იერემია 5:1—31

  • ხალხი ყურს არ უგდებს იეჰოვას (1—13).

  • განადგურება, თუმცა არა სრულად (14—19).

  • იეჰოვა ხალხს პასუხს სთხოვს (20—31).

5  მოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, მიმოიხედეთ და ნახეთ. აბა დაათვალიერეთ მისი მოედნები,თუ იპოვით კაცს, სამართლიანად რომ იქცეოდეს+და ერთგულებას ესწრაფოდეს,და ვაპატიებ ამ ქალაქს.   რომც დაიფიცონ ცოცხალი ღმერთი იეჰოვა, ეს მაინც ცრუ ფიცი იქნება.+   იეჰოვა, შენი თვალები ხომ ერთგულთ ეძებენ!+ შენ დასაჯე შენი ხალხი, მაგრამ ამას არ უმოქმედია მათზე. შენ შემუსრე ისინი, მაგრამ ჭკუა ვერ ისწავლეს.+ გაიქვავეს პირისახე+და არ სურთ უკან დაბრუნება.+   ვთქვი: „მდაბიონი არიან, უგუნურად მოქმედებენ, რადგან არ იციან იეჰოვას გზა,თავიანთი ღვთის სამართალი.   წავალ დიდებულებთან და დაველაპარაკები,მათ ეცოდინებათ იეჰოვას გზა,თავიანთი ღვთის სამართალი;+ მაგრამ მათაც დალეწილი აქვთ უღელი,ბორკილები კი — დაწყვეტილი“.   ამიტომაც ესხმით თავს ტყიდან გამოვარდნილი ლომი,უდაბნოს მგელი გლეჯს მათდა ჯიქი* უდარაჯდება მათ ქალაქებს. იქიდან გამოსული ყველა დაიფლითება, რადგან გამრავლდა მათი ცოდვებიდა იმატა მათმა ორგულობამ.+   როგორ გაპატიო ეს?! მიმატოვეს შენმა ვაჟებმა;იმას ფიცულობენ, რაც ღმერთი არ არის.+ არაფერი დამიკლია,მაგრამ მაინც მრუშობდნენ;მეძავის სახლში გროვდებოდნენ.   ახურებული ცხენებივით არიან;სხვების ცოლებს შესჭიხვინებენ.+   „როგორ არ მოვკითხო ამისთვის პასუხი?! — ამბობს იეჰოვა. — როგორ არ ვიძიო შური ამისთანა ხალხზე?!+ 10  დაუარეთ მის ვენახს, ტერასებად გაშენებულს, და გაავერანეთ,მაგრამ ბოლომდე ნუ მოსპობთ.+ ახალგამოტანილი ლერწები დააცალეთ,ვინაიდან არაა იეჰოვასი. 11  ისრაელიცა და იუდაცვერაგულად მექცევიან, — ამბობს იეჰოვა.+ — 12  ისინი უარყოფენ იეჰოვას და ამბობენ,ვერაფერს დაგვაკლებს*,+ არ გვეწევა უბედურება,არც მახვილს ვიხილავთ და არც შიმშილსო.+ 13  წინასწარმეტყველნი ფუჭად ლაპარაკობენ,ღვთის სიტყვას არ აუწყებენ. თავადვე აუხდეთ თავიანთი სიტყვები!“ 14  ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი: „რადგან ასე ლაპარაკობენ,ცეცხლად ვაქცევ ჩემს სიტყვებს შენს პირში.+ეს ხალხი შეშაადა ცეცხლი შთანთქავს მათ.+ 15  ისრაელებო, აი, შორიდან მომყავს ხალხი თქვენ წინააღმდეგ,+ — ამბობს იეჰოვა. — უხსოვარი დროიდან არსებობს ეს ხალხი, ძველისძველი ხალხია;არც მათი ენა იციდა ვერც მათ ლაპარაკს გაიგებ.+ 16  მათი კაპარჭი ღია საფლავივითაა;ყველანი მებრძოლები არიან. 17  მუსრს გაავლებენ შენს მოსავალსა და პურს,+ შენს ვაჟებსა და ასულებს, შენს ცხვარ-ძროხას, ვაზსა და ლეღვს. მახვილით შემუსრავენ შენს გამაგრებულ ქალაქებს, რომელთა იმედიც გაქვს. 18  იმ დროსაც კი, — ამბობს იეჰოვა, — ბოლომდე არ მოგსპობთ.+ 19  როცა იკითხავენ, რატომ დაგვმართაო ეს ყველაფერი იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა, შენ უპასუხე, მე რომ მიმატოვეთ და თქვენს ქვეყანაში სხვა ღმერთს დაუწყეთ მსახურება, ასევე დაუწყებთ მსახურებას უცხოელებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით-თქო“.+ 20  აუწყეთ იაკობის სახლშიდა გამოაცხადეთ იუდაში: 21  «ახლა მისმინეთ, სულელო და უგუნურო ხალხო:+ თვალები გაქვთ, მაგრამ ვერ ხედავთ,+ყურები გაქვთ, მაგრამ არ გესმით.+ 22  ნუთუ არ გეშინიათ ჩემი, — ამბობს იეჰოვა, —ნუთუ არ უნდა ცახცახებდეთ ჩემ წინაშე?! მე დავუდე ზღვას ქვიშა საზღვრად,სამარადისო წესად, რასაც ვერასოდეს გადავა! ღელავენ მისი ტალღები, მაგრამ ვერაფერს ხდებიან;ბობოქრობენ, მაგრამ ზღვარს იქით მაინც ვერ გადადიან.+ 23  ამ ხალხს კი ჯიუტი და ურჩი გული აქვს;ჩემი გზიდან გადაუხვიეს და თავიანთი გზით დადიან.+ 24  გულშიც კი არ ამბობენ: „გვეშინოდეს იეჰოვასი, ჩვენი ღვთისა,რომელიც თავის დროზე გვაძლევს წვიმას,შემოდგომაზეც და გაზაფხულზეც,და მკისთვის განსაზღვრულ კვირებსაც კი იცავს“.+ 25  თქვენი დანაშაულის გამო აღარ მოგეცათ ეს ყოველივე;თქვენი ცოდვების გამო წაგერთვათ სიკეთე.+ 26  ჩემს ხალხში ბოროტებიც არიან; ჩიტების დასაჭერად ჩასაფრებული მონადირეებივით იცქირებიან. სასიკვდილო მახეს აგებენ და ადამიანებს იჭერენ. 27  როგორც გალიაა ჩიტებით სავსე,ისე მათი სახლებია მზაკვრობით სავსე.+ ამიტომ მოიხვეჭეს ძალაუფლებაც და სიმდიდრეც. 28  დასუქდნენ, კანი ულაპლაპებთ;სავსენი არიან ბოროტებით. ობოლს სამართალს რომ უჩენდნენ,+ხელი მოემართებოდათ.არც ღარიბებს უჩენენ სამართალს».+ 29  „როგორ არ მოვკითხო ამისთვის პასუხი?! — ამბობს იეჰოვა. — როგორ არ ვიძიო შური ამისთანა ხალხზე?! 30  შემაძრწუნებელი, საშინელი რამ ხდება ქვეყანაში: 31  წინასწარმეტყველნი სიცრუეს წინასწარმეტყველებენ,+მღვდლები კი ბატონობენ, რადგან მათ ხელშია ძალაუფლება, ჩემს ხალხს კი მოსწონს ეს.+ მაგრამ მაშინ რაღას იზამთ, აღსასრული რომ დადგება?!“

სქოლიოები

იგივე ლეოპარდი.
ან შესაძლოა: „არ არსებობს“.