იერემია 3:1—25

  • ისრაელთა განდგომილება (1—5).

  • მეძაობაში დამნაშავე ისრაელი და იუდა (6—11).

  • მოწოდება მონანიებისკენ (12—25).

3  ამბობენ, თუ კაცი ცოლს გაუშვებს, ის კი წავა და სხვა კაცს გაჰყვება, ვეღარ დაიბრუნებს თავის ცოლსო. წაიბილწა ეს მიწა!+ «შენ ბევრთან მეძაობ+და მე უნდა დამიბრუნდე?! — ამბობს იეჰოვა. —   გახედე მოტიტვლებულ გორებს და ნახე, სად აღარ გიმეძავია. გზების პირას იჯექი საყვარლების მოლოდინში,როგორც უდაბნოში მოხეტიალე*. ბილწავ ქვეყანასმეძაობითა და ბოროტებით.+   შეწყდა შხაპუნა წვიმები,+აღარც გაზაფხულის წვიმა მოდის. მრუში ცოლივით უტიფრად იქცევი;არც კი გრცხვენია!+   ახლა კი მიხმობ და მეუბნები:„მამაჩემო, ჩემი ახალგაზრდობის მეგობარი ხარ!+   განა მუდამ განაწყენებული უნდა იყო?!სულ უნდა გახსოვდეს ჩემი ცოდვები?!“ ასე არ მეუბნებოდი?!მაგრამ მაინც სჩადიხარ ყოველგვარ ბოროტებას».+  იოშიას+ მეფობის დროს იეჰოვამ მითხრა: „ხედავ, როგორ იქცევა ორგული ისრაელი?! მიდის და მეძაობს ყველა მაღალ მთაზე და ყველა ფოთოლხშირი ხის ქვეშ.+  ყოველივე იმის შემდეგაც კი, რაც მან ჩაიდინა, ვეუბნებოდი, დამიბრუნდი-მეთქი,+ მაგრამ არ ბრუნდებოდა; იუდაც თავის ვერაგ დას შესცქეროდა.+  ეს რომ დავინახე, გავუშვი ორგული ისრაელი მრუშობის გამო+ და მივეცი გაყრის მოწმობა,+ მაგრამ მისი და, ვერაგი იუდა, არ შეშინებულა; წავიდა და თავადაც დაიწყო მეძაობა.+  სულ არ ადარდებდა, რომ მეძაობდა; ბილწავდა ქვეყანას და თაყვანს სცემდა ქვებსა და ხეებს*.+ 10  ამ ყოველივეს მიუხედავად, მისი ვერაგი და, იუდა, მთელი გულით კი არ დამიბრუნდა, მოსაჩვენებლად დამიბრუნდა, — ამბობს იეჰოვა“. 11  მაშინ იეჰოვამ მითხრა: «ორგული ისრაელი უფრო მართალი აღმოჩნდა, ვიდრე ვერაგი იუდა.+ 12  წადი და გამოუცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთს:+ „დამიბრუნდი, განდგომილო ისრაელო, — ამბობს იეჰოვა.+ — აღარ განგირისხდები,+ რადგან ერთგული ვარ, — ამბობს იეჰოვა. — სულ განაწყენებული არ ვიქნები; 13  ოღონდ აღიარე შენი დანაშაული, რადგან ეურჩებოდი შენს ღმერთს, იეჰოვას. უცხოებს დასდევდი ყველა ფოთოლხშირი ხის ქვეშ, მე კი არ მემორჩილებოდი, — ამბობს იეჰოვა. — 14  დამიბრუნდით, განდგომილებო, — ამბობს იეჰოვა, — რადგან მე გავხდი თქვენი ბატონი*; მე წაგიყვანთ, ერთს — ქალაქიდან, ორს კი — ტომიდან, და მიგიყვანთ სიონში.+ 15  დაგიყენებთ ჩემს მოსაწონ მწყემსებს,+ და ისინი ჩაგინერგავენ ცოდნასა და გამჭრიახობას. 16  მაშინ გამრავლდებით და ნაყოფს გამოიღებთ იმ მიწაზე, — ამბობს იეჰოვა.+ — მეტად აღარ იტყვიან, აი იეჰოვას შეთანხმების კიდობანიო! გულშიც აღარ გაივლებენ ამას, არც გაახსენდებათ, არც მოენატრებათ და აღარც სხვას გააკეთებენ. 17  მაშინ იერუსალიმს იეჰოვას ტახტს უწოდებენ+ და იქ, იერუსალიმში, იეჰოვას სახელის განსადიდებლად შეიკრიბება ყველა ხალხი.+ აღარ გაჯიუტდებიან და აღარ აჰყვებიან თავიანთი ბოროტი გულის ზრახვებს“». 18  იმ დროს იუდა და ისრაელი ერთად ივლიან.+ ისინი ერთად გამოვლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ჩავლენ იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამა-პაპას დავამკვიდრებინე.+ 19  ვიფიქრე, დავსვამ ჩემს ვაჟებს შორის და მივცემ-მეთქი სანუკვარ მიწას — უამრავ ხალხთა შორის მშვენიერ სამკვიდროს!+ ისიც ვიფიქრე, მამას დამიძახებს, გამომყვება და ზურგს აღარ შემაქცევს-მეთქი; 20  მაგრამ, როგორც ცოლი ტოვებს ქმარს ვერაგულად, შენც ასე ვერაგულად მიმატოვე, ისრაელო,+ — ამბობს იეჰოვა. 21  ხმა ისმის მოტიტვლებულ გორებზე,ისრაელთა ტირილი და ვედრება.გზა გაიმრუდეს,დაივიწყეს იეჰოვა, თავიანთი ღმერთი.+ 22  „დამიბრუნდით, განდგომილებო, მე განგკურნავთ თქვენი განდგომილებისგან“.+ „აი, აქა ვართ! შენთან მოვედით,რადგან, იეჰოვა, შენა ხარ ჩვენი ღმერთი.+ 23  თავს ვიტყუებდით, როცა გორებსა და მთებზე ვხმაურობდით;+ ისრაელის მხსნელი ნამდვილად ჩვენი ღმერთი, იეჰოვაა.+ 24  თუმცა ჩვენი ახალგაზრდობიდან სამარცხვინო კერპი ნთქავს ჩვენი მამა-პაპის ნაშრომს,+მათ ცხვარ-ძროხას,ვაჟებსა და ასულებს. 25  მოდი სირცხვილში დავწვეთდა დამცირება დავიხუროთ,რადგან ვცოდავთ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს,+ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა ახალგაზრდობიდან დღემდე+და არ ვემორჩილებით იეჰოვას, ჩვენს ღმერთს“.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „არაბი“.
სიტყვასიტყვით — „გარყვნილებას სჩადიოდა ქვებთან და ხეებთან“.
ან შესაძლოა: „ქმარი“.