იერემია 21:1—14

  • იეჰოვა არ უსრულებს ციდკიას თხოვნას (1—7).

  • ხალხმა ან სიცოცხლე უნდა აირჩიოს, ან სიკვდილი (8—14).

21  იეჰოვას სიტყვა იერემიას მაშინ ეუწყა, როცა მეფე ციდკიამ+ მასთან ფაშხური,+ მალქიას ძე, და მღვდელი ცეფანია,+ მაასეიას ძე, გაგზავნა და შეუთვალა:  „დაეკითხე იეჰოვას, რადგან გვეომება ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი.+ იქნებ ადრინდელივით მოიმოქმედოს ჩვენთვის იეჰოვამ საოცარი საქმეები და გაგვეცალოს ნაბუქოდონოსორი“.+  იერემიამ მიუგო: «ციდკიას გადაეცით,  ასე ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „თქვენვე შემოგიტრიალებთ იმ საომარ იარაღს, რომელიც ხელში გიჭირავთ და რომლითაც ებრძვით ბაბილონის+ მეფესა და ქალდეველებს, რომლებსაც თქვენი გალავანი ალყაში აქვთ მოქცეული. ქალაქის შუაგულში შევაგროვებ მათ.  მე თვითონ შეგებრძოლებით+ გაწვდილი ხელითა და ძლიერი მკლავით, რისხვით, მრისხანებითა და დიდი გულისწყრომით.+  დავკრავ ამ ქალაქის მკვიდრთ, კაცსაც და პირუტყვსაც. დიდი ჭირით დაიხოცებიან.+  ამის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა, — იუდას მეფე ციდკიას, მის მსახურებს, ხალხსა და მათ, ვინც ქალაქში ჭირს, მახვილსა და შიმშილს გადაურჩება, ჩავყრი ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, ხელში, მტრებისა და მათ ხელში, რომელნიც მათ დახოცვას ლამობენ.+ ის დაჰკრავს მათ მახვილს; არ შეიბრალებს, არც თანაუგრძნობს და არც შეიწყალებს“.+  ამ ხალხს კი უთხარი, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „აირჩიეთ ან სიცოცხლე, ან სიკვდილი.  ვინც ქალაქში დარჩება, მახვილით, შიმშილითა და ჭირით დაიხოცება, ხოლო ვინც გავა და ქალდეველებს ჩაჰბარდება, რომელთაც ალყაში ჰყავხართ მოქცეული, იცოცხლებს; ნადავლად სიცოცხლე დარჩებათ.+ 10  ზურგი ვაქციე ამ ქალაქს; უბედურებას დავაწევ და არა სიკეთეს,+ — ამბობს იეჰოვა. — ხელში ჩაიგდებს მას ბაბილონის მეფე+ და ცეცხლს მისცემს მას“.+ 11  ისმინეთ იუდას მეფის სახლეულობის გასაგონად წარმოთქმული იეჰოვას სიტყვა! 12  დავითის სახლეულობავ, აი, რას ამბობს იეჰოვა: „ყოველ დილით აღასრულეთ სამართალიდა გამომძალველის ხელიდან იხსენით გაძარცული,+რათა თქვენი ბოროტი საქმეების გამოცეცხლივით არ აგიზგიზდეს ჩემი რისხვა,+რომელსაც ვერავინ ჩააქრობს.+ 13  აი, შეგებრძოლები, ველის მკვიდრო,ვაკის კლდეო, — ამბობს იეჰოვა. — თქვენ, ვინც ამბობთ, ვინ შეგვებრძოლებაო, ვინ შემოიჭრებაო ჩვენს სამყოფელში. 14  პასუხს მოგკითხავთთქვენი საქმეებისამებრ,+ — ამბობს იეჰოვა. — ცეცხლს მივცემ თქვენს ტყეს და შთანთქავს ის ყველაფერს თქვენ გარშემო“».+

სქოლიოები