იერემია 50:1—46

  • წინასწარმეტყველება ბაბილონის წინააღმდეგ (1—46).

    • „გაიქეცით ბაბილონიდან“ (8).

    • ისრაელის დაბრუნება სამშობლოში (17—19).

    • ბაბილონის წყლების დაშრობა (38).

    • ბაბილონი გაუკაცრიელდება (39, 40).

50  აი, რა თქვა იეჰოვამ ბაბილონის,+ ქალდეველთა მიწის შესახებ იერემია წინასწარმეტყველის პირით:   «აუწყეთ ეს ხალხებს, გამოაცხადეთ, ნიშანი აღმართეთ და გამოაცხადეთ, ყველაფერი თქვით! აუწყეთ: „დაპყრობილია ბაბილონი,+ შერცხვენილია ბელი,+ შეძრწუნებულია მეროდაქი, შერცხვენილნი არიან ბაბილონის ქანდაკებები, შეძრწუნებულნი არიან მისი საზიზღარი კერპები*“.   მის წინააღმდეგ წამოვიდა ხალხი ჩრდილოეთიდან.+ მისი მიწის შემხედვარეს ყველას თავზარი ეცემა;აღარავინ ცხოვრობს იქ. გაქცეულია კაციცა და პირუტყვიც;აღარ არიან იქ».  «იმ დღეებში, იმ დროს, — ამბობს იეჰოვა, — ისრაელი და იუდა ერთად მოვლენ;+ მოთქმა-გოდებით მოვლენ+ და ერთად დაუწყებენ ძებნას თავიანთ ღმერთს, იეჰოვას.+  სიონისკენ მიმავალ გზას იკითხავენ, მისკენ იბრუნებენ პირს+ და იტყვიან, მოდით დავიცვათ იეჰოვას მარადიული შეთანხმება, რომელიც დავიწყებას არ მიეცემაო.+  ჩემი ხალხი დაკარგულ ცხვრის ფარას დაემსგავსა;+ მწყემსები გზას უბნევდნენ,+ მთა-მთა და გორა-გორა ახეტიალებდნენ; დაივიწყეს თავიანთი მოსასვენებელი ადგილი.  მათმა მპოვნელებმა შთანთქეს ისინი;+ მათმა მტრებმა თქვეს, არ ვართ დამნაშავენი, რადგან შესცოდეს იეჰოვას, სიმართლის სამყოფელს, და თავიანთი მამა-პაპის იმედს, იეჰოვასო.   გაიქეცით ბაბილონიდან,წადით ქალდეველთა+ მიწიდან,ფარის წინამძღოლებივით გაუძეხით ფარას.   აი, ბაბილონის წინააღმდეგ აღვძრავდიდი ხალხების კრებულს და ჩრდილოეთიდან გამოვიყვან;+ დაირაზმებიან მის წინააღმდეგდა დაიპყრობენ მას. მათი ისრები მეომრის ისრებს ჰგავს,შვილებს რომ უხოცავენ მშობლებს+ და უშედეგოდ არ ბრუნდებიან. 10  ნადავლად იქცევა ქალდეა;+ გაძღებიან მისი მძარცველები,+ — ამბობს იეჰოვა.— 11  ხარობდით+ და მხიარულობდით,როცა ძარცვავდით ჩემს მემკვიდრეობას.+ კუნტრუშებდით, როგორც დეკეულები ბალახზე,და ულაყებივით ჭიხვინებდით. 12  შერცხვა დედათქვენი.+ იმედგაცრუებულია თქვენი გამჩენი. ყველაზე მდაბიოა ის ხალხთა შორის,უწყლო უდაბნოსავით და ხრიოკივითაა.+ 13  იეჰოვას რისხვის გამო გაუკაცრიელდება,+მთლიანად გაპარტახდება.+ ვინც ბაბილონს ჩაუვლის, გაოგნებული დაუწყებს ყურებასდა სტვენას მოჰყვება მთელი მისი უბედურების გამო.+ 14  ყოველი მხრიდან გამოდით რაზმებად ბაბილონის წინააღმდეგ,მშვილდის მომზიდავნო; ესროლეთ მას, არ დაზოგოთ ისრები,+რადგან იეჰოვას შესცოდა მან!+ 15  ყოველი მხრიდან დაეცით საომარი ყიჟინა მის წინააღმდეგ. ჩამოყარა ხელები, დაეცა მისი სვეტები და დაინგრა მისი გალავნები,+რადგან შური იძია იეჰოვამ.+ საკადრისი მიუზღეთ მას; როგორც თვითონ იქცეოდა, თქვენც ისე მოექეცით.+ 16  მოსპეთ ბაბილონში მთესველიცადა მომკელიც.+ სასტიკი მახვილის შიშით თითოეული თავის ხალხს შეაფარებს თავს;თითოეული თავის ქვეყანაში გაიქცევა.+ 17  დაფანტული ცხვარია ისრაელი,+ ლომებმა განდევნეს;+ ჯერ ასურეთის მეფემ შთანთქა+ და მერე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გამოუხრა ძვლები.+ 18  ამიტომ აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც ასურეთის+ მეფე დავსაჯე. 19  დავაბრუნებ ისრაელს თავის საძოვარზე,+ მოძოვს ის ქარმელსა და ბაშანში,+ გაძღება იგი ეფრემისა+ და გალაადის+ მთებში“. 20  იმ დღეებში, იმ დროს, — ამბობს იეჰოვა, —დაუწყებენ ძებნას ისრაელის დანაშაულს,მაგრამ ვერ იპოვიან,ვერ იპოვიან იუდას ცოდვებს,რადგან მე ვაპატიებ მათ, ვისაც ცოცხალს დავტოვებ.+ 21  გამოდი მერათაიმის მიწისა და ფეკოდის+ მკვიდრთა წინააღმდეგ. გაჟლიტე და გაანადგურე ისინი, — ამბობს იეჰოვა, — ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გიბრძანე. 22  ბრძოლის ხმა ისმის ქვეყანაში,დიდი უბედურებაა. 23  ო, როგორ გატყდა, როგორ დაიმტვრა მთელი ქვეყნის ურო!+ ბაბილონის შემხედვარე ყველა ერი თავზარდაცემულია!+ 24  მახე დაგიგე, ბაბილონო, და ისე გაები,რომ ვერც მიხვდი. გიპოვეს და შეგიპყრეს,+რადგან იეჰოვას დაუპირისპირდი. 25  გახსნა იეჰოვამ თავისი საცავიდა გამოიტანა თავისი რისხვის საჭურველი,+ რადგან უზენაეს უფალს, ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას, საქმე აქვსქალდეველთა მიწაზე. 26  შორეული მხარეებიდან გამოდი მის წინააღმდეგ;+ გააღე მისი ბეღლები.+ მარცვლეულის გროვას დაამსგავსე ის; მთლიანად მოსპე;+ არავინ დაუტოვო. 27  გაუჟლიტე ყველა მოზვერი,+დაე ჩავიდნენ სასაკლაოზე! ვაი მათ, რადგან დადგა მათი დღე,მათი განკითხვის დღე! 28  ისმის ბაბილონიდან გაქცეულთა და თავდაღწეულთა ხმა,რათა ამცნონ სიონშიჩვენი ღვთის, იეჰოვას, შურისძიების,მისი ტაძრისთვის შურისძიების შესახებ.+ 29  მოუხმეთ მშვილდოსნებს ბაბილონის წინააღმდეგ,ყველა მშვილდის მომზიდველს.+ დაბანაკდით მის გარშემო, არავინ გაგექცეთ! მიუზღეთ მას მისი ნამოქმედარისამებრ,+ მისი საქმეებისამებრ მოექეცით,+ რადგან გაუკადნიერდა იეჰოვას,ისრაელის წმინდას.+ 30  ამიტომაც დაეცემიან მოედნებზე მისი ჭაბუკები,+იმ დღეს განადგურდება ყველა მისი მეომარი, — ამბობს იეჰოვა. 31  შენ წინააღმდეგ გამოვდივარ,+ უტიფარო,+ —ამბობს უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — დადგება შენი დღე, დრო, როცა პასუხს მოგთხოვ. 32  უტიფარო, წაიბორძიკებ და დაეცემი,არავინ წამოგაყენებს.+ ცეცხლს მივცემ შენს ქალაქებს,შენ ირგვლივ ყველაფერი გადაიწვება. 33  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:„ისრაელისა და იუდას მკვიდრთ ჩაგრავენ, შეიპყრეს ისინი დამატყვევებლებმა+და აღარ უშვებენ.+ 34  მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი,+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი.+ ის განიხილავს მათ სასამართლო საქმეს,+შვება რომ მოჰგვაროს მათ მიწას+და შეაშფოთოს ბაბილონის მკვიდრნი.+ 35  მახვილია მოღერებული ქალდეველთა წინააღმდეგ, — ამბობს იეჰოვა, —ბაბილონის მკვიდრთა, მის მთავართა და მის ბრძენთა წინააღმდეგ.+ 36  მახვილია მოღერებული ცრუწინასწარმეტყველთა წინააღმდეგ; უგუნურად მოიქცევიან ისინი. მახვილია მოღერებული მის მებრძოლთა წინააღმდეგ; შეძრწუნდებიან ისინი.+ 37  მახვილია მოღერებული მათი ცხენებისადა საომარი ეტლების წინააღმდეგ, იქ მყოფი მთელი ჭრელი ხალხის წინააღმდეგ;ქალებს დაემსგავსებიან ისინი.+ მახვილია მოღერებული მისი განძეულობის წინააღმდეგ; გაიძარცვებიან ისინი.+ 38  განადგურებაა მის წყლებზე; დაშრებიან ისინი.+ ქანდაკებების ქვეყანაა ის;+თავიანთი საზარელი ხილვების გამო შეშლილებივით იქცევიან. 39  ამიტომ ღრიალა ცხოველებთან ერთად იცხოვრებენუდაბნოს ბინადარნი;სირაქლემები დაიბუდებენ იქ;+ აღარასოდეს დასახლდება იქაურობა,აღარ იცხოვრებენ იქ მომავალი თაობები.+ 40  აღარავინ იცხოვრებს იქ, კაციშვილი არ დასახლდება, როგორც ეს სოდომის, გომორისა+ და მისი მეზობელი ქალაქების+ დამხობის შემდეგ მოხდა, — ამბობს იეჰოვა.+ — 41  მოდის ხალხი ჩრდილოეთიდან;დიდებული ერი და ძლევამოსილი მეფეები+ აღდგებიანდედამიწის კიდეებიდან.+ 42  მშვილდი და შუბი მომარჯვებული აქვთ.+ სასტიკნი არიან, არავის დაინდობენ.+ აღელვებული ზღვასავით ხმაურობენ;+ცხენებს მოაგელვებენ; ერთიანად დარაზმულან, რომ შეგებრძოლონ, ბაბილონის ასულო.+ 43  გაიგო ბაბილონის მეფემ მათი ამბავი+და ხელები ჩამოყარა.+ იტანჯება, მწვავე ტკივილებმა შეიპყრო მშობიარე ქალივით. 44  გამოვა ვიღაც, ისე როგორც ლომი გამოდის იორდანის პირას ბუჩქნარიდან და თავს დაესხმება უსაფრთხო საძოვრებს, მაგრამ მყისვე გავაქცევ მათ მისგან და რჩეულს დავუყენებ მას.+ ვინ გამიტოლდება?! ვინ შემომედავება?! რომელი მწყემსი დამიდგება წინ?!+ 45  ამიტომ მოისმინეთ იეჰოვას გადაწყვეტილება, რომელიც მან ბაბილონის+ წინააღმდეგ მიიღო, და ის, რაც ქალდეველთა მიწის წინააღმდეგ განიზრახა: წაათრევენ ბატკნებს. მათ გამო გააპარტახებს ის მათ საცხოვრებელს.+ 46  ბაბილონის დაპყრობის ხმაზე მიწა შეზანზარდება, ყვირილის ხმას ყველა ხალხი გაიგონებს“».+

სქოლიოები

ამ ფრაზად ნათარგმნი ებრაული სიტყვა შესაძლოა ენათესავებოდეს სიტყვა „ნეხვს“.