იესო ნავეს ძე 21:1—45

  • ლევიანთა ქალაქები (1—42).

    • აარონის შთამომავლებისთვის (9—19).

    • დანარჩენი კეჰათელებისთვის (20—26).

    • გერშონელებისთვის (27—33).

    • მერარელებისთვის (34—40).

  • იეჰოვას დაპირებები შესრულდა (43—45).

21  მივიდნენ ლევიანთა შტოების თავკაცები ელეაზარ+ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და ისრაელის ტომთა შტოების თავკაცებთან  შილოში,+ ქანაანის მიწაზე და დაელაპარაკნენ მათ: „იეჰოვამ მოსეს პირით ბრძანა, რომ მოეცათ ჩვენთვის ქალაქები საცხოვრებლად და საძოვრები — პირუტყვისთვის“.+  იეჰოვას ბრძანებისამებრ მისცეს ისრაელებმა ლევიანებს ქალაქები+ და საძოვრები თავ-თავიანთ სამკვიდროებში.+  პირველი წილი კეჰათელთა+ შტოებს ხვდა; აარონ მღვდლის შთამომავალ ლევიანებს 13 ქალაქი ერგოთ წილისყრით იუდას,+ სიმონისა+ და ბენიამინის ტომების სამკვიდროებში.+  დანარჩენ კეჰათელებს წილისყრით 10 ქალაქი ერგოთ ეფრემისა+ და დანის ტომების, აგრეთვე მენაშეს ტომის ნახევრის+ სამკვიდროებში.  გერშონელებს+ წილისყრით 13 ქალაქი ერგოთ ისაქარის, აშერისა და ნაფთალის ტომების სამკვიდროებში, აგრეთვე ბაშანში,+ მენაშეს ტომის ნახევრის სამკვიდროში.  მერარელებს+ შტოთა მიხედვით 12 ქალაქი ერგოთ რეუბენის, გადისა და ზებულონის+ ტომების სამკვიდროებში.  წილისყრით მისცეს ისრაელებმა ლევიანებს ქალაქები საძოვრებით, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსეს პირით.+  იუდასა და სიმონის ტომების სამკვიდროებში მისცეს ქალაქები, რომლებიც აქ სახელებითაა მოხსენიებული;+ 10  ეს ქალაქები ერგოთ აარონის შთამომავლებს, კეჰათელ ლევიანებს, რადგან პირველი წილი მათ ხვდათ. 11  იუდას მთიან მხარეში მისცეს კირიათ-არბა+ (არბა ანაკის მამა იყო), იგივე ხებრონი,+ თავისი საძოვრებით, 12  თუმცა ქალაქის ველ-მინდვრები და მიმდებარე დასახლებები ქალებ იეფუნეს ძეს მისცეს საკუთრებად.+ 13  აარონ მღვდლის შთამომავლებს მკვლელისთვის+ თავშესაფარ ქალაქად მისცეს ხებრონი+ თავისი საძოვრებით; გარდა ამისა, მისცეს ლიბნა+ თავისი საძოვრებით, 14  იათირი+ თავისი საძოვრებით, ეშთემოა+ თავისი საძოვრებით, 15  ხოლონი+ თავისი საძოვრებით, დებირი+ თავისი საძოვრებით, 16  აინი+ თავისი საძოვრებით, იუტა+ თავისი საძოვრებით და ბეთ-შემეში თავისი საძოვრებით — სულ 9 ქალაქი ამ ორი ტომის სამკვიდროში. 17  ბენიამინის ტომის სამკვიდროში მისცეს: გაბაონი+ თავისი საძოვრებით, გება თავისი საძოვრებით,+ 18  ანათოთი+ თავისი საძოვრებით და ალმონი თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი. 19  აარონის შთამომავლებს, მღვდლებს, სულ 13 ქალაქი ერგოთ თავისი საძოვრებით.+ 20  კეჰათელ ლევიანთა დარჩენილ შტოებს წილისყრით ერგოთ ქალაქები ეფრემის ტომის სამკვიდროში. 21  მკვლელისთვის+ თავშესაფარ ქალაქად მისცეს მათ შექემი+ თავისი საძოვრებით ეფრემის მთიან მხარეში, გარდა ამისა, მისცეს გეზერი+ თავისი საძოვრებით, 22  კიბცაიმი თავისი საძოვრებით და ბეთ-ხორონი+ თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი. 23  დანის ტომის სამკვიდროში მისცეს: ელთეკე თავისი საძოვრებით, გიბეთონი თავისი საძოვრებით, 24  აიალონი+ თავისი საძოვრებით და გათ-რიმონი თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი. 25  მენაშეს ტომის ნახევრის სამკვიდროში მისცეს: თაანახი+ თავისი საძოვრებით და გათ-რიმონი თავისი საძოვრებით — სულ 2 ქალაქი. 26  კეჰათელთა დანარჩენ შტოებს სულ 10 ქალაქი ერგოთ თავისი საძოვრებით. 27  გერშონელ+ ლევიანთა შტოებს მკვლელისთვის თავშესაფარ ქალაქად ბაშანში, მენაშეს ტომის ნახევრის სამკვიდროში, ერგოთ გოლანი+ თავისი საძოვრებით, გარდა ამისა, მიეცათ ბეეშთერა თავისი საძოვრებით — სულ 2 ქალაქი. 28  ისაქარის+ ტომის სამკვიდროში მისცეს: კიშიონი თავისი საძოვრებით, დაბერათი+ თავისი საძოვრებით, 29  იარმუთი თავისი საძოვრებით და ენ-განიმი თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი. 30  აშერის ტომის+ სამკვიდროში მისცეს: მიშალი თავისი საძოვრებით, აბდონი თავისი საძოვრებით, 31  ხელკათი+ თავისი საძოვრებით და რეხობი+ თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი. 32  ნაფთალის ტომის სამკვიდროში მკვლელის თავშესაფარ ქალაქად+ გალილეაში კედეში+ მისცეს თავისი საძოვრებით, გარდა ამისა, მისცეს ხამოთ-დორი და კართანი თავისი საძოვრებით — სულ 3 ქალაქი. 33  გერშონელებს შტოების მიხედვით სულ 13 ქალაქი ერგოთ თავისი საძოვრებით. 34  მერარელთა შტოებს,+ დანარჩენ ლევიანებს, ზებულონის+ ტომის სამკვიდროში ერგოთ: იოკნეამი+ თავისი საძოვრებით, კართა თავისი საძოვრებით, 35  დიმნა თავისი საძოვრებით და ნაჰალალი+ თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი. 36  რეუბენის ტომის სამკვიდროში მისცეს: ბეცერი+ თავისი საძოვრებით, იაჰაცი თავისი საძოვრებით,+ 37  კედემოთი თავისი საძოვრებით და მეფაათი თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი. 38  გადის ტომის+ სამკვიდროში მკვლელის თავშესაფარ ქალაქად მისცეს გალაადის რამოთი+ თავისი საძოვრებით, გარდა ამისა, მისცეს მახანაიმი+ თავისი საძოვრებით, 39  ხეშბონი+ თავისი საძოვრებით და იაზერი+ თავისი საძოვრებით — სულ 4 ქალაქი. 40  მერარელებს, ანუ ლევიანების დარჩენილ შტოებს, წილისყრით სულ 12 ქალაქი ერგოთ. 41  ისრაელების სამკვიდროში ლევიანებს სულ 48 ქალაქი ერგოთ თავისი საძოვრებით.+ 42  ყველა ამ ქალაქს ირგვლივ საძოვრები ერტყა. 43  მისცა იეჰოვამ ისრაელს მთელი მიწა, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას ფიცით აღუთქვა;+ ისინიც დაეუფლნენ მას და იქ დასახლდნენ.+ 44  იეჰოვამ ისინი ყოველი მხრიდან მოასვენა მტრებისგან, როგორც მათ მამა-პაპას აღუთქვა ფიცით;+ მათ წინ ვერავინ დაუდგა.+ ყველა მტერი ხელში ჩაუგდო მათ იეჰოვამ.+ 45  არცერთი დანაპირები არ გამტყუნებულა, რომელიც იეჰოვამ ისრაელს მის სასიკეთოდ მისცა, ყველაფერი შესრულდა.+

სქოლიოები