იესო ნავეს ძე 15:1—63
15 იუდას ტომს შტოთა მიხედვით წილად ხვდა მიწა+ ედომის+ საზღვრამდე, ცინის უდაბნო ნეგების სამხრეთ კიდემდე.
2 მისი სამხრეთი საზღვარი იწყებოდა მარილოვანი ზღვის*+ კიდიდან, სამხრეთ ყურიდან,
3 გადიოდა სამხრეთით აკრაბიმის მაღლობამდე,+ შემდეგ ცინზე და სამხრეთიდან კადეშ-ბარნეამდე+ ადიოდა, გაივლიდა ხეცრონს, ადიოდა ადარამდე და უხვევდა კარკასკენ,
4 გრძელდებოდა აცმონამდე,+ შემდეგ ეგვიპტის ხევამდე+ და ზღვასთან* მთავრდებოდა. ეს იყო მათი სამხრეთი საზღვარი.
5 აღმოსავლეთით მარილოვანი ზღვა ესაზღვრებოდა იორდანის შესართავამდე; ჩრდილოეთით საზღვარი იწყებოდა ზღვის ყურიდან, იორდანის+ შესართავიდან,
6 ადიოდა ბეთ-ხოგლამდე,+ გადიოდა ბეთ-არაბის+ ჩრდილოეთით და რეუბენის ძის, ბოჰანის,+ ქვამდე გრძელდებოდა.
7 ადიოდა საზღვარი დებირამდე, აქორის ველამდე+ და უხვევდა ჩრდილოეთით გილგალისკენ,+ რომელიც ხევის სამხრეთით ადუმიმის მაღლობის პირდაპირ არის; გრძელდებოდა საზღვარი ენ-შემეშის+ წყაროსკენ და მთავრდებოდა ენ-როგელთან.+
8 ადიოდა საზღვარი ჰინომის ძის ველამდე,+ იებუსელთა+ ქალაქის ანუ იერუსალიმის+ სამხრეთ ფერდობამდე და გრძელდებოდა ჩრდილოეთით რეფაიმის ველის ბოლოში მდებარე მთის თხემამდე, დასავლეთით ჰინომის ველს რომ გადაჰყურებს.
9 გადიოდა საზღვარი მთის თხემიდან ნეფთოახის წყაროსკენ+ ეფრონის მთაზე მდებარე ქალაქებამდე; გრძელდებოდა ბაალამდე, იმავე კირიათ-იეარიმამდე.+
10 საზღვარი დასავლეთით ბაალას უვლიდა გვერდს, სეირის მთამდე მიდიოდა და კვეთდა იეარიმის მთის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ქესალონს, ეშვებოდა ბეთ-შემეშისკენ+ და თიმნაზე+ გადიოდა.
11 იქიდან საზღვარი ჩრდილოეთით ეკრონის+ ფერდობამდე ადიოდა, შიქერონამდე და ბაალას მთაზე გადიოდა, იაბნეელამდე გრძელდებოდა და ზღვასთან მთავრდებოდა.
12 საზღვარი დასავლეთით დიდი ზღვა*+ და მისი სანაპირო იყო. ეს იყო იუდას შთამომავალთა სამკვიდროს საზღვრები მათი საგვარეულოების მიხედვით.
13 მისცა იესო ნავეს ძემ ქალებ+ იეფუნეს ძეს იუდას შთამომავლებს შორის წილი — კირიათ-არბა (არბა ანაკის მამა იყო), იგივე ხებრონი,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა იესო ნავეს ძეს.
14 განდევნა იქიდან ქალებ იეფუნეს ძემ ანაკის სამი ვაჟი+ — შეშაი, ახიმანი და თალმაი+ — ანაკის შთამომავლები.
15 შემდეგ დებირის+ მკვიდრთა წინააღმდეგ გაილაშქრა (დებირს ადრე კირიათ-სეფერი ერქვა).
16 ქალებ იეფუნეს ძემ თქვა, ვინც შეუტევს კირიათ-სეფერს და დაიპყრობს, ჩემს ასულ აქსას მივათხოვებო.
17 დაიპყრო ის ოთნიელმა,+ ქალებ იეფუნეს ძის ძმისშვილმა, კენაზის ვაჟმა.+ მანაც მიათხოვა თავისი ასული აქსა.+
18 გამგზავრებამდე ქალმა ქმარი წააქეზა, მამაჩემს მინდორი სთხოვეო. შემდეგ ჩამოხტა ქალი ვირიდან*. ქალებ იეფუნეს ძემ ჰკითხა: „რა გინდა?“+
19 მან მიუგო: „დამლოცე, და რაკი ნეგები* მომეცი, ბარემ გულოთ-მაიმიც* მომეცი“. მანაც მისცა ზემო გულოთი და ქვემო გულოთი.
20 ეს იყო იუდას ტომის სამკვიდრო შტოების მიხედვით.
21 ედომის+ საზღვართან, სამხრეთით, იუდას ტომის ქალაქები იყო: კაბცეელი, ედერი, იაგური,
22 კინა, დიმონა, ადადა,
23 კედეში, ხაცორი, ითნანი,
24 ზიფი, ტელემი, ბეალოთი,
25 ხაცორ-ხადათა, კერიოთ-ხეცრონი, იგივე ხაცორი,
26 ამამი, შემა, მოლადა,+
27 ხაცარ-გადა, ხეშმონი, ბეთ-ფალეტი,+
28 ხაცარ-შუალი, ბეერ-შება,+ ბიზიოთია,
29 ბაალა, იიმი, ეცემი,
30 ელთოლადი, ქესილი, ხორმა,+
31 ციკლაგი,+ მადმანა, სანსანა,
32 ლებაოთი, შილხიმი, აინი და რიმონი;+ სულ 29 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
33 შეფელაში+ იყო: ეშთაოლი, ცორა,+ აშნა,
34 ზანოახი, ენ-განიმი, თაფუახი, ენამი,
35 იარმუთი, ადულამი,+ სოქო, აზეკა,+
36 შაარაიმი,+ ადითაიმი, გედერა და გედეროთაიმი*; სულ 14 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
37 ცენანი, ხადაშა, მიგდალ-გადი,
38 დილანი, მიცფე, იოკთეელი,
39 ლაქიში,+ ბოცკათი, ეგლონი,
40 ქაბონი, ლახმასი, ქითლიში,
41 გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაამა და მაკედა;+ სულ 16 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
42 ლიბნა,+ ეთერი, აშანი,+
43 იფთახი, აშნა, ნეციბი,
44 კეილა, აქციბი და მარეშა; სულ 9 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
45 ეკრონი მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით,
46 ეკრონიდან დასავლეთით აშდოდის მოსაზღვრე ყველა ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
47 აშდოდი+ მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით, ღაზა+ მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით ეგვიპტის ხევამდე, დიდი ზღვა და მისი მიდამოები.+
48 მთიან მხარეში შამირი, იათირი,+ სოქო,
49 დანა, კირიათ-სანა, იგივე დებირი,
50 ანაბი, ეშთემო,+ ანიმი,
51 გოშენი,+ ხოლონი და გილო;+ სულ 11 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
52 არაბი, დუმა, ეშანი,
53 იანუმი, ბეთ-თაფუახი, აფეკა,
54 ხუმტა, კირიათ-არბა, იგივე ხებრონი+ და ციორი; სულ 9 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
55 მაონი,+ ქარმელი, ზიფი,+ იუტა,
56 იზრეელი, იოკდეამი, ზანოახი,
57 კაინი, გიბა და თიმნა;+ სულ 10 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
58 ხალხული, ბეთ-ცური, გედორი,
59 მაარათი, ბეთ-ანოთი, ელთეკონი; სულ 6 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
60 კირიათ-ბაალი, იგივე კირიათ-იეარიმი,+ და რაბა; სულ 2 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
61 უდაბნოში ბეთ-არაბა,+ მიდინი, სექაქა,
62 ნიბშანი, მარილოვანი ქალაქი და ენ-გედი;+ სულ 6 ქალაქი მიმდებარე დასახლებებით.
63 ვერ განდევნეს იუდას შთამომავლებმა+ იერუსალიმში მცხოვრები+ იებუსელები,+ ამიტომ ისინი დღემდე მათთან ერთად ცხოვრობენ იერუსალიმში.
სქოლიოები
^ იგივე მკვდარი ზღვა.
^ იგულისხმება ხმელთაშუა ზღვა.
^ იგივე ხმელთაშუა ზღვა.
^ ან შესაძლოა: „ვირზე მჯდომმა ყურადღების მისაქცევად ხელი ხელს შემოჰკრა“.
^ სამხრეთით მდებარე ურწყული მიწა.
^ ნიშნავს „წყალსატევებს“.
^ ან შესაძლოა: „გედერა თავისი ფარეხებით“.