იობი 14:1—22

  • იობი განაგრძობს საუბარს (1—22).

    • კაცი დღემოკლეა და მუდამ გასაჭირშია (1).

    • „ხესაც კი აქვს იმედი“ (7).

    • „ნეტავ დამმალავდე სამარეში“ (13).

    • „თუ მოკვდა კაცი, განა გაცოცხლდება?!“ (14).

    • ღმერთს მოენატრება თავისი ხელთა ქმნილება (15).

14  „კაცი, ქალის ნაშობი,დღემოკლეა+ და მუდამ გასაჭირშია.+   ჯერ ყვავილივით იშლება, შემდეგ კი ჭკნება*;+ჩრდილივით ჩაივლის და ქრება.+   თვალს არ აშორებდა სასამართლოში მიგყავს, რომ დაუპირისპირდე.+   განა უწმინდური წმინდას გააჩენს?!+ ვერ გააჩენს!   მისი დღეები დადგენილია და მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა.ზღვარი დაგიწესებია, რომ არ გადავიდეს.+   მოაშორე მზერა, რომ დაისვენოს,სანამ მისი დღეები დაქირავებული მუშის დღეებივითარ დასრულდება.+   ხესაც კი აქვს იმედი; თუ მოჭრიან, ისევ ამოიყრისდა ტოტები გაეზრდება.   თუ მიწაში ფესვი დაუბერდებადა ნიადაგში ძირკვი ჩაუკვდება,   წყლის წვეთიც რომ მოხვდეს, კვლავ ამოიყრისდა ტოტები ახალი ნერგივით გაეზრდება. 10  მაგრამ კაცი კვდება და უძალოდ გდია;იღუპება ადამიანი, და სადღაა იგი?!+ 11  ზღვიდან წყალი უჩინარდება,მდინარე იწრიტება და შრება. 12  კაციც წვება და აღარ დგება.+ ვიდრე ცა არსებობს, არ გაიღვიძებს,არ გამოფხიზლდება.+ 13  ნეტავ დამმალავდე სამარეში*,+გადამმალავდე შენი რისხვის დაცხრომამდე,დამიდგენდე დროს და გამიხსენებდე!+ 14  თუ მოკვდა კაცი, განა გაცოცხლდება?!+ დავიცდი, სანამ ჩემი მონობის დღეები* არ დასრულდება,სანამ შვება არ მოვა.+ 15  დამიძახებ და მეც გიპასუხებ;+ მოგენატრება შენი ხელთა ქმნილება. 16  მაგრამ ახლა თითოეულ ნაბიჯს მითვლი,ჩასაფრებული ხარ, რომ ცოდვაში გამომიჭირო. 17  ჩემი ცოდვა ჩანთაში გაქვს დალუქული,წებოთი გაქვს დალუქული ჩემი დანაშაული. 18  მთა ემხობა და ქუცმაცდება,კლდე ადგილიდან იძვრის. 19  წყალი ქვებს ცვეთსდა ნიაღვარი მიწას რეცხავს,შენ კი მოკვდავ კაცს იმედებს უმსხვრევ. 20  ჯაბნი მას და ისიც კვდება;+შესახედაობას უცვლი და იშორებ. 21  თუ მისი ვაჟები პატივდებულნი გახდებიან, ის ამას ვერ შეიტყობს;ვერც იმას შეიტყობს, თუ ისინი დამცირდებიან.+ 22  სანამ ცოცხალია, ტკივილს გრძნობს,და სანამ სული უდგას, გლოვობს“.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „წყდება“.
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იგულისხმება სამარეში ყოფნის პერიოდი.