იერემია 40:1—16

  • ნებუზარადანი იერემიას ათავისუფლებს (1—6).

  • გედალიას დანიშვნა (7—12).

  • გედალიას წინააღმდეგ შეთქმულება (13—16).

40  ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას მას შემდეგ, რაც იგი მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა,+ რამიდან+ გაუშვა. იქ ჰყავდა იგი ბორკილდადებული იუდეველ და იერუსალიმელ ტყვეებთან ერთად, რომლებიც ბაბილონში უნდა გადაესახლებინათ.  წაიყვანა მცველთა უფროსმა იერემია და უთხრა: „იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, იწინასწარმეტყველა, რომ უბედურებას დაატეხდა ამ ადგილს,  და შეასრულა კიდეც იეჰოვამ, რაც ნათქვამი ჰქონდა, რადგან სცოდავდით იეჰოვას და არ ემორჩილებოდით მას; ამიტომაც დაგემართათ ეს.+  ახლა მოგხსნი ხელბორკილებს. თუ გინდა, გამომყევი ბაბილონში და ყურადღებას არ მოგაკლებ. მაგრამ, თუ ბაბილონში წამოსვლა არ გინდა, ნუ წამოხვალ. შენ წინაშეა მთელი მიწა! სადაც გინდა, იქ წადი“.+  იერემია ჯერ კიდევ ფიქრობდა, რა ექნა, როცა ნებუზარადანმა უთხრა: „დაბრუნდი გედალიასთან,+ შაფანის+ ძის ახიკამის+ ძესთან, რომელსაც ბაბილონის მეფემ იუდას ქალაქები ჩააბარა, მასთან იყავი, დანარჩენ ხალხთან ერთად; ან იქ წადი, სადაც მოისურვებ“. მისცა მას მცველთა უფროსმა საკვები, დაასაჩუქრა და გაუშვა.  იერემიაც ჩავიდა მიცფაში+ გედალიასთან, ახიკამის ძესთან, და ცხოვრობდა იმ მიწაზე დარჩენილ ხალხს შორის.  შეიტყვეს ველად მყოფმა ჯარის მეთაურებმა და მათმა ხალხმა, რომ ბაბილონის მეფემ მთელი მიწა გედალიას, ახიკამის ძეს, ჩააბარა და გაჭირვებული ხალხის — კაცების, ქალებისა და ბავშვების ზედამხედველად დანიშნა, რომლებიც ბაბილონში არ გადაუსახლებიათ.+  მივიდნენ გედალიასთან მიცფაში+ ნეთანიას ძე ისმაელი,+ იოხანანი და იონათანი,+ კარეახის ძეები, თანხუმეთის ძე სერაია, ნეტოფელი ეფაის ძეები და მააქათელი კაცის ძე იეზანია+ და მათი ხალხი.  გედალიამ, შაფანის ძის, ახიკამის, ძემ შეჰფიცა მათ და მათ ხალხს, და უთხრა: „ნუ შეგეშინდებათ ქალდეველების მსახურება, იცხოვრეთ ამ მიწაზე, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და ხელი მოგემართებათ!+ 10  მე აქ მიცფაში დავრჩები, რათა წარგადგინოთ ქალდეველთა წინაშე, რომლებიც ჩვენთან ჩამოვლენ. დააყენეთ ღვინო, შეაგროვეთ ზაფხულის ხილი, გამოწურეთ ზეთი, შეინახეთ ჭურჭლებში და იცხოვრეთ ქალაქებში, სადაც დასახლდით“.+ 11  მოაბში, ამონში, ედომსა და სხვა ქვეყნებში მყოფმა იუდეველებმა გაიგეს, რომ ბაბილონის მეფეს ხალხის ნაწილი იუდაში დაუტოვებია და მათ ზედამხედველად გედალია, შაფანის ძის, ახიკამის, ძე დაუნიშნავს. 12  ამიტომ გაფანტულმა იუდეველებმა ნელ-ნელა დაიწყეს დაბრუნება; მოდიოდნენ იუდას მიწაზე გედალიასთან, მიცფაში. აგროვებდნენ უამრავ ზაფხულის ხილს და დიდი რაოდენობით ღვინოს აყენებდნენ. 13  კარეახის ძე იოხანანი და ველად მყოფი ჯარის ყველა მეთაური მივიდნენ გედალიასთან მიცფაში 14  და უთხრეს მას: „არ იცი, რომ ბაალისმა, ამონელთა+ მეფემ, ნეთანიას ძე ისმაელი გამოგზავნა შენ მოსაკლავად?“+ არ დაუჯერა მათ გედალიამ, ახიკამის ძემ. 15  კარეახის ძემ, იოხანანმა, გედალიას ჩუმად უთხრა: „წავალ ახლა და მოვკლავ ისმაელს, ნეთანიას ძეს, და ვერავინ გაიგებს. რატომ უნდა მოგკლას, რატომ უნდა დაიფანტონ შენთან მყოფი იუდეველები და რატომ უნდა დაიღუპოს იუდას დარჩენილი ნაწილი?!“ 16  მაგრამ ახიკამის ძემ გედალიამ+ იოხანანს, კარეახის ძეს, მიუგო: „ნუ იზამ ამას; ტყუილია, რასაც ისმაელზე ამბობ“.

სქოლიოები