იერემია 9:1—26

  • იერემია გულდათუთქულია (1—3ა).

  • იეჰოვა იუდას პასუხს სთხოვს (3ბ—16).

  • იუდას დატირება (17—22).

  • ვინც ტრაბახობს, იმით იტრაბახოს, რომ იცნობს იეჰოვას (23—26).

9  ო, ნეტავ თავი წყლად მექცეს და თვალები — ცრემლის წყაროდ!+ მაშინ დღედაღამ ვიგლოვებდიჩემს ხალხს შორის დახოცილებს.   ო, ნეტავ მეც მქონდეს უდაბნოში ადგილი,სადაც მგზავრები ღამეს ათევენ;დავტოვებდი ჩემს ხალხს და გავეცლებოდი;ყველანი მრუშები არიან,+ ვერაგთა ხროვა.   მშვილდივით მოუზიდავთ ენები,ქვეყანაში სიცრუე გამეფებულა და არა ერთგულება.+ „ბოროტებას ბოროტებაზე სჩადიანდა არაფრად მაგდებენ,+ — ამბობს იეჰოვა. —   უფრთხილდით მოძმეებს,ძმებსაც კი არ ენდოთ, რადგან ყველა ძმა მოღალატეა+და ყველა მოძმე — ცილისმწამებელი.+   თითოეული ატყუებს თავის მოძმეს,სიმართლეს არავინ ამბობს. ენა სიცრუის თქმას მიაჩვიეს+ და დაიქანცნენ ბოროტების ჩადენით.   სიცრუეში ცხოვრობთ. ცრუები არიან და არ უნდათ, რომ მიცნობდნენ“, — ამბობს იეჰოვა.   ამიტომ აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დავადნობ მათ და განვწმენდ;+მეტი რაღა გავუკეთო ჩემი ხალხის ასულს?!   მათი ენა მომაკვდინებელი ისარია, სიცრუის მფრქვეველი. ბაგით მშვიდად ელაპარაკება კაცი თავის მოძმეს, გულში კი მახეს უგებს.   როგორ არ მოვკითხო ამისთვის პასუხი?! — ამბობს იეჰოვა. — როგორ არ ვიძიო შური ამისთანა ხალხზე?!+ 10  მთების გამო ავტირდები და გოდებას მოვყვები,უდაბნოს საძოვრების გამო სამგლოვიარო სიმღერას ვიმღერებ, რადგან გადაიწვა იქაურობა და კაციშვილი აღარ დადის იქ;აღარ ისმის ცხვარ-ძროხის ხმა, აღარც ცის ფრინველები არიან იქ და აღარც მხეცები, გადაიკარგნენ.+ 11  ქვების გროვად+ და ტურების ბუნაგად+ ვაქცევ იერუსალიმს,გავაპარტახებ და გავაუკაცრიელებ იუდას ქალაქებს.+ 12  ვინაა ბრძენი და ვინ მიხვდება ამის მიზეზს?! ვის ელაპარაკა იეჰოვა და ვინ აუწყებს სხვებს ამის შესახებ?! რატომ განადგურდა ქვეყანა?! რატომ გადაიბუგა უდაბნოსავით,სადაც კაციშვილი აღარ დადის?!“ 13  იეჰოვა ამბობს: «იმიტომ რომ არ დაიცვეს და უარყვეს ჩემი მიცემული კანონი და არ დამემორჩილნენ; 14  გაჯიუტდნენ, აჰყვნენ თავიანთ გულისთქმას+ და თაყვანისცემა დაუწყეს ბაალის კერპებს, რაც მამა-პაპისგან ისწავლეს.+ 15  ამიტომ აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აბზინდას ვაჭმევ ამ ხალხს და მოწამლულ წყალს დავალევინებ,+ 16  გავფანტავ მათ იმ ერებში, რომლებსაც არც თვითონ იცნობდნენ და არც მათი მამა-პაპა;+ მახვილს დავადევნებ მათ და გავწყვეტ“.+ 17  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა:„დაუკვირდით ამ ყველაფერს, მოუხმეთ მოტირალ ქალებს,+მოიყვანეთ ამ საქმეში დაოსტატებული ქალები; 18  სწრაფად მოვიდნენ და მოჰყვნენ გოდებას, ცრემლად რომ დაიღვაროს ჩვენი თვალები, წყალი რომ სდიოდეს ჩვენს ქუთუთოებს.+ 19  გოდების ხმა ისმის სიონიდან:+ როგორ გავნადგურდით! როგორ შევრცხვით! ქვეყანა დავტოვეთ, მათ კი სახლები აგვიოხრეს“.+ 20  მოისმინეთ, ქალებო, იეჰოვას სიტყვა, ყურად იღეთ მისი ბაგიდან წამოსული სიტყვა! ასწავლეთ ეს გოდება თქვენს ასულებს,ასწავლეთ ერთმანეთს ეს სამგლოვიარო სიმღერა,+ 21  რადგან სიკვდილი შემოიჭრა ჩვენს სარკმლებში,ჩვენს გამაგრებულ კოშკებში შემოვიდა,ბავშვები რომ ქუჩებიდან წაასხასდა ჭაბუკები — მოედნებიდან“.+ 22  თქვი, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „ადამიანთა გვამები მინდორში ნეხვივით ეყრება,მომკელის უკან დაყრილი ახალმომკილი თავთავებივით;არავინ იქნება შემგროვებელი“».+ 23  აი, რას ამბობს იეჰოვა: „ნუ იამაყებს ბრძენი თავისი სიბრძნით,+ძლიერი — თავისი ძალით,მდიდარი კი — თავისი სიმდიდრით.+ 24  ვინც ამაყობს, იმით იამაყოს, რომ გამჭრიახია და მიცნობს,+იცის, რომ მე ვარ იეჰოვა,რომელსაც მსიამოვნებს სიკეთის* კეთება,+ სამართლიანად მოქმედება და სიმართლის ქმნა დედამიწაზე,+ — ამბობს იეჰოვა. — 25  დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — და პასუხს ვაგებინებ ყველა წინადაცვეთილს, თუმცა წინადაუცვეთელს,+ 26  ეგვიპტეს,+ იუდას,+ ედომს,+ ამონელებს,+ მოაბს,+ უდაბნოს მკვიდრთ, რომელთაც საფეთქლებთან თმა აქვთ შეკრეჭილი;+ ეს ყველა ერი წინადაუცვეთელია, ისრაელებიც წინადაუცვეთელნი არიან გულით“.+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).