იესო ნავეს ძე 16:1—10

  • იოსების შთამომავლების სამკვიდრო (1—4).

  • ეფრემის სამკვიდრო (5—10).

16  იმ მიწის საზღვარი, რომელიც იოსების შთამომავლებს+ ხვდათ წილად,+ იწყებოდა იორდანიდან (იერიხონის მახლობლად), გრძელდებოდა იერიხონის აღმოსავლეთით მდებარე წყაროებამდე და უდაბნოს გავლით იერიხონიდან ბეთელის+ მთიან მხარეში ადიოდა.  ლუზის მახლობლად მდებარე ბეთელიდან მისი საზღვარი არქიელების საზღვრამდე, ატაროთამდე, მიდიოდა,  ეშვებოდა დასავლეთით იაფლეტელთა საზღვრამდე, ქვემო ბეთ-ხორონის+ საზღვრამდე და გეზერამდე,+ და ზღვასთან მთავრდებოდა.  დაეუფლნენ ამ მიწას იოსების შთამომავლები,+ მენაშესა და ეფრემის ტომები.+  ეფრემის შთამომავლების საზღვარი მათი შტოების მიხედვით ასეთი იყო: აღმოსავლეთით მათი სამკვიდროს საზღვარი გადიოდა ატაროთ-ადარზე+ და ადიოდა ზემო ბეთ-ხორონამდე;+  საზღვარი ზღვამდე გრძელდებოდა. ჩრდილოეთით იყო მიქმეთათი,+ საიდანაც საზღვარი აღმოსავლეთით თაანათ-შილოსკენ უხვევდა და აღმოსავლეთით იანოახისკენ მიდიოდა,  იანოახიდან ატაროთსა და ნაარამდე ეშვებოდა, იერიხონამდე+ გრძელდებოდა და იქიდან იორდანემდე მიდიოდა;  საზღვარი თაფუახიდან+ კანის ხევამდე მიდიოდა დასავლეთით და ზღვასთან მთავრდებოდა.+ ეს არის ეფრემის ტომის სამკვიდრო მისი შტოების მიხედვით.  ეფრემის შთამომავლებს მენაშეს+ სამკვიდროშიც ჰქონდათ გამოყოფილი ქალაქები თავის დასახლებებით. 10  არ განუდევნიათ მათ გეზერში მცხოვრები ქანაანელები;+ ისინი დღემდე ეფრემელებს შორის ცხოვრობენ+ და მძიმე სამუშაოს ასრულებენ.+

სქოლიოები