იერემია 20:1—18

  • ფაშხურმა დაარტყა იერემიას (1—6).

  • იერემია ვერ ანებებს თავს ქადაგებას (7—13).

    • ღვთის ცნობა აგიზგიზებული ცეცხლივითაა (9).

    • იეჰოვა, შიშის მომგვრელი მეომარი (11).

  • იერემიას საწუხარი (14—18).

20  როცა იერემია ამ ყოველივეს წინასწარმეტყველებდა, მღვდელი ფაშხური, იმერის ძე, იეჰოვას ტაძრის მთავარი გამგებელი, უსმენდა მას.  დაარტყა ფაშხურმა წინასწარმეტყველ იერემიას და დაადო მას ხუნდები,+ რომლებიც იეჰოვას ტაძარში, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან იყო.  მეორე დღეს ფაშხურმა იერემიას ხუნდები მოხსნა. იერემიამ მას უთხრა: «აღარ გიწოდებს იეჰოვა ფაშხურს*, არამედ — მაგორ-მისაბიბს*.+  აი, რას ამბობს იეჰოვა: „შენი თავის შემხედვარეს შენც თავზარი დაგეცემა და შენს მეგობრებსაც; შენ თვალწინ მოუღებს მათ ბოლოს მტრის მახვილი.+ მთელ იუდას ბაბილონის მეფის ხელში ჩავაგდებ; ის მათ ბაბილონში გადაასახლებს და მახვილით დახოცავს.+  ამ ქალაქის მთელ სიმდიდრეს, დოვლათს, ძვირფასეულობასა და იუდას მეფეების მთელ განძეულობას მტრებს ჩავუგდებ ხელში.+ დაიტაცებენ ისინი ამ ყველაფერს და ბაბილონში წაიღებენ.+  ფაშხურ, შენ და შენს სახლეულობას კი ტყვედ წაგასხამენ; ჩახვალ ბაბილონში, იქ მოკვდები და დაიმარხები შენს მეგობრებთან ერთად, რადგან სიცრუე უწინასწარმეტყველე მათ“».+   შენ მომატყუე, იეჰოვა, და მოტყუებული დავრჩი. შენი ძალით დამიპირისპირდი და მძლიე.+ მთელი დღე სასაცილოდ მიგდებენ,ყველა მე დამცინის.+   ლაპარაკს ვიწყებ თუ არა, ვყვირი და ვაცხადებ,ძალადობა და განადგურებაა-მეთქი. იეჰოვას სიტყვის გამო მთელი დღე შეურაცხმყოფენ და მასხრად მიგდებენ.+   ვთქვი, აღარ ვახსენებ მასდა მისი სახელით აღარ ვილაპარაკებ-მეთქი,+ მაგრამ ის ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში;დავიღალე მისი დაოკებით,ვეღარ მოვითმინე.+ 10  ბოროტი ხმები მომივიდა;შიშმა მომიცვა.+ „ბრალი დასდეთ მას, ბრალი დასდეთ!“ თითქოს ყველა მშვიდობას მისურვებდა,არადა, ერთი სული ჰქონდათ, როდის დავეცემოდი,+ იქნებ რამე სისულელე ჩაიდინოს,მერე ვძლევთ და შურს ვიძიებთ მასზეო. 11  მაგრამ იეჰოვა იყო ჩემთან, როგორც შიშის მომგვრელი მეომარი.+ ამიტომ წაბორძიკდებიან ჩემი მდევნელები და ვერ მძლევენ.+ დიდად შერცხვებიან, რადგან ხელი არ მოემართებათ; არავის დაავიწყდება მათი დამცირება.+ 12  შენ კი, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, ამოწმებ მართლებს;გულთამხილავი* ხარ.+ ნეტავ მანახა, როგორ იძიებ შურს მათზე,+ჩემი საქმე შენთვის მომინდვია!+ 13  უმღერეთ იეჰოვას! ხოტბა შეასხით იეჰოვას! მან დაიხსნა ღარიბი ბოროტმოქმედთა ხელიდან! 14  წყეული იყოს ჩემი გაჩენის დღე! არ ეღირსოს კურთხევა იმ დღეს, როცა დედაჩემმა გამაჩინა!+ 15  წყეული იყოს ის კაცი, რომელმაც მამაჩემს ახარა, ვაჟი, ვაჟი შეგეძინაო, და გაახარა იგი. 16  დაე დაემსგავსოს ის კაცი იმ ქალაქებს, რომლებიც იეჰოვამ დაამხო და არ უნანია. ესმოდეს მას ყვირილი დილით და განგაში — შუადღისას. 17  რატომ საშვილოსნოშივე არ მომკლა,ჩემს საფლავად რომ ქცეულიყო დედაჩემი,მისი საშვილოსნო კი — მარად ორსულად?!+ 18  იმიტომ გამოვედი საშვილოსნოდან,რომ ტანჯვა და მწუხარება მეხილადა ჩემი დღეები სირცხვილში გამელია?!+

სქოლიოები

ნიშნავს: „რაც შენ ირგვლივ დარჩა“.
ნიშნავს „შიშს ირგვლივ“.
სიტყვასიტყვით — „ხედავ თირკმელებსა და გულს“.