიბრუნდებიან შენ,მაგრამ შენ არ დაუბრუნდები მათ. 20  სპილენძის გალავნად გაქცევ.+ შეგებრძოლება ეს ხალხი,მაგრამ ვერ გძლევს,+რადგან შენთანა ვარ, რომ გიხსნა და გადაგარჩინო, — ამბობს იეჰოვა. — 21  დაგიხსნი ბოროტთა ხელიდან დაულმობელთა ხელიდან გამოგისყიდი“.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „უკან დაიხიე“.