იოანეს სახარება 5:1—47

  • იესო მამაკაცს კურნავს ბეთზათის აუზთან (1—18).

  • იესოს ძალაუფლება მამისგან აქვს ბოძებული (19—24).

  • მკვდრები მოისმენენ იესოს ხმას (25—30).

  • მოწმობა იესოზე (31—47).

5  ამის შემდეგ იესო იერუსალიმში ჩავიდა იუდეველთა დღესასწაულზე.+  იერუსალიმში ცხვრის კარიბჭესთან,+ ხუთ სვეტებიან დერეფანს შორის მოქცეულია აუზი, რომელსაც ებრაულად „ბეთზათა“ ეწოდება.  იქ ბევრი ავადმყოფი, უსინათლო, კოჭლი და ხელფეხგამხმარი იწვა.  * ——  მათ შორის იყო ერთი კაცი, რომელიც 38 წელი ავადმყოფობდა.  იესომ დაინახა იგი მწოლიარე და, რადგან იცოდა მისი ხანგრძლივი ავადმყოფობის ამბავი, ჰკითხა: „გინდა, განიკურნო?“+  ავადმყოფმა მიუგო: „ბატონო, არავინ მყავს, რომ, როცა წყალი იძვრის, აუზში ჩამიშვას. სანამ მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას“.  იესომ მას უთხრა: „ადექი, აიღე შენი საწოლი და იარე!“+  ამის თქმა იყო და კაცი განიკურნა; აიღო თავისი საწოლი და გაიარა. ეს შაბათს მოხდა. 10  ამიტომ იუდეველებმა უთხრეს განკურნებულს: „დღეს შაბათია და არ გაქვს შენი საწოლის ტარების უფლება!“+ 11  მან კი უპასუხა: „ვინც განმკურნა, მითხრა, აიღე შენი საწოლი და იარეო“. 12  მათ ჰკითხეს: „ვინ იყო ის, ვინც გითხრა, აიღე საწოლი და იარეო?“ 13  განკურნებულმა კი არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იქაურობას გაეცალა და ხალხს შეერია. 14  ამის შემდეგ იესომ ტაძარში ნახა ის კაცი და უთხრა: „ახლა, როცა განიკურნე, ნუღარ შესცოდავ, რომ უარესი არ დაგემართოს!“ 15  წავიდა ის კაცი და იუდეველებს შეატყობინა, რომ იესო იყო ის, ვინც განკურნა. 16  იუდეველებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ხალხს კურნავდა. 17  ის მათ პასუხად ეუბნებოდა: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“.+ 18  ამის გამო იუდეველები მეტი მონდომებით ცდილობდნენ იესოს მოკვლას, რადგან ის არა მარტო შაბათს არღვევდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა,+ რითაც თავს ღმერთს უტოლებდა.+ 19  იესო მათ ეუბნებოდა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ძე თავისით არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რასაც ხედავს, რომ მამა აკეთებს,+ რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმავეს აკეთებს. 20  მამას უყვარს ძე+ და რასაც აკეთებს, ყველაფერს მას აჩვენებს. მომავალში ამაზე დიდ საქმეებსაც აჩვენებს თქვენ გასაოცებლად.+ 21  როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს,+ ასევე ძეც, ვისაც უნდა, იმას აცოცხლებს.+ 22  მამა არავის ასამართლებს, მან გასამართლება ძეს მიანდო,+ 23  რათა ყველამ პატივი სცეს ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს. ვინც ძეს პატივს არ სცემს, არც მამას სცემს პატივს, რომელმაც ის გამოგზავნა.+ 24  ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ის, ვინც ჩემს სიტყვას ისმენს და სწამს ჩემი გამომგზავნელი, მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს+ და არ გასამართლდება, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავა.+ 25  ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მოდის დრო და უკვე მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და ვინც ყურად იღებს, იცოცხლებს. 26  მამას აქვს სიცოცხლის ბოძების ძალა+ და მან ძესაც მისცა ამის ძალა.+ 27  მას მისცა გასამართლების უფლებამოსილება,+ რადგან კაცის ძეა იგი.+ 28  ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოვა დრო, როცა ყველა, ვინც სამარხშია*, მის ხმას მოისმენს+ 29  და აღდგება: კარგის მოქმედი — სიცოცხლის მისაღებად*, ცუდის მოქმედი კი — გასასამართლებლად*.+ 30  ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია, რასაც ვისმენ, იმით ვასამართლებ; ჩემი გამოტანილი განაჩენი სამართლიანია,+ ვინაიდან საკუთარი ნების შესრულება კი არ მსურს, არამედ ჩემი გამომგზავნელისა.+ 31  თუ ჩემ შესახებ მხოლოდ მე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.+ 32  ჩემზე სხვა მოწმობს და ვიცი, რომ რასაც ის ჩემზე მოწმობს, ჭეშმარიტია.+ 33  თქვენ კაცები გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტების შესახებ.+ 34  მე არ მჭირდება, რომ კაცმა დაამოწმოს ჩემზე, მაგრამ ამას თქვენი გადარჩენისთვის ვამბობ. 35  ის კაცი იყო ლამპარი, რომელიც იწვოდა და ანათებდა, თქვენ კი არ ისურვეთ, რომ დიდხანს გეხარათ მისი სინათლით;+ 36  მაგრამ მე იმაზე დიდი მოწმობაც მაქვს, ვიდრე ის, რაც იოანემ დაამოწმა ჩემზე, რადგან სწორედ ის საქმეები, რომელთა შესრულებაც მამამ დამავალა და რომლებსაც ვაკეთებ, მოწმობს ჩემზე, რომ მამამ გამომგზავნა.+ 37  ჩემზე თავად მამამ დაამოწმა, რომელმაც გამომგზავნა.+ თქვენ არც მისი ხმა მოგისმენიათ და არც ის გინახავთ.+ 38  მისი სიტყვა ფეხს ვერ იკიდებს თქვენში, რადგან არ გწამთ მის მიერ გამოგზავნილი ძე. 39  წმინდა წერილებს იკვლევთ,+ რადგან ფიქრობთ, რომ მათი მეშვეობით მიიღებთ მარადიულ სიცოცხლეს; სწორედ ისინი მოწმობენ ჩემზე,+ 40  თქვენ კი არ გინდათ ჩემთან მოსვლა,+ რომ იცოცხლოთ. 41  მე არ მინდა დიდება ადამიანთაგან, 42  და ისიც კარგად ვიცი, რომ არ გიყვართ ღმერთი. 43  მე მამაჩემის სახელით მოვედი, მაგრამ არ მიღებთ. ვინმე თავისი სურვილით რომ მოსულიყო, მიიღებდით. 44  როგორ ირწმუნებთ, როცა ღვთისგან განდიდებას კი არ ესწრაფვით, არამედ ერთმანეთს განადიდებთ?!+ 45  ნუ იფიქრებთ, რომ მე დაგდებთ მამასთან ბრალს. თქვენი ბრალმდებელი მოსეა,+ რომლის იმედიც გაქვთ. 46  მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგან მან დაწერა ჩემზე.+ 47  და, თუ მისი დაწერილი არ გწამთ, ჩემს ნათქვამს როგორღა ირწმუნებთ?!“

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „სიცოცხლის აღდგომისთვის“.
სიტყვასიტყვით — „სასამართლოს აღდგომისთვის“.