იერემია 45:1—5

  • ბარუქის საყურადღებოდ წარმოთქმული იეჰოვას ცნობა (1—5).

45  იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეფობის მე-4 წელს იერემია წინასწარმეტყველმა ბარუქს,+ ნერიას ძეს, როცა იგი წიგნში იერემიას ნაკარნახევს+ წერდა, უთხრა:  «ბარუქ, აი, რას ამბობს შენზე ისრაელის ღმერთი იეჰოვა:  „შენ ამბობ, ვაიმე, იეჰოვამ ტკივილზე ტკივილი დამიმატაო! ოხვრამ დამქანცა და ადგილს ვეღარ ვპოულობო“.  „უთხარი მას, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: რასაც ვაშენებ, თავადვე ვანგრევ და რასაც ვრგავ, თავადვე ვძირკვავ, მთელ მიწაზე.+  დიდი რამისკენ ისწრაფვი; ნუ ისწრაფვი! უბედურებას დავატეხ ყოველ ხორციელს,+ — ამბობს იეჰოვა, — შენ კი, სადაც არ უნდა წახვიდე, სიცოცხლეს მოგცემ ნადავლად“».+

სქოლიოები