იერემია 34:1—22

  • ციდკიასთვის გამოტანილი განაჩენი (1—7).

  • მონებისთვის მინიჭებული თავისუფლების შეთანხმების დარღვევა (8—22).

34  როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი, მთელი მისი ჯარი, დედამიწის ყველა სამეფო, რომლებზეც ის ბატონობდა, და ყველა ხალხი იერუსალიმსა და მის ირგვლივ მდებარე ქალაქებს ებრძოდა, ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას:+  «აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „წადი, დაელაპარაკე იუდას მეფე ციდკიას+ და უთხარი, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: ბაბილონის მეფის ხელში ჩავაგდებ ამ ქალაქს და ის გადაწვავს მას.+  თავს ვერ დააღწევ მას, რადგან დაგიჭერენ და მის ხელში ჩაგაგდებენ.+ საკუთარი თვალით იხილავ ბაბილონის მეფეს, პირისპირ დაელაპარაკები მას; ბაბილონში წაგიყვანენ.+  ისმინე იეჰოვას სიტყვა, იუდას მეფე ციდკია! აი, რას ამბობს შენზე იეჰოვა: არ მოკვდები მახვილით,  მშვიდად მოკვდები.+ როგორც შენს მამა-პაპას უკმევდნენ საკმეველს, შენამდე რომ მეფობდნენ, შენც ისევე გიკმევენ საკმეველს და დაგიტირებენ, ვაი, ჩვენო ბატონოო. მე ვამბობ ამას, — ამბობს იეჰოვა“».  გადასცა იერემია წინასწარმეტყველმა ეს სიტყვები იუდას მეფე ციდკიას იერუსალიმში,  როცა ბაბილონის მეფის ჯარი იერუსალიმსა და იუდას ქალაქებს,+ ლაქიშსა+ და აზეკას,+ ებრძოდა, რადგან იუდას ქალაქებს შორის ეს გამაგრებული ქალაქებიღა იყო აუღებელი.  ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიამ შეთანხმება დაუდო იერუსალიმში მყოფ მთელ ხალხს, რომ თავისუფლებას გამოუცხადებდა.+  თითოეულს უნდა გაეთავისუფლებინა თავისი ებრაელი მონაც და მხევალიც, რათა არცერთ ებრაელს მოძმე მონად არ ჰყოლოდა. 10  დაეთანხმა მას ყველა მთავარი და მთელი ხალხი, ვისაც მან შეთანხმება დაუდო, რომ თითოეული გაათავისუფლებდა თავის მონასაც და მხევალსაც და აღარ ეყოლებოდა ისინი დამონებული; დაეთანხმნენ და გაათავისუფლეს. 11  თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს და უკან დაიბრუნეს გათავისუფლებული მონებიც და მხევლებიც და კვლავ დაიმონეს. 12  ამიტომ ეუწყა იეჰოვასგან იერემიას იეჰოვას სიტყვა: 13  «აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „მე დავუდე შეთანხმება თქვენს მამა-პაპას+ იმ დღეს, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, სადაც მონები იყვნენ,+ და ვუთხარი: 14  შვიდი წლის თავზე თითოეულმა გაათავისუფლოს თავისი ებრაელი მოძმე, რომელიც მოგეყიდებათ და ექვსი წელი გემსახურებათ-მეთქი; გაათავისუფლეთ-მეთქი.+ მაგრამ თქვენმა მამა-პაპამ არ მომისმინა, ყურიც არ მათხოვა. 15  თქვენ კი მათგან განსხვავებით სწორად მოიქეცით ჩემს თვალში, როცა თითოეულმა თავისუფლება გამოუცხადეთ თქვენ-თქვენს მოძმეს და შეთანხმება დადეთ ჩემ წინაშე ტაძარში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება. 16  მაგრამ მერე გადაიფიქრეთ, შებღალეთ ჩემი სახელი+ და უკან დაიბრუნეთ მონებიც და მხევლებიც, რომლებიც გაათავისუფლეთ მათი სურვილისამებრ, და ისევ დაიმონეთ“. 17  ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა: „თქვენ არ დამემორჩილეთ და არ გამოუცხადეთ თავისუფლება თქვენს მოძმეთ.+ მე გამოგიცხადებთ თავისუფლებას, — ამბობს იეჰოვა, — გადაგცემთ მახვილს, ჭირსა და შიმშილს.+ თქვენს დანახვაზე დედამიწის ყველა სამეფოს თავზარი დაეცემა.+ 18  აი, რა დაემართებათ მათ, ვინც დაარღვია ჩემი შეთანხმება და არ დაიცვა იმ შეთანხმების სიტყვები, რომელიც ხბოს ორად გაჭრისას და მის ნაჭრებს შორის გავლისას დადეს ჩემ წინაშე,+ 19  იუდასა და იერუსალიმის მთავრებს, კარისკაცებს, მღვდლებსა და ამ მიწაზე მცხოვრებ მთელ ხალხს, რომლებმაც ხბოს ნაჭრებს შორის გაიარეს: 20  ჩავყრი მათ მტრების ხელში, რომელნიც მათ დახოცვას ლამობენ. მათ გვამებს ცის ფრინველები და მიწის მხეცები შეჭამენ.+ 21  იუდას მეფე ციდკიასა და მის მთავრებს ჩავყრი მტრების ხელში, რომელნიც მათ დახოცვას ლამობენ, ბაბილონის მეფის+ ჯარის ხელში, რომელიც უკან იხევს.+ 22  მე გავცემ ბრძანებას, — ამბობს იეჰოვა, — და დავაბრუნებ მათ ამ ქალაქში; გაილაშქრებენ მის წინააღმდეგ, დაიპყრობენ და გადაწვავენ მას.+ გავაპარტახებ იუდას ქალაქებს და გავაუკაცრიელებ“».+

სქოლიოები