იერემია 23:1—40

  • კარგი და ცუდი მწყემსები (1—4).

  • მართალი ყლორტის მმართველობის დროს მშვიდობა დაისადგურებს (5—8).

  • ცრუწინასწარმეტყველთა განაჩენი (9—32).

  • იეჰოვას ტვირთი (33—40).

23  „ვაი მწყემსებს, რომლებიც სპობენ და ფანტავენ ჩემი საძოვრის ცხვარს!“ — ამბობს იეჰოვა.+  ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, იმ მწყემსებზე, რომლებიც ჩემს ხალხს მწყემსავენ: «თქვენ დაფანტეთ ჩემი ცხვარი, მიმოფანტეთ და უყურადღებოდ დატოვეთ.+ ამიტომ დაგსჯით თქვენი ბოროტი საქმეების გამო, — ამბობს იეჰოვა. —  მე თვითონ მოვუყრი თავს ჩემს დარჩენილ ცხვარს ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც გავფანტე ისინი.+ დავაბრუნებ მათ თავიანთ საძოვარზე,+ ინაყოფიერებენ და გამრავლდებიან.+  დავუყენებ მათ მწყემსებს, რომლებიც დამწყემსავენ მათ.+ აღარ შეეშინდებათ, აღარც თავზარი დაეცემათ და არცერთი მათგანი არ დაიკარგება, — ამბობს იეჰოვა. —  დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს.+ იმეფებს მეფე,+ გამჭრიახობას გამოიჩენს და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს დედამიწაზე.+  მის დროს გადარჩება იუდა+ და უსაფრთხოდ იცხოვრებს ისრაელი.+ აი სახელი, რომელიც მას დაერქმევა: „იეჰოვაა ჩვენი სიმართლე“.+  აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა აღარ იტყვიან, ვფიცავ ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, რომელმაც ისრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანაო,+  არამედ იტყვიან, ვფიცავ ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, რომელმაც ისრაელთა შთამომავლები ჩრდილოეთის მიწიდან და ყველა იმ მიწიდან გამოიყვანა, სადაც გაფანტული ჰყავდაო, და იცხოვრებენ თავიანთ მიწაზე».+  წინასწარმეტყველთა საყურადღებოდ: გულმოკლული ვარ. ძვლები შემეძრა. იეჰოვამ და მისმა წმინდა სიტყვებმა მთვრალ კაცს დამამსგავსა,ღვინომორეულ ვაჟკაცს. 10  ქვეყანა მრუშებით აივსო.+წყევლის გამო გლოვობს მიწა,+გადახმა უდაბნოს საძოვრები,+ ცუდ გზას ადგანან, ძალას ბოროტად იყენებენ. 11  „წინასწარმეტყველიც გაუწმინდურდა და მღვდელიც.+ ჩემს ტაძარშიც კი სჩადიან ბოროტებას,+ — ამბობს იეჰოვა. — 12  ამიტომ მათი სავალი მოლიპულ და ბნელ გზად იქცევა;+ხელს ჰკრავენ მათ და დაეცემიან. უბედურებას დავატეხიმ წელს, როცა პასუხს მოვთხოვ, — ამბობს იეჰოვა. — 13  სამარიის+ წინასწარმეტყველნი ამაზრზენად იქცევიან. ისინი ბაალის სახელით წინასწარმეტყველებენდა სწორი გზიდან გადაჰყავთ ჩემი ერი, ისრაელი. 14  საშინლად იქცევიან იერუსალიმის წინასწარმეტყველნი, მრუშობენ+ და სიცრუით დადიან;+ხელს უმართავენ ბოროტმოქმედებს,ზურგს არ აქცევენ ბოროტებას. სოდომელებივით იქცევიან+და გომორას მკვიდრთ ჰგვანან“.+ 15  ამიტომ აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ამ წინასწარმეტყველებზე: „აბზინდას ვაჭმევდა მოწამლულ წყალს დავალევინებ,+ რადგან იერუსალიმის წინასწარმეტყველებმამთელი ქვეყანა განდგომილებაში გახვიეს“. 16  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „არ მოუსმინოთ ამ წინასწარმეტყველთა სიტყვებს,რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ;+ ამაოდ გაიმედებენ. მათი ნაწინასწარმეტყველები ხილვები მათი გულიდან მოდის+ და არა იეჰოვას ბაგიდან.+ 17  ისინი კვლავ და კვლავ ეუბნებიან მათ, ვინც უპატივცემულოდ მეპყრობა,იეჰოვამ თქვა, მშვიდობა გექნებათო.+ ყველას, ვინც თავისი ჯიუტი გულის ზრახვებსაა აყოლილი, ეუბნებიან, უბედურება არ შეგემთხვევათო.+ 18  ვინ იყო იეჰოვასთან ახლოს მყოფთა შორის,რომ დაენახა და მოესმინა მისი სიტყვა?! ვინ დაუგდო ყური მის სიტყვას, რომ გაეგონა?! 19  გამძვინვარდება იეჰოვას ქარიშხალი,ქარბორბალასავით დატრიალდება ბოროტთა თავზე.+ 20  არ დაცხრება იეჰოვას რისხვა,ვიდრე არ შეასრულებს და არ აღასრულებს იმას, რაც განზრახული აქვს. უკანასკნელ დღეებში გაიგებთ ამას. 21  მე არ გამიგზავნია ეს წინასწარმეტყველები, ისინი თვითონ გაიქცნენ; არ მილაპარაკია მათთან, მათ კი წინასწარმეტყველება დაიწყეს.+ 22  ისინი მათ შორის რომ ყოფილიყვნენ, ვინც ახლოს არის ჩემთან,მაშინ გააგებინებდნენ ჩემს ხალხს ჩემს სიტყვებს, მოაბრუნებდნენ მათ ბოროტი გზიდანდა შეაწყვეტინებდნენ ბოროტების ჩადენას.+ 23  რა გგონიათ, მარტო ახლოს ვარ ღმერთი და შორს არა?! — ამბობს იეჰოვა. — 24  ვინმე დამემალება ისეთ ადგილას, მე რომ ვერ დავინახო?!+ — ამბობს იეჰოვა. — არც ზეცაში და არც დედამიწაზე არაფერი გამომეპარება!+ — ამბობს იეჰოვა. — 25  გავიგე, წინასწარმეტყველები ჩემი სახელით სიცრუეს რომ წინასწარმეტყველებენ და ამბობენ, სიზმარი ვნახეთ, სიზმარი ვნახეთო.+ 26  როდემდე უნდა ბუდობდეს მათ გულში იმის სურვილი, რომ სიცრუე იწინასწარმეტყველონ?! თავიანთი მზაკვარი გულის ზრახვებს წინასწარმეტყველებენ.+ 27  უნდათ, თავიანთი სიზმრებით, ერთმანეთს რომ უყვებიან, ჩემს ხალხს ჩემი სახელი დაავიწყონ, როგორც მათმა მამა-პაპამ დაივიწყა ჩემი სახელი ბაალის გამო.+ 28  მოჰყვეს წინასწარმეტყველი სიზმარს, ხოლო ის, ვისთანაც ჩემი სიტყვაა, ნუ დაამახინჯებს ჩემს სიტყვას. რა უნდა ნამჯას მარცვალთან?! — ამბობს იეჰოვა. 29  განა ცეცხლივით არაა ჩემი სიტყვა,+ — ამბობს იეჰოვა, — და უროსავით, კლდეს რომ ამტვრევს?!+ 30  ამიტომაც დავსჯი იმ წინასწარმეტყველებს, — ამბობს იეჰოვა, — სხვა წინასწარმეტყველებს რომ ჰპარავენ ჩემს სიტყვას.+ 31  დავსჯი იმ წინასწარმეტყველებს, — ამბობს იეჰოვა, — რომლებიც გაიძახიან, სიტყვა გვაქვსო მისგან!+ 32  დავსჯი ცრუ სიზმრების წინასწარმეტყველთ, — ამბობს იეჰოვა, — სიზმრებს რომ ჰყვებიან და ჩემი ხალხი თავიანთი სიცრუითა და კვეხნით სწორი გზიდან გადაჰყავთ.+ მე არ გამიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის. ამიტომ ვერ მოუტანენ ისინი სიკეთეს ამ ხალხს,+ — ამბობს იეჰოვა. 33  «როცა ეს ხალხი, წინასწარმეტყველი ან მღვდელი გკითხავს, რა არისო იეჰოვას ტვირთი*, მაშინ უპასუხე მათ: „თქვენა ხართ ტვირთი! ამიტომ მოგისვრით,+ — ამბობს იეჰოვა. — 34  იმ წინასწარმეტყველს, მღვდელს ან ხალხს, რომელიც ამბობს, ესაა იეჰოვას ტვირთიო, განვიკითხავ, მასაც და მის სახლეულობასაც. 35  თითოეული თქვენგანი თავის მოძმეს და თავის ძმას ეკითხება, რა თქვაო იეჰოვამ, რა გვიპასუხაო იეჰოვამ. 36  იეჰოვას ტვირთი მეტად აღარ ახსენოთ, რადგან ტვირთი თქვენივე სიტყვებია. თქვენ ცვლით ცოცხალი ღვთის, ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ჩვენი ღვთის, სიტყვებს“. 37  აი, რას ეტყვი წინასწარმეტყველს: „რა თქვა იეჰოვამ? რა გიპასუხა იეჰოვამ? 38  თუ კვლავ იტყვით, იეჰოვას ტვირთიო, მაშინ აი, რას ამბობს იეჰოვა: რადგან ამბობთ, ეს სიტყვა იეჰოვას ტვირთიაო, თუმცა შემოგითვალეთ, ნუ იტყვით, იეჰოვას ტვირთია-მეთქი, 39  თავიდან მოგიშორებთ თქვენც და იმ ქალაქსაც, რომელიც თქვენ და თქვენს მამა-პაპას მოგეცით. 40  სამუდამოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ, რაც არავის დაავიწყდება“».+

სქოლიოები

„ტვირთად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა „მასსა“ ნიშნავს როგორც „მძიმე ღვთიურ ცნობას“, ისე „მძიმე საგანს“.