იერემია 37:1—21

  • ქალდეველები დროებით უკან იხევენ (1—10).

  • იერემიას აპატიმრებენ (11—16).

  • ციდკიასა და იერემიას შეხვედრა (17—21).

    • იერემიას პურს აძლევენ (21).

37  იეჰოიაკიმის ძის, ქონიას,+ ნაცვლად იუდას მიწაზე იოშიას ძე ციდკია+ გამეფდა; იგი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაამეფა.+  მეფე, მისი მსახურები და იმ მიწის მკვიდრნი არ ისმენდნენ წინასწარმეტყველ იერემიას პირით წარმოთქმულ იეჰოვას სიტყვებს.  გაგზავნა მეფე ციდკიამ იერემია წინასწარმეტყველთან შელემიას ძე იეჰუქალი+ და მღვდელ მაასეიას ძე ცეფანია+ და შეუთვალა: „გთხოვ, ლოცვით მიმართე ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, და შეავედრე ჩვენი თავი“.  მაშინ თავისუფლად დადიოდა იერემია, რადგან ჯერ არ ჰყავდათ საპყრობილეში ჩაგდებული.+  იმ დროს ფარაონის ჯარი ეგვიპტიდან გამოვიდა.+ როცა ქალდეველებმა, რომლებსაც იერუსალიმი ალყაში ჰყავდათ მოქცეული, ეს ამბავი გაიგეს, გაეცალნენ იერუსალიმს.+  ეუწყა იეჰოვა სიტყვა იერემია წინასწარმეტყველს:  «აი, რას გაბარებთ ისრაელის ღმერთი იეჰოვა იუდას მეფესთან, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ: „თქვენ დასახმარებლად გამოსულ ფარაონის ჯარს თავის მიწაზე, ეგვიპტეში, მოუწევს დაბრუნება.+  დაბრუნდებიან ქალდეველები, გამოილაშქრებენ ამ ქალაქზე, დაიპყრობენ მას და ცეცხლს მისცემენ“.+  აი, რას ამბობს იეჰოვა: „რომ ამბობთ, გაგვეცლებიან ქალდეველებიო, თავს იტყუებთ, არ გაგეცლებიან. 10  თქვენ წინააღმდეგ წამოსული ქალდეველების მთელი ჯარი მიწასთან რომ გაგესწორებინათ და მათ ჯარში მხოლოდ დაჭრილები დარჩენილიყვნენ, ისინი თავ-თავიანთ კარვებში წამოდგებოდნენ და გადაწვავდნენ ამ ქალაქს“».+ 11  როცა ქალდეველთა ჯარი ფარაონის ჯარის გამო იერუსალიმს გაეცალა,+ 12  იერემია იერუსალიმიდან თავისი წილის მისაღებად თავის ხალხთან ბენიამინის მიწაზე+ წავიდა. 13  როცა იერემია წინასწარმეტყველი ბენიამინის კარიბჭეს მიუახლოვდა, მცველთა ზედამხედველმა ირიამ, ხანანიას ძის, შელემიას ძემ, შეიპყრო იგი და უთხრა: „ქალდეველების მხარეზე გადადიხარ!“ 14  იერემიამ მიუგო: „ტყუილია! მე ქალდეველების მხარეზე არ გადავდივარ“. მაგრამ ირიამ იერემიას ყური არ ათხოვა; დააპატიმრა და მთავრებთან მიიყვანა. 15  მთავრები განურისხდნენ იერემიას,+ სცემეს და მწერალ იეჰონათანის სახლში გამოამწყვდიეს,+ რომელსაც საპყრობილედ იყენებდნენ. 16  ჩასვეს იერემია დილეგში, ერთ-ერთ საკანში, სადაც მრავალი დღე დაჰყო. 17  მეფე ციდკიამ იერემია თავის სასახლეში მოაყვანინა+ და მალულად დაჰკითხა: „არის რაიმე სიტყვა იეჰოვასგან?“ იერემიამ მიუგო: „არის!“, შემდეგ უთხრა: „ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები!“+ 18  იერემიამ მეფე ციდკიას ჰკითხა: „ისეთი რა შეგცოდეთ შენ, შენს მსახურებსა და ამ ხალხს, საპყრობილეში რომ ჩამაგდეთ?! 19  სად არიან თქვენი წინასწარმეტყველები, რომლებიც გიწინასწარმეტყველებდნენ, ბაბილონის მეფე არ გამოილაშქრებსო ამ მიწისა და თქვენ წინააღმდეგ?!+ 20  გთხოვ, მომისმინე, მეფე-ბატონო, შეისმინე ჩემი ვედრება და აღარ დამაბრუნო მწერალ იეჰონათანის სახლში,+ თორემ მოვკვდები იქ“.+ 21  მაშინ მეფე ციდკიამ ბრძანა, რომ იერემია მცველთა ეზოში+ გადაეყვანათ; მას ყოველდღიურად თითო მრგვალ პურს აძლევდნენ მცხობელთა ქუჩიდან,+ სანამ გამოილეოდა პურის მარაგი ქალაქში.+ ცხოვრობდა იერემია მცველთა ეზოში.

სქოლიოები