იესო ნავეს ძე 11:1—23

  • ისრაელები იპყრობენ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებს (1—15).

  • იესო ნავეს ძის მიერ დაპყრობილი მიწები (16—23).

11  შეიტყო ეს ამბები ხაცორის მეფე იაბინმა და მაშინვე მაცნეები გაუგზავნა მადონის მეფე+ იობაბს, შიმრონის მეფეს, აქშაფის მეფეს,+  მეფეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ მთაში ჩრდილოეთით, ველზე ქინერეთის სამხრეთით, შეფელაში და დორის+ მაღლობებზე დასავლეთით,  ქანაანელებს+ აღმოსავლეთითა და დასავლეთით, ამორეველებს,+ ხეთელებს, ფერიზელებს, იებუსელებს მთაში და ხიველებს+ ხერმონის+ ძირას, მიცფის მიწაზე.  გამოვიდნენ ისინი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვნი, მთელი თავიანთი ჯარებით, უამრავი ცხენითა და საომარი ეტლით.  შეხვედრა დათქვეს მეფეებმა, წამოვიდნენ და მერომის წყლებთან დაბანაკდნენ ისრაელთან შესაბრძოლებლად.  უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „ნუ შეგეშინდება მათი,+ რადგან ხვალ ამ დროს დახოცილებს ჩავუგდებ მათ ხელში ისრაელს. მყესები გადაუჭერი მათ ცხენებს+ და ცეცხლში დაწვი მათი ეტლები!“  იესო მთელ მეომარ ხალხთან ერთად მიადგა მათ მერომის წყაროებთან და მოულოდნელად დაესხა თავს.  ხელში ჩაუგდო ისინი იეჰოვამ ისრაელს;+ დაამარცხეს და სდიეს დიდ სიდონამდე,+ მისრეფოთ-მაიმამდე+ და აღმოსავლეთით მიცფეს ველამდე; ხოცეს ისინი, სანამ მუსრი არ გაავლეს.+  ისე მოექცა მათ იესო, როგორც იეჰოვამ უბრძანა: მათ ცხენებს მყესები გადაუჭრა და მათი ეტლები ცეცხლში დაწვა.+ 10  გამობრუნდა იესო ნავეს ძე, დაიპყრო ხაცორი და მახვილით მოკლა მისი მეფე,+ რადგან ხაცორი იმ სამეფოების მთავარი ქალაქი იყო. 11  მახვილით დახოცეს და გაანადგურეს ყველა იქ მყოფი;+ არცერთი სულდგმული არ დაუტოვებიათ ცოცხალი,+ რის შემდეგაც იესომ ცეცხლს მისცა ხაცორი. 12  ხელში ჩაიგდო იესომ იმ მეფეთა ყველა ქალაქი, თავად მეფეები კი მახვილით ამოხოცა.+ გაანადგურა მან ისინი,+ როგორც იეჰოვას მსახურ მოსეს ჰქონდა ნაბრძანები. 13  თუმცა ისრაელს, ხაცორის გარდა, მაღლობებზე არცერთი ქალაქი არ გადაუწვავს; მხოლოდ ის გადაწვა იესომ. 14  წამოიღეს ნადავლი ისრაელებმა იმ ქალაქებიდან და წამოასხეს პირუტყვი,+ ხალხი კი მანამდე ხოცეს მახვილით, სანამ ყველა არ გაანადგურეს.+ არცერთი სულდგმული არ დაუტოვებიათ ცოცხალი.+ 15  როგორც იეჰოვამ უბრძანა თავის მსახურ მოსეს, მოსემ კი — იესოს,+ ისე გააკეთა იესომ; არცერთი სიტყვა არ დაუტოვებია შეუსრულებელი იქიდან, რაც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+ 16  დაიპყრო იესომ მთელი ის მიწა, მთიანი მხარე, მთელი ნეგები,+ გოშენის მთელი მიწა, შეფელა,+ არაბა+ და ისრაელის მთიანი მხარე დაბლობიანად, 17  სეირამდე რომ ადის ხალაკის მთა, იქიდან მოყოლებული ბაალ-გადამდე,+ რომელიც ლიბანის ველზე, ხერმონის მთის+ ძირასაა; შეიპყრო მათი მეფეები და დახოცა. 18  დიდხანს ებრძოდა იესო იმ მეფეებს. 19  გაბაონის გარდა, რომელიც ხიველებით იყო დასახლებული, არცერთ ქალაქს არ დაუდია ზავი ისრაელებთან.+ დანარჩენი ქალაქები ისრაელებმა ბრძოლით აიღეს.+ 20  იეჰოვამ გააჯიუტა+ ეს ხალხები*, რომ შებრძოლებოდნენ ისრაელს, რათა მას დაუნანებლად გაენადგურებინა ისინი;+ როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს, უნდა გაეწყვიტათ ეს ხალხები.+ 21  მაშინ აღგავა იესომ ანაკიმები+ მთიანი მხარიდან, ხებრონიდან, დებირიდან, ანაბიდან, იუდასა და ისრაელის მთიანი მხარეებიდან. ქალაქებიანად გაანადგურა იესომ ისინი.+ 22  ანაკიმთაგან არავინ დარჩენილა ისრაელების მიწაზე. ისინი მხოლოდ ღაზაში,+ გათში+ და აშდოდში+ დარჩნენ.+ 23  ასე აიღო იესომ მთელი ის მიწა, როგორც მოსეს დაჰპირდა იეჰოვა.+ შემდეგ ტომების მიხედვით დაუნაწილა ის იესომ ისრაელს სამკვიდროდ,+ და მშვიდობა ჩამოვარდა იმ მიწაზე.+

სქოლიოები

სხვაგვარად — „იეჰოვამ დაუშვა, გული გაჯიუტებოდათ ამ ხალხებს“.