იერემია 28:1—17

  • იერემია ცრუწინასწარმეტყველ ხანანიას უპირისპირდება (1—17).

28  იმავე წელს, იუდას მეფე ციდკიას+ მეფობის დასაწყისში, მე-4 წლის მე-5 თვეს, გაბაონელმა+ წინასწარმეტყველმა ხანანიამ, აზურის ძემ, იეჰოვას ტაძარში მღვდლებისა და მთელი ხალხის თანდასწრებით მითხრა,  აი, რას ამბობსო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დავამტვრევ ბაბილონის მეფის უღელს+  და ორ წელიწადში ამ ადგილზე დავაბრუნებ იეჰოვას ტაძრის ყველა იმ ნივთს, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ამ ადგილიდან ბაბილონში წაიღო“.+  „ამ ადგილზე დავაბრუნებ იუდას მეფე იექონიას,+ იეჰოიაკიმის ძეს,+ და ყველას, ვინც იუდადან ბაბილონშია გადასახლებული,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან დავამტვრევ ბაბილონის მეფის უღელს“.  იერემია წინასწარმეტყველი ხანანია წინასწარმეტყველს იეჰოვას ტაძარში შეკრებილი მღვდლებისა და მთელი ხალხის თანდასწრებით დაელაპარაკა.  იერემია წინასწარმეტყველმა თქვა: „ამინ! დაე იმოქმედოს იეჰოვამ! დაე შეასრულოს იეჰოვამ ის, რაც იწინასწარმეტყველე, და დააბრუნოს ამ ადგილზე იეჰოვას ტაძრის ნივთები და ყველა, ვინც ბაბილონშია გადასახლებული!  მაგრამ მოისმინე ის, რასაც შენ გასაგონად და მთელი ამ ხალხის გასაგონად ვიტყვი.  ჩემზე და შენზე ადრე მცხოვრები წინასწარმეტყველები ძველ დროშიც უწინასწარმეტყველებდნენ მრავალ ქვეყანასა და ძლევამოსილ სამეფოებს ომს, უბედურებასა და ჭირს.  თუ წინასწარმეტყველი მშვიდობას იწინასწარმეტყველებს და მისი ნათქვამი შესრულდება, ცხადი გახდება, რომ ეს წინასწარმეტყველი იეჰოვას გამოუგზავნია“. 10  მაშინ მოხსნა ხანანია წინასწარმეტყველმა იერემია წინასწარმეტყველს კისრიდან უღელი და დაამტვრია.+ 11  შემდეგ ხანანიამ მთელი ხალხის თანდასწრებით თქვა, აი, რას ამბობსო იეჰოვა: „ასევე მოვხსნი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის უღელს ყველა ხალხს კისრიდან ორ წელიწადში და დავამტვრევ“.+ ამის შემდეგ იერემია წინასწარმეტყველი წავიდა. 12  მას შემდეგ, რაც ხანანია წინასწარმეტყველმა იერემია წინასწარმეტყველს კისრიდან უღელი მოხსნა და დაამტვრია, ეუწყა იერემიას იეჰოვას სიტყვა: 13  «წადი და უთხარი ხანანიას, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „ხის უღელი კი დაამტვრიე,+ მაგრამ მის ნაცვლად რკინის უღლის გაკეთება მოგიწევს“. 14  ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ამბობს: „რკინის უღელს დავადგამ ყველა ამ ხალხს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს რომ დაემორჩილონ; მას უნდა დაემორჩილონ.+ მინდვრის მხეცებიც კი მას დაემორჩილებიან“».+ 15  შემდეგ იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია+ წინასწარმეტყველს უთხრა: «მომისმინე, ხანანია! იეჰოვას გამოგზავნილი არა ხარ; შენ ამ ხალხს სიცრუით აიმედებ.+ 16  ამიტომ იეჰოვა ამბობს: „აღგგვი მიწის პირიდან. წელსვე მოკვდები, რადგან ხალხს იეჰოვასადმი ურჩობისკენ მოუწოდებდი“».+ 17  ხანანია წინასწარმეტყველი იმავე წლის მე-7 თვეს მოკვდა.

სქოლიოები