იესო ნავეს ძე 20:1—9
-
თავშესაფარი ქალაქები (1—9).
20 ელაპარაკა იეჰოვა იესო ნავეს ძეს:
2 «უთხარი ისრაელებს: „გამოყავით თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები,+ რაზეც მოსეს პირით გელაპარაკეთ,
3 რათა იქ გაიქცეს მკვლელი, რომელსაც შემოაკვდება ვინმე; ეს თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები იქნება სისხლის ამღებისგან თავის დასაცავად.+
4 გაიქცეს ის ერთ-ერთ იმ ქალაქში,+ დადგეს კარიბჭის+ შესასვლელთან და მოუყვეს იმ ქალაქის უხუცესებს თავისი ამბავი; შეიფარონ ის ქალაქში და მისცენ ადგილი მათთან საცხოვრებლად.
5 თუ მას სისხლის ამღები დაედევნება, არ ჩაუგდონ მკვლელი ხელში, რადგან მან შემთხვევით მოკლა თავისი მოძმე, რომელიც არ სძულებია.+
6 იცხოვროს იმ ქალაქში, ვიდრე მსაჯულთა წინაშე არ წარდგება+ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმ დროს მომსახურე მღვდელმთავარი+ მოკვდება, დაბრუნდეს მკვლელი თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა“».+
7 ნაფთალის მთიან მხარეში, გალილეაში, გამოყვეს* კედეში,+ ეფრემის მთიან მხარეში — შექემი,+ და იუდას მთიან მხარეში — კირიათ-არბა,+ იგივე ხებრონი.
8 იორდანის მხარეში, იერიხონის აღმოსავლეთით, გამოყვეს ბეცერი,+ რომელიც რეუბენის ტომის მიწაზე, ზეგანზე მდებარე უდაბნოში მდებარეობდა, გალაადში, გადის ტომის მიწაზე — რამოთი,+ და ბაშანში, მენაშეს+ ტომის მიწაზე — გოლანი.+
9 ეს ქალაქები გამოიყო ისრაელებისა და მათ შორის მცხოვრები უცხოელებისთვის; ვისაც შემოაკვდებოდა ვინმე, იქ უნდა გაქცეულიყო,+ რათა არ მომკვდარიყო სისხლის ამღების ხელით, ვიდრე მსაჯულთა წინაშე არ წარდგებოდა.+
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „წმინდად შერაცხეს“.