იესო ნავეს ძე 13:1—33

  • დასაპყრობი მიწები (1—7).

  • მიწის დანაწილება იორდანის აღმოსავლეთით (8—14).

  • რეუბენის სამკვიდრო (15—23).

  • გადის სამკვიდრო (24—28).

  • მენაშეს სამკვიდრო აღმოსავლეთით (29—32).

  • იეჰოვაა ლევიანთა სამკვიდრო (33).

13  მოხუცდა იესო ნავეს ძე და მოახლოვდა მისი აღსასრული.+ იეჰოვამ უთხრა მას: „მოხუცდი, მიწის დიდი ნაწილი კი ჯერ კიდევ დასაპყრობია.  აი დარჩენილი მიწები:+ ფილისტიმელთა და გეშურელთა+ მხარეები  (მიწა ნილოსის შენაკადიდან, ეგვიპტის აღმოსავლეთით რომ არის, ეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, ქანაანელებისა იყო),+ მათ შორის ფილისტიმელთა ხუთი მთავრის+ ქალაქები — ღაზა, აშდოდი,+ აშკელონი,+ გათი+ და ეკრონი,+ აგრეთვე ავიმთა+ მიწა სამხრეთით,  ქანაანელთა მთელი მიწა, სიდონელთა+ მეარა და მიწა აფეკამდე, ამორეველთა საზღვრამდე,  გებალელთა+ მიწა და მთელი ლიბანი აღმოსავლეთით, ხერმონის მთის ძირას მდებარე ბაალ-გადიდან ლებო-ხამათამდე,+  მთიანი მხარე ლიბანიდან+ მისრეფოთ-მაიმამდე+ და სიდონელთა+ მთელი მიწა. მე განვდევნი ამ ხალხს ამ მიწიდან ისრაელების თვალწინ,+ შენ კი გაუნაწილე ის ისრაელს სამკვიდროდ, როგორც გიბრძანე.+  გაუნაწილე ეს მიწა სამკვიდროდ ცხრა ტომსა და მენაშეს ტომის ნახევარს“.+  მენაშეს ტომის მეორე ნახევარმა, რეუბენელებმა და გადელებმა იორდანის აღმოსავლეთით მიიღეს მოსესგან სამკვიდრო. აი სამკვიდრო, რომელიც მათ იეჰოვას მსახურმა მოსემ მისცა:+  მიწა, რომელიც იწყებოდა არნონის ხევის+ პირას მდებარე აროერიდან,+ ხევის შუაწელზე მდებარე ქალაქი და მედების მთელი ზეგანი დიბონამდე, 10  ამორეველთა მეფე სიხონის ყველა ქალაქი (სიხონი ხეშბონში მეფობდა) ამონელთა საზღვრამდე,+ 11  აგრეთვე გალაადი, გეშურელთა და მააქათელთა+ მიწა, ხერმონის მთა და მთელი ბაშანი+ სალქამდე,+ 12  ოგის მთელი სამეფო ბაშანში, რომელიც აშთაროთსა და ედრეიში მეფობდა (რეფაიმთაგან ერთ-ერთი უკანასკნელი).+ დაამარცხა მოსემ და განდევნა ისინი,+ 13  თუმცა არ განუდევნიათ ისრაელებს+ გეშურელები და მააქათელები; გეშურისა და მააქათის მკვიდრნი დღემდე ისრაელებს შორის ცხოვრობენ. 14  მას მხოლოდ ლევის ტომისთვის არ მიუცია სამკვიდრო.+ ისრაელის ღვთის, იეჰოვას, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავია მათი მემკვიდრეობა,+ როგორც დაჰპირდა კიდეც.+ 15  რეუბენის ტომს საგვარეულოების მიხედვით მოსემ სამკვიდროდ მისცა 16  მიწა, რომელიც იწყებოდა არნონის ხევის პირას მდებარე აროერიდან, ქალაქი ხევის შუაწელზე, მედების მთელი ზეგანი, 17  ხეშბონი ზეგანზე მდებარე თავისი ქალაქებით,+ დიბონი, ბამოთ-ბაალი, ბეთ-ბაალ-მეონი,+ 18  იაჰაცი,+ კედემოთი,+ მეფაათი,+ 19  კირიათაიმი, სიბმა+ და ცერეთ-შახარი, ველის მახლობლად მთაზე რომ არის, 20  ბეთ-ფეორი, ფისგის+ კალთები, ბეთ-იეშიმოთი,+ 21  ზეგანზე მდებარე ყველა ქალაქი და ამორეველთა მეფე სიხონის სამეფო, ხეშბონში+ რომ მეფობდა. მოსემ დაამარცხა სიხონი+ და იმ მიწაზე მცხოვრები მიდიანელი თავკაცები — ევი, რეკემი, ცური, ხური და რება,+ რომლებიც სიხონს ემორჩილებოდნენ. 22  ბეორის ვაჟი, მკითხავი+ ბალაამი,+ ერთ-ერთი იყო, ვინც ისრაელებმა მახვილით მოკლეს. 23  რეუბენელთა საზღვარი იორდანეზე გადიოდა; ეს მიწა იყო რეუბენელთა სამკვიდრო მათი შტოების მიხედვით, ქალაქები მიმდებარე დასახლებებით. 24  მოსემ გადის ტომსაც შტოების მიხედვით დაუნაწილა სამკვიდრო. 25  მათი იყო იაზერი,+ გალაადის ყველა ქალაქი, ამონელთა+ მიწის ნახევარი რაბის+ წინ მდებარე აროერამდე; 26  ხეშბონიდან+ რამათ-მიცფემდე და ბეტონიმამდე, მახანაიმიდან+ დებირის საზღვრამდე; 27  ველზე მდებარე ბეთ-ჰარამი, ბეთ-ნიმრა,+ სუქოთი,+ ცაფონი და ხეშბონის+ მეფე სიხონის სამეფოს დარჩენილი ნაწილი, საზღვარი კი იორდანეზე გადიოდა ქინერეთის ზღვის+ კიდიდან მოყოლებული იორდანის აღმოსავლეთით. 28  ეს იყო გადელების სამკვიდრო მათი შტოების მიხედვით, ქალაქები მიმდებარე დასახლებებით. 29  მოსემ მენაშეს ტომის ნახევარსაც მისცა სამკვიდრო შტოების მიხედვით.+ 30  მათი იყო მახანაიმიდან+ მოყოლებული მთელი ბაშანი, ბაშანის მეფე ოგის სამეფო, იაირის+ კარვების სოფლები, ბაშანში რომ მდებარეობს, სულ 60 ქალაქი. 31  გალაადის ნახევარი, აშთაროთი და ედრეი,+ ბაშანში ოგის სამეფოს ქალაქები მენაშეს ძის, მაქირის,+ ვაჟების ნახევარს მიეცათ შტოების მიხედვით. 32  ეს მიწები გადასცა მოსემ მათ სამკვიდროდ, როცა მოაბის ხრიოკ ველზე, იორდანის გაღმა, იერიხონის აღმოსავლეთით იყვნენ.+ 33  არ მიუცია მოსეს სამკვიდრო ლევის ტომისთვის.+ ისრაელის ღმერთი იეჰოვაა მათი სამკვიდრო, როგორც დაჰპირდა კიდეც.+

სქოლიოები