იესო ნავეს ძე 23:1—16

  • იესო ნავეს ძის გამოსათხოვარი სიტყვები ისრაელის თავკაცებს (1—16).

    • იეჰოვას არცერთი სიტყვა არ გამტყუნებულა (14).

23  კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მოასვენა იეჰოვამ ისრაელი+ მტრებისგან. უკვე მოხუცებული და ხანში შესული იყო იესო ნავეს ძე,+  როცა მოუხმო მთელ ისრაელს,+ უხუცესებს, თავკაცებს, მსაჯულებსა და მთავრებს+ და უთხრა: „მოვხუცდი და ხანში შევედი.  თავად ნახეთ ყველაფერი, რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, თქვენი გულისთვის დამართა ამ ერებს, რადგან თქვენი ღმერთი იეჰოვა იბრძოდა თქვენთვის.+  წილისყრით+ მოგეცით ჯერაც განუდევნელი ხალხების მიწა თქვენი ტომების სამკვიდროდ+ და იმ ხალხების მიწაც, რომლებიც გავანადგურე+ იორდანიდან დასავლეთით, დიდ ზღვამდე*.  თქვენი ღმერთი იეჰოვა დევნიდა მათ თქვენ წინ.+ თქვენი გულისთვის განდევნა ისინი და დაეუფლეთ მათ მიწას იმ დაპირებისამებრ, რომელიც თქვენმა ღმერთმა იეჰოვამ მოგცათ.+  სიმტკიცე და გაბედულება გმართებთ, რომ დაიცვათ და შეასრულოთ ყველაფერი, რაც მოსეს კანონის წიგნშია ჩაწერილი,+ და არ გადაუხვიოთ მისგან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,+  არ შეერიოთ იმ ერებს,+ თქვენ შორის რომ დარჩნენ. არც კი ახსენოთ მათი ღმერთების სახელები,+ არ დაიფიცოთ ისინი და თაყვანი არ სცეთ მათ.+  ისევე უერთგულეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+ როგორც დღემდე ერთგულობდით.  განდევნის იეჰოვა თქვენ წინ დიდ და ძლიერ ერებს;+ დღემდე ხომ ვერავინ დაგიდგათ წინ?!+ 10  თითო ათასს განდევნით,+ რადგან თქვენი ღმერთი იეჰოვა იბრძვის თქვენთვის,+ როგორც დაგპირდათ.+ 11  გიყვარდეთ თქვენი ღმერთი იეჰოვა+ და ასე დაიცავთ თავს.+ 12  მაგრამ, თუ გადაუხვევთ და დაუახლოვდებით იმ ერებიდან დარჩენილებს,+ თქვენ შორის რომ არიან, დაუმოყვრდებით+ და შეერევით მათ, ისინი კი — თქვენ, 13  იცოდეთ, რომ თქვენი ღმერთი იეჰოვა აღარ განდევნის თქვენი გულისთვის იმ ერებს;+ მახედ და ხაფანგად გექცევიან ისინი, შოლტად — ფერდებისთვის+ და ეკლებად — თვალებისთვის, სანამ არ აღიგვებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ. 14  მე უკვე ვკვდები; კარგად იცით, რომ არ გამტყუნებულა არცერთი დანაპირები, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, თქვენ სასიკეთოდ მოგცათ, ყველა შეგისრულათ, არცერთი არ გამტყუნებულა.+ 15  როგორც ყველა დანაპირები შეგისრულდათ, რომელიც თქვენმა ღმერთმა იეჰოვამ თქვენ სასიკეთოდ მოგცათ,+ ისევე გეწევათ იეჰოვას ყველა წყევლაც, სანამ არ აღიგვებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც თქვენმა ღმერთმა იეჰოვამ მოგცათ.+ 16  თუ დაარღვევთ იეჰოვას, თქვენი ღვთის მიერ თქვენთან დადებულ შეთანხმებას, წახვალთ და თაყვანს სცემთ სხვა ღმერთებს, განრისხდება იეჰოვა+ და მყისვე აღგგვით იმ მადლიანი მიწიდან, რომელიც მოგცათ“.+

სქოლიოები

იგივე ხმელთაშუა ზღვა.