იერემია 22:1—30

  • ბოროტი მეფეებისთვის გამოტანილი განაჩენი (1—30).

    • შალუმისთვის გამოტანილი განაჩენი (10—12).

    • იეჰოიაკიმისთვის გამოტანილი განაჩენი (13—23).

    • ქონიასთვის გამოტანილი განაჩენი (24—30).

22  აი, რას ამბობს იეჰოვა: «წადი იუდას მეფის სასახლეში და იქ წარმოთქვი ეს სიტყვა;  გადაეცი დავითის ტახტზე მჯდომ იუდას მეფეს, მოისმინე იეჰოვას სიტყვა შენს მსახურებთან და შენს ხალხთან ერთად, რომლებიც ამ კარიბჭეებში შემოდიან-თქო.  აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „დადექით სამართლისა და სიმართლის მხარეს, გამომძალველის ხელიდან იხსენით გაძარცული; ცუდად ნუ მოექცევით თქვენ შორის მცხოვრებ უცხოელს, ნურაფერს დაუშავებთ ქვრივ-ობოლს+ და ნუ დაღვრით უდანაშაულო სისხლს ამ ადგილზე.+  თუ გულდასმით შეასრულებთ ამ სიტყვას, მაშინ ამ სასახლის კარიბჭეებში შემოვლენ დავითის ტახტზე მსხდომი მეფეები,+ ეტლებსა და ცხენებზე ამხედრებულნი, თავიანთ მსახურებთან და თავიანთ ხალხთან ერთად.+  მაგრამ, თუ არ შეასრულებთ ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვფიცავ, — ამბობს იეჰოვა, — გაპარტახდება ეს სასახლე“.+  აი, რას ამბობს იეჰოვა იუდას მეფის სასახლეზე:„გალაადივით ხარ ჩემთვის,ლიბანის მწვერვალივით, მაგრამ უდაბნოდ გაქცევ;ყველა შენი ქალაქი გაუკაცრიელდება.+   მოგივლენ ამაოხრებლებს,თითოეულს თავისი იარაღით;+ გაგიჩეხენ საუკეთესო კედრებსდა ცეცხლს მისცემენ.+  მრავალი ერი ჩაუვლის ამ ქალაქს და ერთმანეთს ჰკითხავს, რატომ მოექცაო იეჰოვა ასე ამ დიდ ქალაქს?+  ისინი უპასუხებენ, იმიტომ, რომ არ დაიცვეს თავიანთი ღვთის, იეჰოვას, შეთანხმება, სხვა ღმერთების წინაშე პირქვე ემხობოდნენ და მათ ემსახურებოდნენო“.+ 10  ნუ იგლოვებთ მკვდარს,ნუ დაიტირებთ მას; გადასახლებული იგლოვეთ,რადგან აღარასოდეს დაბრუნდება შინ და ვეღარ იხილავს სამშობლოს. 11  აი, რას ამბობს იეჰოვა იუდას მეფე შალუმზე*,+ იოშიას ძეზე, რომელიც მამამისის, იოშიას+ ნაცვლად მეფობს და გადასახლებაშია: „ის ვეღარასოდეს დაბრუნდება. 12  იქ მოკვდება, სადაც გადაასახლეს, და ვეღარასოდეს იხილავს ამ მიწას“.+ 13  „ვაი მას, ვინც უსამართლოდ იშენებს სახლსდა ზედა ოთახებს,ვინც მუქთად ამუშავებს თავის მოძმესდა გასამრჯელოს არ უხდის,+ 14  ვინც ამბობს, დიდ სახლს ავიშენებგანიერი ზედა ოთახებით. სარკმლებს გავუკეთებ,კედრით მოვაპირკეთებ და წითლად შევღებავო. 15  კედრით რომ მოგაქვს თავი, გგონია, კვლავ იმეფებ?! მამაშენიც კი ჭამდა და სვამდა,მაგრამ სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა!+ამიტომაც ემართებოდა ხელი. 16  ის ესარჩლებოდა საწყალსა და ღარიბს სასამართლოშიდა ემართებოდა კიდეც ხელი. განა ეს იმის დასტური არაა, რომ მიცნობდა?! — ამბობს იეჰოვა. — 17  შენ კი თვალი და გული უპატიოსნო შემოსავლისკენდა უდანაშაულო სისხლის ღვრისკენ მიგიწევს;დღემუდამ იმას ლამობ, ვინმეს რამე გამოსტყუო და გამოსძალო“. 18  ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა იუდას მეფე იეჰოიაკიმზე,+ იოშიას ძეზე:„არ იგლოვებენ მას, ვაი, ჩემო ძმაო, ვაი, ჩემო დაოო! არ იგლოვებენ მას, ვაი, ბატონო, ვაი მის სიდიადესო! 19  ვირივით დაიმარხება ის,+წაათრევენ და გადააგდებენიერუსალიმის კარიბჭეთა გარეთ“.+ 20  „ადი ლიბანზე და იყვირე,აღიმაღლე ხმა ბაშანში!იყვირე აბარიმიდან,+რადგან შეიმუსრნენ შენი ვნებიანი საყვარლები!+ 21  მაშინ დაგელაპარაკე, როცა თავს დაცულად გრძნობდი, შენ კი მითხარი, არ დაგემორჩილებიო.+ ახალგაზრდობიდან ასეთი იყავი,არ მემორჩილებოდი.+ 22  შენს მწყემსებს ქარი დამწყემსავს,+შენს ვნებიან საყვარლებს კი ტყვედ წაასხამენ; მაშინ შერცხვები და დამცირდები მთელი შენი უბედურების გამო. 23  ლიბანის+ მკვიდრო,კედრებში+ დაბუდებულო,ო, რა ოხვრას მოჰყვები, როცა ტკივილები დაგეწყება,ისეთი ტკივილები, როგორიც მშობიარე ქალს აქვს!“»+ 24  «ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს იეჰოვა, — ქონია*,+ იუდას მეფეო, იეჰოიაკიმის+ ძეო, ბეჭედიც* რომ ყოფილიყავი ჩემს მარჯვენაზე, მაინც წაგიძრობდი! 25  მათ ხელში ჩაგაგდებ, ვინც შენს მოკვლას ლამობს, ვისიც გეშინია, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისა და ქალდეველთა ხელში.+ 26  შენც და შენს მშობელ დედასაც იმ ქვეყანაში მოგისვრით, სადაც არ დაბადებულხართ; იქ დაიხოცებით. 27  ვერასოდეს დაბრუნდებიან იმ ქვეყანაში, საითაც გული მიუწევთ.+ 28  ნუთუ დამსხვრეული და უსარგებლო ქოთანია ეს კაცი, ქონია,არასასურველი ჭურჭელი?! რატომ არიან ის და მისი შთამომავლები გადაყრილნიდა მოსროლილნი უცხო ქვეყანაში?+ 29  დედამიწავ, დედამიწავ, დედამიწავ, ისმინე იეჰოვას სიტყვა! 30  აი, რას ამბობს იეჰოვა: „ჩაწერეთ ეს კაცი, როგორც უშვილო,კაცი, რომელსაც თავის სიცოცხლეში ხელი არ მოემართება.არც მისი შთამომავლებიდან მოემართება ვინმეს ხელი,დავითის ტახტზე რომ დაჯდეს და იმეფოს იუდაში“».+

სქოლიოები

იგივე იეჰოახაზი.
იგულისხმება საბეჭდავი ბეჭედი.
იგივე იეჰოიაქინი და იექონია.
სიტყვასიტყვით — „ცოცხალი ვარ“.