იერემია 24:1—10

  • კარგი და ცუდი ლეღვი (1—10).

24  მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა+ იუდას მეფე იექონია,+ იეჰოიაკიმის ძე,+ იუდას მთავრები, ხელოსნები და მჭედლები*, იეჰოვამ ორი კალათა ლეღვი მიჩვენა იეჰოვას ტაძრის წინ.  ერთ კალათაში ძალიან კარგი ლეღვი იყო, საადრეო ლეღვს ჰგავდა, მეორე კალათაში კი — ძალიან ცუდი, იმდენად ცუდი, რომ პირს ვერ დააკარებდი.  შემდეგ იეჰოვამ მკითხა: „რას ხედავ, იერემია?“ მე მივუგე: „ძალიან კარგ ლეღვს და ძალიან ცუდ ლეღვს, იმდენად ცუდს, რომ პირს ვერ დააკარებ“.+  მაშინ იეჰოვამ მითხრა:  „აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: ამ კარგი ლეღვივით გამოვარჩევ და კეთილგანწყობით მოვექცევი იუდადან გადასახლებულებს, მათ, ვინც აქედან ქალდეველთა მიწაზე გავგზავნე.  თვალს დავიჭერ მათზე მათდა სასიკეთოდ და დავაბრუნებ ამ მიწაზე;+ ავაშენებ და არ დავანგრევ, დავრგავ და არ ამოვძირკვავ.+  მივცემ მათ ისეთ გულს, რომელსაც ენდომება, რომ გამიცნოს მე, იეჰოვა.+ ისინი ჩემი ხალხი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები,+ რადგან მთელი გულით დამიბრუნდებიან.+  იუდას მეფე ციდკიას,+ მის მთავრებს, გადარჩენილებს, იერუსალიმში დარჩენილებსა თუ ეგვიპტეში გაქცეულებს,+ კი ისე მოვექცევი, როგორც ცუდ ლეღვს, რომელიც იმდენად ცუდია, რომ პირს ვერ დააკარებ,+ — ამბობს იეჰოვა. —  მათი უბედურების დანახვაზე დედამიწის ყველა სამეფოს თავზარი დაეცემა;+ დაძრახავენ მათ, ანდაზას შეთხზავენ მათზე, დასცინებენ და წყევლაში ახსენებენ+ ყველგან, სადაც გავფანტავ.+ 10  მოვუვლენ მათ მახვილს,+ შიმშილსა და ჭირს,+ სანამ ბოლო არ მოეღებათ იმ მიწაზე, რომელიც მათ და მათ მამა-პაპას მივეცი“.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ბურჯთა მშენებლები“.